საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2023 წლის ივლისის თვის პროგნოზი

ივლისის  თვის მოკლე კლიმატური დახასიათება

 

საქართველოს  ტერიტორიაზე

 

კლიმატური მონაცემებით ივლისის საშუალო ტემპერატურა ივნისთან შედარებით 2-3°-ით მაღალია. ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქვემო ქართლში, ივრის ზეგანისა და ალაზნის ველის სამხრეთ ნაწილში +25, კახეთის დანარჩენ ნაწილში, კოლხეთის დაბლობსა და შავი ზღვის სანაპირო ზოლში +22, +24, მთიან ზონაში ზღვის დონიდან 1400 მ სიმაღლემდე +17, +22, უფრო მაღლა კი +12, +17°-ს შეადგენს. ზღვის დონიდან 1700 მ-ზე მაღალ ზონაში ჰაერის ტემპერატურამ მზის ამოსვლის წინ იშვიათად, მხოლოდ ცალკეულ წლებში შეიძლება დაიწიოს 2 გრადუს ყინვამდე.

 

ივლისი საქართველოს დიდ ნაწილში წლის ყველაზე ცხელი თვეა. ჰაერის აბსოლიტური მაქსიმალური ტემპერატურა ქვეყნის დაბლობსა და ბარში +38, +43° მთაში +30, +35°, მაღალმთიან ზონაში +18, +25°-ს აღწევს.

 

ივნისთან შედარებით ივლისი დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად ნაკლები ნალექიანობით ხასიათდება. დასავლეთ საქართველოში ყველაზე მეტი ნალექი აჭარა-გურიის სანაპირო ზოლში, აფხაზეთსა და სამეგრელოს მთიან ზონაში მოდის. მოსული ნალექების რაოდენობა 200-300 მმ-ს შორის მერყეობს. შედარებით მცირე ნალექიანობით გამოირჩევა შიდა აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი, ზემო იმერეთი და სვანეთი, სადაც ნალექების რაოდენობა თვის განმავლობაში 100მმ-ზე ნაკლებია. დასავლეთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მოსული ნალექების რაოდენობა 100-200მმ-ის ფარგლებშია.

 

ქართლში, შირაქსა და ელდარში ივლისში მოსული ნალექების საშუალო რაოდენობა 50მმ-ს არ აღემატება. კახეთში, სამხრეთ საქართველოს მთიანეთში საშუალოდ 50-100მმ, აღმოსავლეთ კავკასიონის ფერდობებზე კი 100-150მმ ნალექი მოდის.

 

კოლხეთის დაბლობის გამოკლებით ნალექიან დღეთა რიცხვი საქართველოში ივნისთან შედარებით ყველგან მცირდება.  მისი მნიშვნელობა კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში საშუალოდ 8-14, ქართლსა და კახეთში   8-10, მთაში 10-17 დღეს შორის მერყეობს.

ივნისთან შედარებით ივლისში ქვეყნის დასავლეთ ნაწილში საგრძნობლად მატულობს ნალექების ინტენსივობა. Aამ თვეში საშუალოდ შესაძლებელია აღინიშნოს 2-3 ისეთი დღე, როდესაც დღე-ღამეში მოსული ნალექების რაოდენობა 30 მმ-ს აღემატება. ასეთი დღეები აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით იშვიათია. იგი საშუალოდ  2 წელიწადში ერთხელ აღინიშნება.

ნალექების დღეღამური მაქსიმუმი სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მერყეობს 100-340, ქართლში 30-80 და საქართველოს დანარჩენ რაიონებში 40-100მმ-ს შორის.

ნალექების რაოდენობა ცალკეულ წლებში შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური რაოდენობისაგან. ასე მაგ. შიდა კახეთში იგი შეიძლება აღწევდეს 120-140მმ-ს წვიმიან და 0-10მმ-ს გვალვიან წლებში.

 

დასავლეთ საქართველო

შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +24, +25°, რაც 1-2°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  +19, +16°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +34, +37°- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი და მასთან ახლოს. 

 

კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +24, +26°, რაც 1-2°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამი +19, +16°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +36, +39°- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი და მასთან ახლოს. 

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები:  ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +23, +24°(მაღალმთიან რაიონებში  +18, +19°), რაც 1-2°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +15, +12°-მდე (მაღალმთიან რაიონებში +10, +7°-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +34, +37°-მდე, (მაღალმთიან რაიონებში  +30, +33°-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი და მასთან ახლოს.  

 

                 აღმოსავლეთ საქართველო

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +24 +26°, რაც 2°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება შიდა ქართლში ღამით +16, +13°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +36, +39°-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახლოს. 

 

გარე და შიდა კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +25, +26°,რაც 2°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +17+14-°მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +36, +39°- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები. 

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +22, +24° (მაღალმთიან რაიონებში +18, +19°) რაც 2°-ით  მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +12,+9°-მდე (მაღალმთიან რაიონებში +9, +6°-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +34, +37°-მდე (მაღალმთიან რაიონებში +31, +34° -მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.

search form
ღამე

ღრუბლიანი, შესაძლებელია ნისლი

სუსტი ქარი სუსტი ქარი მ/წმ

დღე

ღრუბლიანი,  შესაძლებელია ნისლი 10°

სუსტი ქარი სუსტი ქარი მ/წმ