საქართველოში 2024/25 წლის ზამთრის სეზონის კლიმატური პროგნოზი
საქართველოში 2024/25 წლის ზამთრის სეზონის კლიმატური პროგნოზი
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, კლიმატური პროგნოზების ფორუმზე (SEECOF-32) მომზადდა 2024/25 წლების ზამთრის სეზონის პროგნოზი.
პროგნოზი დაეფუძნა დინამიური და სტატისტიკური მოდელირების შედეგებს და ოკეანესა და ატმოსფეროში მიმდინარე პროცესების დადგენილ ურთიერთკავშირებს. ზამთრის პერიოდში აღნიშნული პროცესები ხელს შეუწყობს ციკლონების განვითარებას ევროპის ტერიტორიაზე და ანტიციკლონების განვითარებას შუა აღმოსავლეთ ნაწილზე, ასევე ცალკეულ პერიოდებში ადგილი ექნება ქვეყნის ტერიტორიაზე მაღალი წნევის არის გავლენას ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის მხრიდან.
პროგნოზის მიხედვით, ზამთრის სეზონზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კლიმატური ნორმაზე 1 გრადუსით მაღალი ან ნორმასთან* ახლოს, ხოლო ატმოსფერული ნალექები კლიმატური ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი.
სეზონის განმავლობაში შესაძლებელია დროდადრო ადგილი ქონდეს ზამთრისთვის დამახასიათებელ ამინდის მკაცრ პირობებს (მაგალითად: შტორმები, ძალიან ცივი ან ძლიერნალექიანი ეპიზოდები), რასაც მნიშვნელოვანი უარყოფითი სოციალ-ეკონომიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს.
ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ქვეყნის დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურის -5, -10, მთიან რაიონებში -12, -17, ხოლო მაღალმთიან რაიონებში -19, -24 გრადუსამდე დაცემა აღინიშნოს.
სეზონის კონკრეტულ დღეებში მოსალოდნელი ამინდი მოკლევადიანი პროგნოზებით დაზუსტდება.
* საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ჰაერის მრავალწლიური საშუალო ტემპერატურა (კლიმატური ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +5, +7, მთაში 0, +2, მაღალ მთაში -4, -2, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0, +2, მთაში -2, 0, მაღალ მთაში -5, -3 გრადუსს შეადგენს.
ზამთრის სეზონის ნალექების ნორმა დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 500-700 მმ, მთასა და მაღალ მთაში 200-450 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 70-120 მმ, მთასა და მაღალ მთაში 70-150 მმ-ის ფარგლებშია.
ნახ.1. ზამთრის სეზონის ჰაერის ტემპერატურის საშუალო მრავალწლიური ნახ.2. ზამთრის სეზონის ატმოსფერული ნალექების საშუალო მრავალწლიური
მნიშვნელობები (კლიმატური ნორმა) საქართველოს ტერიტორიისთვის. მნიშვნელობები (კლიმატური ნორმა) საქართველოს ტერიტორიისთვის.