2022 წლის ზაფხულის სეზონური პროგნოზი
2022 წლის ზაფხულის სეზონის ამინდის პროგნოზი
საქართველოს ტერიტორიისთვის 2022 წლის ზაფხულის სეზონის პროგნოზი მომზადებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების კლიმატური პროგნოზების ფორუმზე (SEECOF-27).
პროგნოზის თანახმად, ატლანტის ოკეანეში მოსალოდნელი პროცესები, და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ნიადაგის სიმშრალე, ხელს შეუწყობს ქვეყნის ტერიტორიაზე თბური ტალღების წარმოშობას და გავრცელებას.
2022 წლის ზაფხულის სეზონზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია იყოს კლიმატურ ნორმაზე 1-3 გრადუსით მაღალი.
ამასთან, სეზონის ცალკეულ დღეებში შეიძლება ჰაერის ტემპერატურის კლიმატური ნორმიდან მნიშვნელოვანი გადახრები აღინიშნოს. კერძოდ, შესაძლებელია ქვეყნის დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურამ +38, +41, მთიან რაიონებში +37, +40, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +32, +35 გრადუსს მიაღწიოს.
ატმოსფერული ნალექების რაოდენობა ზაფხულის სეზონზე ასევე მაღალი ალბათობით, მოსალოდნელია კლიმატურ ნორმაზე ნაკლები იყოს.
საქართველოს ტერიტორიაზე ზაფხულის სეზონის ჰაერის მრავალწლიური საშუალო ტემპერატურა (კლიმატური ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +21, +23; მთაში +19, +21; მაღალ მთაში +15, +17; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +21 +23; მთაში +17, +19; მაღალ მთაში +14, +16 გრადუსს შეადგენს.
ზაფხულის სეზონის ნალექების ნორმა დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 250-600 მმ, მთასა და მაღალ მთაში 200-300 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 120-180 მმ, მთასა და მაღალ მთაში 120-200 მმ-ის ფარგლებშია.
შენიშვნა: - პროგნოზი მომზადებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების (მათ შორის საქართველოს) კლიმატური პროგნოზების ფორუმზე;
- სეზონის კონკრეტულ დღეებში მოსალოდნელი ამინდი მოკლევადიანი პროგნოზებით განისაზღვრება.