საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2026 წლის აპრილის თვის პროგნოზი

აპრილის თვის  მოკლე კლიმატური დახასიათება

 

საქართველოს ტერიტორიაზე აპრილში ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მარტთან შედარებით საშუალოდ 4-6° C-ით მაღალია. მისი მნიშვნელობა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +13, +15°, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +11, +14°, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე +9, +12°, დასავლეთ საქართველოს  მაღალმთიან ზონაში  +7, +9, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალ მთაში  +3, +6° -ს შეადგენს.

ჰაერის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში +17, +20°  და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +16, +19° –ის ფარგლებშია. საქართველოს მთიან ზოლში მისი მნიშვნელობა +14, +19° -ია, დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში +11, +14°, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში +7, +12°.

აპრილში ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოს დაბლობში +34, +37°, ქართლსა და კახეთში +30, +36° -ს აღწევს. საქართველოს მთიან რაიონებში მისი მნიშვნელობა +29, +34° -ს შეადგენს, დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში +28, +32° -ის, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში +20, +26° -ის ფარგლებში იცვლება.

ჰაერის საშუალო მინიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +8, +10°, ქართლ-კახეთში +5, +11°, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე +3, +7°, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში 0, +50-ის, ხოლო  ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში -2, +1° -ის ფარგლებში მერყეობს.

ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -1 გრადუსის ფარგლებში იცვლება. შიდა ქართლში -11, -9° -ს, ხოლო ქვემო ქართლსა და კახეთში -7, -4° -ს შეადგენს. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში აბსოლუტური მინიმუმი -8, -6° -ს შეადგენს. აღმოსავლეთ საქართველოში -14, -10° -ს. დასავლეთ საქართველოს  მაღალ მთაში ყინვამ შეიძლება  -17, -11° -ს,  ხოლო  ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში -21, -13° -ს მიაღწიოს.

აპრილის თვეში საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე ნალექების თვის ჯამური რაოდენობა 70-125 მმ-ს შეადგენს, ქართლში 40 – 70 მმ-ს, კახეთში, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში 50 – 140 მმ-ს, ხოლო დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებსა და მაღალ მთაში 70 – 90 მმ-ს შეადგენს

დასავლეთ საქართველოში ნალექიან დღეთა რაოდენობა საშუალოდ 9-14 დღეს შეადგენს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 8-16 დღეს. 

აპრილში მოსული ნალექების მაქსიმალური დღეღამური რაოდენობა  სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე  40-70 მმ -ს შეადგენს, მთიან და მაღალმთიანი რაიონებში ნალექების დღეღამური მაქსიმუმი შედარებით დაბალია და 30-50 მმ-ს შადგენს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 20-60 მმ-ს შეადგენს.

ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური რაოდენობისაგან. ასე მაგალითად, დასავლეთ საქართველოში შეიძლება აღწევდეს 250-500 მმ-ს წვიმიან და 10-50 მმ-ს გვალვიან წლებში, აღმოსავლეთ საქართველოში 150-250 მმ-ს წვიმიან და 8-40 მმ-ს გვალვიან წლებში.

.

დასავლეთ საქართველო

შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +14, +16° C-ის ფარგლებში, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს ან მასზე 1°C-ით მაღალია. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +5,  +2° -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +28, +31° -მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს. 

კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +15, +17° -ის ფარგლებში, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს ან მასზე 1°C-ით მაღალია. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  +4, +1° -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +28, +31° -მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  მთაში +13, +15° -ის ფარგლებში, ხოლო მაღალმთიან რაიონებში  +7, +9° -ის ფარგლებში,  რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს ან მასზე 1°C-ით მაღალია. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით მთაში -1, -4° -მდე. ხოლო მაღალმთიან რაიონებში  -4, -7° -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  მთაში  +26, +29° - მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში  +21, +24° -მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.  

აღმოსავლეთ საქართველო

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +12, +15° -ის ფარგლებში, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს ან მასზე 1°C-ით მაღალია. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  შიდა ქართლში -1, -4°, ხოლო ქვემო ქართლში +3, 0° - მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +26, +29° - მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.   

კახეთის რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +12, +15° -ის ფარგლებში, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს ან მასზე 1°C-ით მაღალია. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +3, 0° -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +26, +29° - მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.   

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია მთაში +10,+13° -ის ფარგლებში, ხოლო მაღალმთიან რაიონებში  +7, +8° -ის ფარგლებში,   რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს ან მასზე 1°C-ით მაღალია. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით მთაში -3, -6° -მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში  -8, -11° -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით მთაში  +24, +27° - მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში  +20, +23° -მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს. 

 

 

 

search form
ღამე

წვიმა

სუსტი ქარი სუსტი ქარი მ/წმ

დღე

წვიმა 11°

სუსტი ქარი სუსტი ქარი მ/წმ