საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2023 წლის ზაფხულის სეზონის კლიმატური პროგნოზი

საქართველოში 2023 წლის ზაფხულის სეზონის კლიმატური პროგნოზი

 

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, კლიმატური პროგნოზების ფორუმზე (SEECOF-29) მომზადდა 2023 წლის ზაფხულის სეზონის პროგნოზი.

პროგნოზი ეფუძნება დინამიური და სტატისტიკური მოდელირების შედეგებს და ოკეანესა და ატმოსფეროში მიმდინარე პროცესების დადგენილ ურთიერთკავშირებს. აღნიშნული პროცესები მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე ხელს შეუწყობს ქვეყნის ტერიტორიაზე მაღალი წნევის არის გავლენის გავრცელებას ჩრდილოეთ ევროპიდან და იბერიის ნახევარკუნძულის მხრიდან. ცალკეულ პერიოდებში ადგილი ექნება ხმელთაშუა ზღვაზე დამყარებული დაბალი წნევის არის ზემოქმედებას.

პროგნოზის მიხედვით,  ზაფხულის სეზონზე  ჰაერის საშუალო ტემპერატურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კლიმატურ ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი, ხოლო ატმოსფერული ნალექები ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი*.

 

სეზონის განმავლობაში შესაძლებელია დროდადრო ადგილი ქონდეს ზაფხულისთვის დამახასიათებელ ექსტრემალური ამინდის პირობებს (მაგალითად: თბური ტალღები, გვალვიანი ან ძლიერნალექიანი ეპიზოდები), რასაც მნიშვნელოვანი უარყოფითი სოციალ-ეკონომიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

სეზონის ცალკეულ დღეებში შეიძლება ჰაერის ტემპერატურის კლიმატური ნორმიდან მნიშვნელოვანი გადახრები აღინიშნოს. კერძოდ, შესაძლებელია ქვეყნის დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურამ  +39, +42, მთიან რაიონებში +37, +40, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +32, +35 გრადუსს მიაღწიოს.

 

* საქართველოს ტერიტორიაზე ზაფხულის სეზონის ჰაერის მრავალწლიური საშუალო ტემპერატურა (კლიმატური ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +21, +23, მთაში +19, +21, მაღალ მთაში +15, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +21, +23, მთაში +17, +19, მაღალ მთაში +14, +16 გრადუსს  შეადგენს.

ზაფხულის სეზონის ნალექების ნორმა დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 250-600 მმ, მთასა და მაღალ მთაში 200-300 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 120-180 მმ, მთასა და მაღალ მთაში 120-200 მმ-ის ფარგლებშია.

ნახ.1. ზაფხულის სეზონის ჰაერის ტემპერატურის საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობები (კლიმატური ნორმა)  საქართველოს ტერიტორიისთვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნახ.2. ზაფხულის სეზონის ატმოსფერული ნალექების საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობები (კლიმატური ნორმა)  საქართველოს ტერიტორიისთვის

search form
ღამე

უმეტესად უნალექოდ

სუსტი ქარი სუსტი ქარი მ/წმ

დღე

უმეტესად უნალექოდ 16°

სუსტი ქარი სუსტი ქარი მ/წმ