სამშაბათი, 23 აპრილი, 10:21   
ENG GEO
+28°

ამინდი თბილისში

 
ჩრდილო–დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ
მაქს: +30.8 1899, მინ: +0.9 1993
 
 ფინანსები და ხარჯთაღრიცხვა
 სახელმწიფო შესყიდვები
 ანგარიშები და სტატისტიკა
 სამართლებრივი აქტები
 საკადრო უზრუნველყოფა
 სხვა საჯარო ინფრომაცია
 ვაკანსიები
 ინფრომაციის მოთხოვნის
 ფანჯარა

  ამინდი
  ჰიდროლოგიური
მონაცემები
  სტიქიური
მოვლენები
  ზვავსაშიში კერები
  გარემოს დაბინძურება
(რადიაციული ფონი)
  ინტერაქტიული რუკა


www.meteo.gov.ge -ს ამინდის
პროგნოზი თქვენს საიტზე

მიმდინარე ფაზა

მთვარის 15 დღე, მეორე ფაზა
23 აპრილი
ფაზების კალენდარი
მზის ამოსვლა და ჩასვლა
  23 აპრილი 2024  
მზის ამოსვლა: 06:08
მზის ჩასვლა: 19:50
დღის
ხანგრძლივობა:
13სთ 41წთ
 

 




ყველას აქვს უფლება, გაეცნოს საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ის არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს.


საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფორმით.



საკონტაქტო ინფორმაცია:


ადმინისტრაციული დეპარტამენტი
მისამართი: 0112 თბილისი. აღმაშენებლის გამზირი N 150
243-95-24
ელ.ფოსტა info@meteo.gov.ge


საჯარო ინფორმაცია - ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები) ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია.


საჯარო ინფორმაციის გაცემა უფასოა, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებისა (ინფორმაცია მოსაკრებლის შესახებ).


საჯარო დაწესებულება საჯარო ინფორმაციას გასცემს დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა. თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10 დღიანი ვადა, აგრეთვე უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ (იხილეთ აგრეთვე: ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია).

უარი საჯარო ინფორმაციაზე - საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტავს მის უფლებებსა და გასაჩივრების წესს, იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ან საჯარო დაწესებულების მითითებით, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას (ადმინისტრაციული საჩივრის ფორმა).

პერსონალური მონაცემების საიდუმლოობა
პერსონალური მონაცემი − ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.
საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.


კომერციული საიდუმლოება
კომერციული საიდუმლოება – ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.


პროფესიული საიდუმლოება
პროფესიული საიდუმლოება - ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს სხვის პერსონალურ მონაცემებს ან კომერციულ საიდუმლოებას და პირისათვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.


სახელმწიფო საიდუმლოება
სახელმწიფო საიდუმლოება - ინფორმაციის სახეობა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მონაცემებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობის, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში, რომელთა გამჟღავნებას ან დაკარგვას შეუძლია ზიანი მიაყენოს საქართველოს ან საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მონაწილე მხარის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს, რაც ამ კანონით ან/და საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად და ექვემდებარება სახელმწიფო დაცვას. სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია განისაზღვრება სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონმდებლობით.



 

გარემოს ეროვნული სააგენტო
დ. აღმაშენებლის გამზ. 150. 0112 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2439503, ფაქსი: +995 32 2439502
 
მთავარი გვერდი კონტაქტი საიტის რუკა  
ყველა უფლება დაცულია © 2011 გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საიტი შექმნილია RENDER PRODUCTION-ს მიერ
  თქვენ ხართ სტუმარი ნომერი: