საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2023 წლის დეკემბრის თვის პროგნოზი

დეკემბრის მოკლე კლიმატური დახასიათება

საქართველოს ტერიტორიაზე

საქართველოს ტერიტორიაზე დეკემბერში ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა ნოემბერთან შედარებით საშუალოდ 4-60-ით დაბალია. მისი მნიშვნელობა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +6, +90, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0, +30, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე   -3, +50 და მაღალმთიან ზონაში -7, -20-ს შეადგენს.

ტემპერატურის მრავალწლიური რეჟიმიდან გამომდინარე, ნორმიდან გადახრები ორივე მიმართულებით ერთნაირად ალბათურია და თვის საშუალო ტემპერატურა, უმეტესად, საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობის ± 1.5-2.50-ის ფარგლებში მერყეობს.

ჰაერის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში +11, +13 და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +5, +80–ის ფარგლებშია. დასავლეთ საქართველოს მთიან ზოლში მისი მნიშვნელობა +3, +9 და აღმოსავლეთ საქართველოს მთაში +2, +50-ია, მაღალმთაში კი -2, +40-მდე იკლებს.

დეკემბერში ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +26, ქართლსა და კახეთში +19, +240-ს აღწევს. საქართველოს მთიან რაიონებში მისი მნიშვნელობა საშუალოდ +14, +190-მდე მცირდება და მაღალმთაში  +9, +150-ის ფარგლებშია.

ჰაერის საშუალო მინიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +3, +6, ქართლ-კახეთში და მთისწინეთში -5, +1, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე -6, -1, მაღალმთიან ზონაში  -9, -60-ის ფარგლებში მერყეობს.

ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში -3, -9 გრადუსის ფარგლებში იცვლება. ქართლ-კახეთში -10, -170-ს შეადგენს თუმცა აღმოსავლეთ საქართველოში ჰავის კონტინენტურობის გამო მისი რყევადობა იზრდება და შიდა ქართლსა და შირაქის ველზე -20, -270-მდე ეცემა. საქართველოს მთიან რაიონებში აბსოლუტური მინიმუმი -30, -24-ს შეადგენს. მაღალ მთაში ყინვამ შეიძლება    -37, -320-ს მიაღწიოს. განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურით გამოირჩევა სამხრეთ საქართველოს მთიანეთი. 

ნოემბერთან შედარებით ნალექების რაოდენობა დასავლეთ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე მატულობს, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში _ იკლებს. ყველაზე მეტი ნალექიანობით კვლავ აჭარის სანაპირო ზოლი (240-330 მმ), გამოირჩევა. გურია-აჭარის მთებში მისი მნიშვნელობა 190-200 მმ-მდე მცირდება. შედარებით ნაკლებ ნალექიანია აფხაზეთის სანაპირო ზოლი     (120-170 მმ), თუმცა სამეგრელო-აფხაზეთის მთებში ნალექიანობა 180-270 მმ-მდე იზრდება. კოლხეთის დაბლობზე ნალექების თვის რაოდენობა 160-240 მმ-ის ფარგლებში იცვლება, ზემო იმერეთში, სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში თვეში 120-150 მმ ნალექი მოდის.  საქართველოს დანარჩენი ტერიტორია გაცილებით მცირენალექიანია და დეკემბერში მოსული ნალექების თვის ჯამი საშუალოდ 20-70 მმ-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ნოემბერთან შედარებით, ნალექების დღეღამური განაწილების სურათი იცვლება. კერძოდ, დეკემბერში იმატებს ნალექიან დღეთა რიცხვი, ხოლო მოსული ნალექების დღეღამური რაოდენობა, პირიქით, მცირდება. ნალექების რეჟიმის შესაბამისად, ნალექიან დღეთა რაოდენობა მაქსიმალურია დასავლეთ საქართველოს სანაპირო ზოლსა და დაბლობ რაიონებში (14-16), მთიან და მაღალმთიან რაიონებში თვის განმავლობაში 9-18 და 10-14 დღეს შეადგენს, შესაბამისად, ქართლ-კახეთში კი 6-12 დღემდე მცირდება.

ნალექების დღეღამური მაქსიმუმი სანაპირო ზოლში ნოემბერთან შედარებით იკლებს და შავი ზღვის სანაპიროზე 60-110 მმ-ის ფარგლებშია. რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთსა და ზემო იმერეთში ნალექების დღეღამური მაქსიმუმი  40-70, დასავლეთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე 60-100 მმ-ს შეადგენს. ქართლ-კახეთში ნალექების დღეღამური მაქსიმალური რაოდენობა 50 მმ-ს არ აღემატება. საქართველოს დანარჩენ  მთიან და მაღალმთიან ზონაში კიდევ უფრო იკლებს და 30-40 და 20-30 მმ-ს შეადგენს, შესაბამისად.

ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური რაოდენობისაგან. ასე მაგალითად აჭარის სანაპირო ზოლში იგი შეიძლება აღწევდეს 500-600 მმ-ს წვიმიან და 50-100 მმ-ს გვალვიან წლებში, ქართლსა და კახეთში 70-120 მმ-ს წვიმიან და 0-10 მმ-ს გვალვიან წლებში.

                                                                                                                        დასავლეთ საქართველო 

შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +9, +100, რაც 1-20-ით მაღალია  საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +1, -10-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +20, +230- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

 

კოლხეთის დაბლობი:  ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +9, +100, რაც 1-20-ით მაღალია  საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  -2, -50-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +19, +220- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.მთიანი და მაღალმთიანი რაიონები

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +4, +50 (მაღალმთიან რაიონებში  0, +10),  რაც 1-20-ით მაღალია  საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე.  თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -6, -90-მდე (მაღალმთიან რაიონებში  -12, -150-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +16, +190- მდე,(მაღალმთიან რაიონებში  +7, +100-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

 

 

 აღმოსავლეთ საქართველო

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +3, +60, რაც   1-20-ით მაღალია  საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით შიდა ქართლში -5, -80-მდე, ქვემო ქართლში -3, -60-მდე. თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +16, +190- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

 

გარე და შიდა კახეთი:  ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +4, +60, რაც 1-20-ით მაღალია  საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე.  თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  -3, -60-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +16, +190- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები:აერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +1, +20 (მაღალმთიან რაიონებში  -1, +10),  1-20-ით მაღალია  საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -7, -100-მდე (მაღალმთიან რაიონებში  -11, -140-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +11, +140- მდე (მაღალმთიან რაიონებში +7, +100-მდე).

 

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.
search form
ღამე

უმეტესად უნალექოდ

აღმოსავლეთის ქარი აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ

დღე

უმეტესად უნალექოდ 15°

აღმოსავლეთის ქარი აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ