საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2023 წლის იანვრის თვის პროგნოზი

იანვრის თვის მოკლე კლიმატური დახასიათება

საქართველოს  ტერიტორიაზე

 

       კლიმატური მონაცემებით ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა იანვარში დეკემბერთან შედარებით 1-4°-ით დაბალია. მისი მნიშვნელობა სანაპირო ზოლში +3, +5°, დასავლეთ საქართველოს მთაში -1, +3°,  მაღალმთიან ზონაში -3, -7°,  ქვემო ქართლსა და შიდა კახეთში 0, +1°, შიდა ქართლსა და გარე კახეთში -1, -3°, აღმოსავლეთ საქართველოს მთაში -1, -6°  და მაღალმთიან ზონაში -5, -10°-ია.

     ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +20, +25°, ქართლის ვაკესა და კახეთში +16, +21, ქვეყნის მთიან რაიონებში +14, +19, მაღალმთიან რაიონებში კი +6, +11° სითბოს აღწევს.

       ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა სანაპირო ზოლში -9, -14°, კოლხეთის დაბლობზე -15, -19, ქართლსა და  კახეთში -23, -28, ( შირაქის ველზე -32), ქვეყნის მთიან რაიონებში -17, -22, აღმოსავლეთ საქართველოში   ზოგან -25, -30, მაღალმთიან ზონაში -30, -35 გრადუსამდე იკლებს.

     ყინვიანი დღეები სანაპირო ზოლში საშუალოდ 1-დან 3-მდე, კოლხეთის დაბლობზე 4-დან 8-მდე, დასავლეთ საქართველოს მთიან  რაიონებში 15-დან 28-მდე, ქართლსა და კახეთში 20-დან 30-მდე, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე 28-დან 31 დღემდეა.

        თვის განმავლობაში ნალექიან დღეთა საშუალო რაოდენობა დასავლეთ საქართველოში 10-15, აღმოსავლეთ საქართველოში 4-12-ია.

      იანვარში ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ყველაზე მეტი ნალექი მოდის აჭარის სანაპირო ზოლში  200-250მმ, ყველაზე ნაკლები სვანეთსა და რაჭაში 60-დან 90 მმ-მდე. დასავლეთ საქართველოს დანარჩენ რაიონებში მოსული ნალექების რაოდენობა 100-დან 180 მმ-მდე. აღმოსავლეთ საქართველოს  ბარსა და მთიან რაიონებში მისი მნიშვნელობა 10-40 მმ-, ჩრდილო მთიან ზონაში კი ზოგან 90 მმ- შეადგენს.

     ნალექების დღეღამური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე 50-დან 100 მმ-მდეა, აღმოსავლეთ საქართველოში 10-50 მმ- შეადგენს.

  ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობისაგან. ასე მაგალითად, აჭარის სანაპირო ზოლში იგი შეიძლება აღწევდეს 400-500 მმ- წვიმიან, ხოლო    50-100 მმ- გვალვიან წლებში, ქართლის ვაკეზე 80-100 მმ- წვიმიან და 0-10 მმ- გვალვიან წლებში.


2023 წლის იანვრის თვის პროგნოზი

                      დასავლეთ საქართველო

შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +7, +8°, რაც 1-2°_ით მაღალია  საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით 0, -3°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +15, +18°- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს. 

 

კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +5, +7°, რაც 1-2°_ით მაღალია  საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  -3, -6°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +15, +18°- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +1, +2° (მაღალმთიან რაიონებში  0, -1°),  რაც 1-2°-ით მაღალია  საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე.  თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -9, -12°-მდე (მაღალმთიან რაიონებში  -13, -15°-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +10, +13°- მდე,(მაღალმთიან რაიონებში +6, +9°-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

 

აღმოსავლეთ საქართველო

 

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +4, +5°, რაც   1-2°-ით მაღალია  საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით შიდა ქართლში -9, -12°-მდე, ქვემო ქართლში  -6, -9°-მდე. თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +13, +15°- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

 

გარე და შიდა კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +3, +4°, რაც 1°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან.  თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -5, -8°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +12, +15°- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე მეტი.

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  -2, 0° (მაღალმთიან რაიონებში  -4, -5°),  1-2°-ით მაღალია  საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -12, -15°-მდე (მაღალმთიან რაიონებში  -16, -19°-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +9, +12°- მდე (მაღალმთიან რაიონებში +7, +10°-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

search form
ღამე

წვიმა

ჩრდილო–დასავლეთის ქარი ჩრდილო–დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ

დღე

წვიმა 12°

ცვალებადი მიმართულების ქარი ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ