საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2024 წლის სექტემბრის თვის პროგნოზი

 

 

სექტემბრის თვის მოკლე კლიმატური დახასიათება

საქართველოს ტერიტორიაზე სექტემბერში ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა აგვისტოსთან შედარებით საშუალოდ 3-5 გრადუსით დაბალია. მისი მნიშვნელობა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +19, +21, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +16, +20, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე +13, +19 და მაღალმთიან ზონაში +8, +12 გრადუს შეადგენს. ტემპერატურის მრავალწლიური რეჟიმიდან გამომდინარე, ნორმიდან გადახრები უარყოფითი მიმართულებით უფრო ალბათურია და თვის საშუალო ტემპერატურა, უმეტესად, საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობის ±1-1.5 გრადუსის ფარგლებში მერყეობს. ჰაერის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში, აგრეთვე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +27 გრადუსის ფარგლებშია. ტერიტორიის მთიან ზოლში მისი მნიშვნელობა +15, +20 გრადუსია, მაღალმთაში კი უმნიშვნელოდ იკლებს და +13, +19 გრადუსს შეადგენს. სექტემბერში ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოს დაბლობში +36, +40, ქართლსა და კახეთში +33, +38 გრადუსს  აღწევს. საქართველოს მთიან რაიონებში მისი მნიშვნელობა +29, +37 გრადუსის ფარგლებში მერყეობს, ხოლო მაღალმთაში +24, +31 გრადუსადეა დაკვირვებული. ჰაერის საშუალო მინიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +14, +17, ქართლ-კახეთის ბარსა და მთისწინეთში +11, +15, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე+7, +13, მაღალმთიან ზონაში +5,+7 გრადუსს შეადგენს. ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +2, +7 გრადუსის ფარგლებში იცვლება. შიდა კახეთში 0, +2 0-გრადუს შეადგენს, თუმცა აღმოსავლეთში ჰავის კონტინენტურობის გამო მისი რყევადობა იზრდება და ქართლსა და შირაქის ველზე -4, 0 გრადუსამდე ეცემა. მთიან და მაღალმთიან რაიონებში აბსოლუტური მინიმუმი უმეტესად უარყოფითია და -9, -2 და -6, -11 გრადუსს შეადგენს, შესაბამისად.

აგვისტოსთან შედარებით ნალექების რაოდენობა მატულობს კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში და მიმდებარე კავკასიონის მთიანეთში, ხოლო საქართველოს მაღალმთიან ზონაში რიქით _ იკლებს. ტერიტორიის დანარჩენ რაიონებში ცვლილება უმნიშვნელოა. ყველაზე მეტი ნალექიანობით გამოირჩევა გურია-აჭარის სანაპირო ზოლი და ზღვისკენ მიქცეული მთების ფერდობები (270-300 მმ), თუმცა აღნიშნული ტერიტორიის დანარჩენ მთიან რაიონებში მისი მნიშვნელობა 90-190 მმ-მდე მცირდება. შედარებით ნაკლებ ნალექიანია აფხაზეთის სანაპირო ზოლი (100-140 მმ), თუმცა სამეგრელო-აფხაზეთის მთებში ნალექიანობა 160-180 მმ-მდე იზრდება. კოლხეთის დაბლობზე ნალექების თვის რაოდენობა 90-240 მმ-ის ფარგლებში იცვლება, ზემო იმერეთში, სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში თვეში 80-100 მმ ნალექი მოდის. გაცილებით ნაკლები ნალექი მოდის აღმოსავლეთ საქართველოს ბარში. შიდა და ქვემო ქართლში მისი რაოდენობა 30-60, კახეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს კავკასიონის მთიანეთში 50-80 მმ-ის ფარგლებში იცვლება. ნალექიან დღეთა რაოდენობა თითქმის მთელ ტერიტორიაზე თვის განმავლობაში 9-15 დღეს შეადგენს, ქართლ-კახეთში კი 7-10 დღემდე მცირდება. ნალექების დღეღამური მაქსიმუმი სანაპირო ზოლში აგვისტოსთან შედარებით იკლებს და გურია-აჭარის სანაპიროზე 150-240 მმ-ის ფარგლებშია. დასავლეთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე 60-170, რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთსა და ზემო იმერეთში 40-70 მმ-ის ფარგლებშია. ქართლ-კახეთში ნალექების დღეღამური მაქსიმალური რაოდენობა 90 მმ- არ აღემატება. უმცირესია სამხრეთ საქართველოს  მთიანეთში და 40-50 მმ- შეადგენს.

ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური რაოდენობისაგან. ასე მაგალითად, გურია-აჭარის სანაპირო ზოლში იგი შეიძლება აღწევდეს 650-700 მმ- წვიმიან და 40-70 მმ- გვალვიან წლებში, ქართლსა და კახეთში _ 280-330 მმ- წვიმიან და 1-20 მმ- გვალვიან წლებში.

 

           

             დასავლეთ საქართველო


შავი ზღვის სანაპირო რაიონები: აერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +21, +22, რაც 1-2°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +14,+11-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +32, +35- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.

 

კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +22, +23, რაც 1-2°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  +13, +10-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +35, +38- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.


მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +20, +21  (მაღალმთიან რაიონებში +15, +16) რაც 1-2°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +9, +6-მდე (მაღალმთიან რაიონებში  +6, +3-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +33, +360- მდე,(მაღალმთიან რაიონებში  +28, +31-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.

 

 

აღმოსავლეთ საქართველო

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +19, +22, რაც 1-2°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +9, +6-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +35,+38- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.


გარე და შიდა კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +20, +22, რაც 1-2°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +10, +7-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +35, +38- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.


მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +17, +19 (მაღალმთიან რაიონებში  +14, +16), რაც 1-2°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +4, +1-მდე (მაღალმთიან რაიონებში +1, -1-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +32,+35- მდე (მაღალმთიან რაიონებში  +27, +30-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.
search form
ღამე

უმეტესად უნალექოდ

სუსტი ქარი სუსტი ქარი მ/წმ

დღე

უმეტესად უნალექოდ

სუსტი ქარი სუსტი ქარი მ/წმ