საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2021 წლის ოქტომბრის თვის პროგნოზი

2021 წლის ნოემბრის პროგნოზი

                      დასავლეთ საქართველო

           L

შავი ზღვის სანაპირო რაიონები

ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +10, +11º, რაც 1-2º-ით დაბალია  საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +5, +2º -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +20, +23º- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი. 

 

 

 

კოლხეთის დაბლობი

ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +9, +10º, რაც ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე 1-2º_ით მაღალია  საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  +3, 0º-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის

მომატება დღისით   +20, +23º- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი. 

 

 

                                                            მთიანი და მაღალმთიანი რაიონები

ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +5, +6º (მაღალმთიან რაიონებში  0, +4º)  რაც 1-2º -ით დაბალია  საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე.  თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -1, -3º -მდე (მაღალმთიან რაიონებში  -7, -10º-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +20, +23º- მდე,(მაღალმთიან რაიონებში  +17, +20º-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი. 

 

                                                                                                            აღმოსავლეთ საქართველო

ქართლის ვაკე

ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +5, +7º, რაც  1º -ით დაბალია  საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით შიდა ქართლში -4, -7º-მდე, ქვემო ქართლში  0, -3º-მდე. თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +20, +23º- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე მეტი და მასთან ახლოს.

 

გარე და შიდა კახეთი

ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +6, +8º, რაც ახლოსაა  საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  -1, -4º -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +21, +24º- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე მეტი და მასთან  ახლოს.

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები

ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +3, +5º (მაღალმთიან რაიონებში  0, +2º)  რაც ახლოსაა  საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -4, -7º-მდე (მაღალმთიან რაიონებში  -7, -10º-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +16, +19º- მდე (მაღალმთიან რაიონებში +15, +18º-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე მეტი და მასთან  ახლოს.

search form
ღამე

შესაძლებელია მცირე წვიმა -1°

სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი 7-12 მ/წმ

დღე

შესაძლებელია მცირე წვიმა

სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი 7-12 მ/წმ