საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2022 წლის ნოემბრის თვის პროგნოზი

ოემბრის მოკლე კლიმატური დახასიათება

საქართველოს  ტერიტორიაზე

კლიმატური მონაცემებით ნოემბრის თვის საშუალო ტემპერატურა ოქტომბერთან შედარებით 5-8º-ით ნაკლებია აღმოსავლეთ საქართველოში და 4-6º-ით ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სადაც კლიმატს საგრძნობლად არბილებს შავი ზღვის სიახლოვე. თვის საშულო ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და შავი ზღვის სანაპირო ზოლში მერყეობს +10, +13º, ქართლში, კახეთში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +5, +9º, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში და აღმოსავლეთ საქართველოს მთაში +1, +6º, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში 2 გრადუს ყინვასა და 2 გრადუს სითბოს შორის.

ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30º, მთაში +21, +26º, მაღალმთიან რაიონებში +15, +20º-ს აღწევს. ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა ყველგან უარყოფითია. მისი მნიშვნელობა სუბტროპიკულ ზონაში -4, -9, შიდა ქართლში -18, -21, შირაქისა და ელდარის ზამთრის საძოვრებზე და აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში -20, -25, ქვემო ქართლსა და კახეთში -8, -12, მთიან ზონაში -10, -15 გრადუსია. სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე წაყინვები საშუალოდ 3 დღეს აღინიშნება. ქართლსა და კახეთში ყინვიანია 8-13 დღე.

ოქტომბერთან შედარებით ატმოსფერული ნალექების რაოდენობა ნოემბერში საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე მცირდება. ამ თვეშიც ყველაზე ნალექიანი აჭარის სანაპირო ზოლია, სადაც თვის განმავლობაში საშუალოდ 250-300 მმ ნალექი მოდის. ნოემბერში დასავლეთ   საქართველოში ყველაზე მცირე ნალექიანობით ზემო სვანეთი,  ზემო იმერეთი და რაჭა გამოირჩევა, სადაც ნალექების რაოდენობა 70-110 მმ-ს არ აღემატება. დასავლეთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე კი ნოემბერში 130-230 მმ ნალექი მოდის.

აღმოსავლეთ საქართველოში ნალექები 100 მმ-ის ფარგლებში მხოლოდ კავკასიონის მაღალმთიან  ნაწილში მოდის. სხვაგან მოსული ნალექების რაოდენობა 30-60 მმ-ს შეადგენს.

ნალექების დღეღამური მაქსიმუმი აჭარის სანაპირო ზოლში 140-190 მმ-ია, კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლის დანარჩენ ნაწილში 60-130, დანარჩენ ტერიტორიაზე 30-90 მმ.

დასავლეთ საქართველოში ყველაზე მეტი ნალექი მოდის აჭარის სანაპირო ზოლში _ 140-190 მმ, კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლის დანარჩენ ნაწილში 60-130, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე 30-90 მმ.

ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობისაგან. ასე მაგალითად, აჭარის სანაპირო რაიონებში იგი შეიძლება აღწევდეს 500-600 მმ-ს წვიმიან და   15-20 მმ-ს გვალვიან წლებში. ქართლის ვაკეზე წვიმიან წლებში მოსული ნალექების რაოდენობა 100-200, გვალვიან წლებში 1-5 მმ-ია.

 

2022 წლის ნოემბრის პროგნოზი

                      დასავლეთ საქართველო

 

შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +12, +13º, რაც 1º-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის მესამე დეკადაში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +4, +1º-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +20, +23º- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს. 

კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +11, +12º, რაც ახლოსაა  საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის მესამე დეკადაში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  0, -2º-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +20, +23º- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები:  ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +7, +8º(მაღალმთიან რაიონებში  0, +4º)  რაც  ახლოსაა  საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის მესამე დეკადაში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით 0, -3º-მდე (მაღალმთიან რაიონებში  -6, -9º-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +18, +21º- მდე,(მაღალმთიან რაიონებში  +15, +18º-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები. 

                                                                

 

აღმოსავლეთ საქართველო

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +6, +8º, რაც  ახლოსაა  საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის მესამე დეკადაში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით შიდა ქართლში -3, -6º-მდე, ქვემო ქართლში -1, -4º-მდე. თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +20, +23º- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

გარე და შიდა კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +7, +8º, რაც 1º-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის მესამე დეკადაში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  0, -3º-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +21, +24º- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე მეტი და მასთან  ახლოს.

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +3, +5º(მაღალმთიან რაიონებში  +2, +3º)  რაც ახლოსაა  საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის მესამე დეკადაში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -5, -8º-მდე (მაღალმთიან რაიონებში  -9, -12º-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +16, +19º- მდე (მაღალმთიან რაიონებში +14, +17º-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები.

search form
ღამე

წვიმა

ჩრდილო–დასავლეთის ქარი ჩრდილო–დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ

დღე

წვიმა 12°

ცვალებადი მიმართულების ქარი ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ