 |
|
 |
22 სექტემბერი 2023 |
 |
|
|
|
|
დღის ხანგრძლივობა: |
12სთ 12წთ |
|
|
|
|
|
 |





 |
|
 |
|
 |
სიცხე _ სითბო ეწოდება სიცივისა წინააღმდეგსა რასამე მცირესა ნაწილსა. მზვარე _ არს მზემდეგი ადგილი მოთბო; ყუდრო არს, სადა ქარი ძლიერად ვერა ხვდებოდეს, გინა ხმელთა, გინა ნავთსაყუდელსა მშვიდსა; სიცხე არს გაძლიერებული სიმხურვალე მზისა თუ ცეცხლისა, გინა ჰაერის, გინა სნებითა განსხვავებულისა; ხვატი არს მეტად ძლიერი სიცხე მზისა; პაპანება არს მოუთმინარი სიცხე მზისა; ჭრტიალი არს, რა მზემან კლდენი, გინა ბარნი ადგილნი განახურვოს და თვალი ვერ შემძლებულ იყოს შედგმად, გინა ილეკრო, გამდნარი ცეცხლისაგან, ელვარობდეს საზარლად; უნჯუფი _ აბანო ცხელი და გინა სახლის მისთანა. |
|
|
 |
|
 |


 |
|
 |
|
 |
წყარო – უკეთუ მდინარესა მახლობლად, მისგანვე გამოდიან წყარონი, არა უწოდოთ წყაროდ, არამედ ფშად. რა წყარონი შეკრბიან და ჩავლიან, ხევი ეწოდების, და ხევები რა შეერთდებიან, მდინარეთ შეიქმნების; უკეთუ წყარო მაღალთა კლდეთა ჩასდის – დანჩქერი და დაბალთა კლდეთა ჩამ-დენსა – ჩანჩქერი, ხოლო ლოდნართა მჩქერვალსა – გოჩოგანა; სადა ღრმად და მდოვრედ მიდის – ლუბრმა და სადა წყნარად და არა ლუბრმად – მონიო; სადა მჩქრევალო დაწყნარდების და ერთსა ადგილსა დაღრმავდების – მორევი; დანჩქერი ღრმად ჩაიჭრების და აღმოდუღი-ლივით ზე აღმოიჭრების – ზვირთი; სადა მონიო წყალ ჩაიღვლანჭნება – ჭევლი, სადა მდინარეთა გასავალია – ფონი; სადა მდინარენი დას-რულდებიან, წყალთა მათ შესაკრებელსა უწოდენ ზღვასა, სადა ზღვა დავიწროვდება – სრუტსა, სადა გარე შემოევლების, უწოდენ ტბასა, ცუდსა მცირეს ტბათაგანსა – ტბორესა. |
|
|
 |
|
 |


 |
|
 |
|
 |
თოვლი _ თოვლიცა ესრეთა განიყოფებიან: რამეთუ პირველ ზამთარსა რა ღამის სიცივემ ცვარი შეათოოს, უხმობენ თრთვილსა; ხოლო პირველი დათოვას ვიდრე მიწათა გათეთრებამდე უწოდენ ყაპსა; და დათოვა ტერფამდე და მეტი მისი, იგი არს ფიფქი; და უმეტესი თოვლად სახელწოდების; უკეთუ თოვლი წვიმანარევი იყოს ჭყაპს უწოდებენ; და თოვლიან ნისლსა _ ბურსა; თუცა ბურისა მიერ ხენი შეიყინენ, იგი არს ჭირხლი; უკეთუ ხეთა ზედა თოვლი დადგა, ეწოდება ხურხლი; ქარიანსა ეწოდების ბუქი; ქარისგან ზოგან ახვეტილსა ჰქვიან ხიაწი, და სადა თოვლი ნაბუქი შეგროვდა, მას ნანქერი; თუცა შემბალი თოვლი შეიყინა, ეწოდება ბზარი; და რა ბზარი მზემა შეალბოს, ეწოდება ლეღმა; მცირისა ფიფქსა ბზარქმნილსა _ არხილი; რა თოვლი აჭრელდეს, იგი არს ლილო; თუცა სიმრავლე მთამ ვერ იტვირთა და ჩამოიზვლა, იგი არს შვავი.
|
|
|
 |
|
 |

|
 |
|
|
|
 |