საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2024 წლის მაისის თვის პროგნოზი

მაისის თვის მოკლე კლიმატური დახასიათება

 

საქართველოს ტერიტორიაზე მაისში ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა აპრილთან შედარებით საშუალოდ 3-50-ით მაღალია. მისი მნიშვნელობა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +16, +180, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +14, +180, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე +10, +16 და მაღალმთიან ზონაში +6, +110- შეადგენს.

ტემპერატურის მრავალწლიური რეჟიმიდან გამომდინარე, ნორმიდან გადახრები ორივე მიმართულებით დაახლოებით ერთნაირად ალბათურია და თვის საშუალო ტემპერატურა, უმეტესად, საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობის 1.0-2.00-ის ფარგლებში მერყეობს.

ჰაერის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში +20, +25 და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +21, +240ის ფარგლებშია. საქართველოს მთიან ზოლში მისი მნიშვნელობა +16, +230-ია, მაღალმთაში კი +12, +180-მდე იკლებს.

მაისში ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმის მნიშვნელობა აპრილთან შედარებით 1-40-ით მაღალია და დასავლეთ საქართველოს დაბლობში +34, +38, ქართლსა და კახეთში +31, +360- აღწევს. საქართველოს მთიან რაიონებში +30, +350-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო მაღალმთაში +23, +290-ის შეადგენს.

ჰაერის საშუალო მინიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +11, +13, ქართლ-კახეთსა და მთისწინეთში +9, +12, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე +5, +9, მაღალმთიან ზონაში +3, +50-ის ფარგლებში იცვლება.

ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +2, +5 გრადუსის ფარგლებში იცვლება. ქართლ-კახეთში -4, +40- შეადგენს.

საქართველოს მთიან რაიონებში აბსოლუტური მინიმუმი -8, -20- შეადგენს. მაღალ მთაში ყინვამ შეიძლება -10, -50- მიაღწიოსგანსაკუთრებით დაბალი ტემპერატურით გამოირჩევა სამხრეთ საქართველოს მთიანეთი

აპრილთან შედარებით მაისში ნალექების რაოდენობა აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე იმატებს, ხოლო დასავლეთში - იკლებს. აღსანიშნავია, რომ მაისი აღმოსავლეთში წლის განმავლობაში ყველაზე ნალექიანი თვეა, ხოლო ზღვისპირა რაიონებში - პირიქით, წლიური მსვლელობის მრუდზე ამ დროს აღინიშნება მინიმუმი. ყველაზე მეტი ნალექიანობით გამოირჩევა სამხრეთ საქართველოს მაღალმთიანი (130-200 მმ), სამეგრელო-აფხაზეთის სანაპირო და მთიანი (100-190 მმ), აგრეთვე, არაგვისა და ალაზნის აუზში შემავალი რაიონები (90-140 მმ). აჭარის სანაპირო ზოლის გასწვრივ ნალექების თვის ჯამები 90-110 მმ- შეადგენს, ხოლო გურია-აჭარის მთებში მისი მნიშვნელობა 80-90 მმ-მდე მცირდება. კოლხეთის დაბლობზე ნალექების თვის რაოდენობა 60-120 მმ-ის ფარგლებში ადგილის სიმაღლის შესაბამისად იცვლება. ზემო იმერეთში, სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში თვეში 90-100 მმ ნალექი მოდის. შედარებით მცირენალექიანი ისევ შიდა და ქვემო ქართლია და მაისში მოსული ნალექების თვის ჯამი საშუალოდ 60-90 მმ- არ აღემატება.

ნალექების წლიური რეჟიმის შესაბამისად, აპრილთან შედარებით ნალექიან დღეთა რიცხვი მხოლოდ შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე  იკლებს 1-2 დღით, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე ყველგან იმატებს, განსაკუთრებით კი _ სამხრეთ საქართველოს მთიან რეგიონში (4-5 დღე) და ნალექიან დღეთა რაოდენობა თვის განმავლობაში აქ 18-20 დღეს აღწევს. დაახლოებით 14-18 დღეა წვიმიანი ტერიტორიის მთიან ნაწილში, ხოლო მინიმალურია ბარში, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში და 10-14 დღეს არ აღემატება

ყველაზე უხვნალექიანი დღეები (90-100 მმ) აღნიშნულია ქვემო ქართლისა და საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში, ხოლო ტერიტორიის დანარჩენ ნაწილში 40-80 მმ- შადგენს.

ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური რაოდენობისაგან. Aასე მაგალითად, აფხაზეთის მთებში იგი შეიძლება აღწევდეს 300-350 მმ- წვიმიან და 40-80 მმ- გვალვიან წლებში, კოლხეთის დაბლობის ზღვისპირა ზოლში 220-250 მმ- წვიმიან და 5-20 მმ- გვალვიან წლებში. ქართლსა და კახეთში 350-480 მმ- წვიმიან და 10-20 მმ- გვალვიან წლებში.

 

                                                                                                                                                                                         დასავლეთ  საქართველო 

შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +18, +190, რაც 10-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +12, +90-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +32, +350- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე მეტი და მასთან ახლოს.

 

კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +19, +200, რაც 10-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  +11, +80-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +34, +370- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს. 

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები:  ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +17, +180(მაღალმთიან რაიონებში  +12, +130 )  რაც 10-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +8, +50-მდე (მაღალმთიან რაიონებში  +6, +30-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +31, +340- მდე,(მაღალმთიან რაიონებში  +26, +290-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობათან ახლოს.

 

                                                                                                                                     აღმოსავლეთ  საქართველო

 

ქართლის ვაკე:  ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +16, +180, რაც 10-ით მაალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება შიდა ქართლში ღამით +7, +40-მდე, ქვემო ქართლში +12, +90-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +32,+350- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს. 

 

გარე და შიდა კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +16, +170, რაც 10-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +12, +90-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +32, +340- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს. 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +14, +150 (მაღალმთიან რაიონებში  +11, +120) რაც 10 ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +3, 00-მდე (მაღალმთიან რაიონებში  +1, -20-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +29,+320- მდე (მაღალმთიან რაიონებში  +23, +260-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს. 

search form
ღამე

უმეტესად უნალექოდ

სუსტი ქარი სუსტი ქარი მ/წმ

დღე

უმეტესად უნალექოდ

სუსტი ქარი სუსტი ქარი მ/წმ