საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2024 წლის ივლისის თვის პროგნოზი

 

ივლისის მოკლე კლიმატური დახასიათება საქართველოს  ტერიტორიაზე

კლიმატური მონაცემებით ივლისის საშუალო ტემპერატურა ივნისთან შედარებით 2-30-ით მაღალია. ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქვემო ქართლში, ივრის ზეგანისა და ალაზნის ველის სამხრეთ ნაწილში +25, კახეთის დანარჩენ ნაწილში, კოლხეთის დაბლობსა და შავი ზღვის სანაპირო ზოლში +22, +24, მთიან ზონაში ზღვის დონიდან 1400 მ სიმაღლემდე +17, +22, უფრო მაღლა კი +12, +170-ს შეადგენს. ზღვის დონიდან 1700 მ-ზე მაღალ ზონაში ჰაერის ტემპერატურამ მზის ამოსვლის წინ იშვიათად, მხოლოდ ცალკეულ წლებში შეიძლება დაიწიოს 2 გრადუს ყინვამდე.

 

ივლისი საქართველოს დიდ ნაწილში წლის ყველაზე ცხელი თვეა. ჰაერის აბსოლიტური მაქსიმალური ტემპერატურა ქვეყნის დაბლობსა და ბარში +38, +430, მთაში +30, +350, მაღალმთიან ზონაში +26, +330-ს აღწევს.

 

ივნისთან შედარებით ივლისი დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად ნაკლები ნალექიანობით ხასიათდება. დასავლეთ საქართველოში ყველაზე მეტი ნალექი აჭარა-გურიის სანაპირო ზოლში, აფხაზეთსა და სამეგრელოს მთიან ზონაში მოდის. მოსული ნალექების რაოდენობა 200-300 მმ-ს შორის მერყეობს. შედარებით მცირე ნალექიანობით გამოირჩევა შიდა აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი, ზემო იმერეთი და სვანეთი, სადაც ნალექების რაოდენობა თვის განმავლობაში  100 მმ-ზე ნაკლებია. დასავლეთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მოსული ნალექების რაოდენობა 100-200 მმ-ის ფარგლებშია.

 

ქართლში, შირაქსა და ელდარში ივლისში მოსული ნალექების საშუალო რაოდენობა 50 მმ-ს არ აღემატება. კახეთში, სამხრეთ საქართველოს მთიანეთში საშუალოდ 50-100 მმ, აღმოსავლეთ კავკასიონის ფერდობებზე კი 100-150 მმ ნალექი მოდის.

 

კოლხეთის დაბლობის გამოკლებით ნალექიან დღეთა რიცხვი საქართველოში ივნისთან შედარებით ყველგან მცირდება.  მისი მნიშვნელობა კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში საშუალოდ 8-14, ქართლსა და კახეთში   8-10, მთაში 10-17 დღეს შორის მერყეობს.

 

ივნისთან შედარებით ივლისში ქვეყნის დასავლეთ ნაწილში საგრძნობლად მატულობს ნალექების ინტენსივობა. Aამ თვეში საშუალოდ შესაძლებელია აღინიშნოს 2-3 ისეთი დღე, როდესაც დღე-ღამეში მოსული ნალექების რაოდენობა 30 მმ-ს აღემატება. ასეთი დღეები აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით იშვიათია. იგი საშუალოდ  2 წელიწადში ერთხელ აღინიშნება.

ნალექების დღეღამური ნაქსიმუმი სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მერყეობს 100-340, ქართლში 30-80 და საქართველოს დანარჩენ რაიონებში 40-100 მმ-ს შორის.

 

ნალექების რაოდენობა ცალკეულ წლებში შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური რაოდენობისაგან. ასე მაგ. შიდა კახეთში იგი შეიძლება აღწევდეს 120-140  მმ-ს წვიმიან და 0-10 მმ-ს გვალვიან წლებში.

 

დასავლეთ საქართველო

შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +24, +250 , რაც 1-20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  +19, +160 -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +34, +370 -მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები. 

 

კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +24, +260 , რაც 1-20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით   +19, +160 -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +37, +400 - მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები.

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +23, +240 (მაღალმთიან რაიონებში +18, +190 ), რაც 1-20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +15, +120 -მდე (მაღალმთიან რაიონებში +10, +70 -მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +33, +380 - მდე, (მაღალმთიან რაიონებში  +30, +330 -მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები. 

 

აღმოსავლეთ საქართველო

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +23 +270, რაც 1-20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება შიდა ქართლში ღამით +16, +130 -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +38, +410 - მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები. 

 

გარე და შიდა კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +25, +260, რაც 1-20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +17, +14 0 -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +38, +410 - მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები. 

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +22, +240 (მაღალმთიან რაიონებში  +18, +190 )  რაც 1-20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +12, +90 -მდე (მაღალმთიან რაიონებში  +9, +60 -მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +33, +380 - მდე (მაღალმთიან რაიონებში  +31, +340 -მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები.

search form
ღამე

უმეტესად უნალექოდ

სუსტი ქარი სუსტი ქარი მ/წმ

დღე

უმეტესად უნალექოდ

სუსტი ქარი სუსტი ქარი მ/წმ