2023 წლის ნოემბრის თვის პროგნოზი
2023 წლის ნოემბრის მოკლე კლიმატური დახასიათება
საქართველოს ტერიტორიაზე
კლიმატური მონაცემებით ნოემბრის თვის საშუალო ტემპერატურა ოქტომბერთან შედარებით 5-80-ით ნაკლებია აღმოსავლეთ საქართველოში და 4-60-ით ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სადაც კლიმატს საგრძნობლად არბილებს შავი ზღვის სიახლოვე. თვის საშულო ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და შავი ზღვის სანაპირო ზოლში მერყეობს +10, +130, ქართლში, კახეთში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +5, +90, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში და აღმოსავლეთ საქართველოს მთაში +1, +60, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში 20 ყინვასა და 20 გრადუს სითბოს შორის.
ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +300, მთაში +21, +260, მაღალმთიან რაიონებში +15, +200-ს აღწევს. ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა ყველგან უარყოფითია. მისი მნიშვნელობა სუბტროპიკულ ზონაში -4, -9, შიდა ქართლში -18, -21, შირაქისა და ელდარის ზამთრის საძოვრებზე და აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში -20, -25, ქვემო ქართლსა და კახეთში -8, -12, მთიან ზონაში -10, -15 გრადუსია. სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე წაყინვები საშუალოდ 3 დღეს აღინიშნება. ქართლსა და კახეთში ყინვიანია 8-13 დღე.
ოქტომბერთან შედარებით ატმოსფერული ნალექების რაოდენობა ნოემბერში საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე მცირდება. ამ თვეშიც ყველაზე ნალექიანი აჭარის სანაპირო ზოლია, სადაც თვის განმავლობაში საშუალოდ 250-300 მმ ნალექი მოდის. ნოემბერში დასავლეთ საქართველოში ყველაზე მცირე ნალექიანობით ზემო სვანეთი, ზემო იმერეთი და რაჭა გამოირჩევა, სადაც ნალექების რაოდენობა 70-110 მმ-ს არ აღემატება. დასავლეთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე კი ნოემბერში 130-230 მმ ნალექი მოდის.
აღმოსავლეთ საქართველოში ნალექები 100 მმ-ის ფარგლებში მხოლოდ კავკასიონის მაღალმთიან ნაწილში მოდის. სხვაგან მოსული ნალექების რაოდენობა 30-60 მმ-ს შეადგენს.
ნალექების დღეღამური მაქსიმუმი აჭარის სანაპირო ზოლში 140-190 მმ-ია, კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლის დანარჩენ ნაწილში 60-130, დანარჩენ ტერიტორიაზე 30-90 მმ.
დასავლეთ საქართველოში ყველაზე მეტი ნალექი მოდის აჭარის სანაპირო ზოლში - 140-190 მმ, კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლის დანარჩენ ნაწილში 60-130, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე 30-90 მმ.
ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობისაგან. ასე მაგალითად, აჭარის სანაპირო რაიონებში იგი შეიძლება აღწევდეს 500-600 მმ-ს წვიმიან და 15-20 მმ-ს გვალვიან წლებში. ქართლის ვაკეზე წვიმიან წლებში მოსული ნალექების რაოდენობა 100-200, გვალვიან წლებში 1-5 მმ-ია.
დასავლეთ საქართველოში
შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +13, +150, რაც 1-20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის მესამე დეკადაში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +4, +10-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +24, +270- მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.
კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +14, +150, რაც რაც 20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის მესამე დეკადაში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +2, -10-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +25, +280- მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.
მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +8, +100 (მაღალმთიან რაიონებში +4, +60) რაც 20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის მესამე დეკადაში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით 0, -30-მდე (მაღალმთიან რაიონებში -6, -90-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +23, +260- მდე,(მაღალმთიან რაიონებში +17, +200-მდე).
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.
აღმოსავლეთ საქართველო
ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +8, +11, რაც 20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის მესამე დეკადაში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით შიდა ქართლში -1, -40-მდე, ქვემო ქართლში +1, -20-მდე. თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +24, +270- მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი და მასთან ახლოს.
გარე და შიდა კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +9, +110, რაც 20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის მესამე დეკადაში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით 0, -30-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +24, +270- მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი და მასთან ახლოს.
მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +6, +70 (მაღალმთიან რაიონებში +4, +60) რაც 20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის მესამე დეკადაში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -3, -60-მდე (მაღალმთიან რაიონებში -7, -100-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +22, +250- მდე (მაღალმთიან რაიონებში +17, +200-მდე).
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი და მასთან ახლოს.