|
|
|
 |

 |
|
 |
|
მტკნარი სასმელი წყლების რესურსებისა და მონიტორინგული ქსელის აღდგენა
12.08.2014

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი კახეთში ალაზანი-აგრიჩაის მიწისქვეშა წყლების ტრანსასაზღვრო არტეზიულ აუზში განხორციელებულ საპილოტე პროექტს გაეცნო. მინისტრმა პროექტის ფარგლებში გურჯაანის რაიონის სოფლებში კალაურსა და ზეგაანში არსებულ რამდენიმე ჭაბურღილზე ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დამონტაჟებული სარეჟიმო დაკვირვებების თანამედროვე აპარატურა დაათვალიერა. ის საშუალებას იძლევა დისტანციურ პირობებში მიღებული იქნას შესაბამისი კომპლექსური ინფორმაცია მიწისქვეშა წყლის მახასიათებლების შესახებ. ადგილზე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა წყლის სინჯებიც აიღეს, რომლის მიზანია მიწისქვეშა წყლის ხარისხის განსაზღვრა და მისი რაოდენობის დადგენა. ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში ანალოგიური აღჭურვილობის მოწყობა დაგეგმილი აქვს კიდევ 3 ჭაბურღილზე. პროექტით გათვალისწინებულია მეთოდოლოგიებისა და აღჭურვილობის გადაცემა გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის მონიტორინგული კვლევების საწარმოებლად და ტრენინგის ჩატარება ქართველი სპეციალისტებისათვის. გარემოს ეროვნულ სააგენტოს საკუთარი ძალებით 2014 წლის ბოლო კვარტალში ასევე გათვალისწინებული აქვს დამატებით 10 ჭაბურღილზე ანალოგიური აღჭურვილობის მოწყობა. საქართველოში მონიტორინგი, მიწისქვეშა წყლის ხარისხის განსაზღვრაზე და რაოდენობის დადგენაზე, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან პრაქტიკულად აღარ წარმოებს, თუ არ ჩავთვლით დიდი ქალაქების წყალმომარაგების ობიექტებზე მათ ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მუდმივ დაკვირვებას. შესაბამისად დღეისათვის უცნობია მისი რეჟიმი, ხარისხობრივი და რაოდენობრივი მდგომარეობა. |
იხილეთ დამატებითი ფტოები |
|
|
|
|
 |
|
 |



 |
|
 |
|
 |
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება
10.06.2014

„შპს „RMG Gold"-ისათვს წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაგრძელების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ „შპს „RMG Gold"-ზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ" 2014 წლის 4 აპრილის განკარგულების მიღება განპირობებული იყო მთელი რიგი პროცესებით, რომლებმაც, 2013-2014 წლებში შეაფერხა კომპანიის, როგორც სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრულ გეოლოგიურ მინაკუთვნზე წიაღით სარგებლობის პროცესი:

ვრცლად |
|
|
 |
|
 |

 |
|
 |
|
 |
დარიალის ხეობაში სალიკვიდაციო სამუშაოების საგანგებო შტაბის განცხადება
07.06.2014

დარიალის ხეობაში სალიკვიდაციო სამუშაოების საგანგებო შტაბის განცხადება
დღეს, დილის 6 საათზე, გეოლოგების, გლაციოლოგებისა და ჰიდროლოგების სამეცნიერო ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შეფრინდა დარიალის ხეობაში, დაათვალიერა მყინვარწვერი, დევდორაკისა და ამალის ხეობები და მიმდებარე უბნები.

ვრცლად |
|
|
 |
|
 |

|
 |
|
|
|
 |