2026 წლის თებერვლის პროგნოზი
თებერვლის მოკლე კლიმატური დახასიათება საქართველოს ტერიტორიაზე
მრავალწლიური მონაცემებით, იანვართან შედარებით თვის საშუალო ტემპერატურა თებერვალში მხოლოდ 0.5-1°-ით მაღალია. მისი მნიშვნელობა სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +5, +8°-ია. ადგილის სიმაღლის ზრდასთან ერთად ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს მთაში 0, +4°, მაღალმთიან ზონაში -2, -6°-მდე კლებულობს.
თებერვლის საშუალო ტემპერატურა ქვემო ქართლსა და კახეთში +2, +5°, ქართლში +1, +3°, აღმოსავლეთ საქართველოს მთაში -1,+2° მაღალმთიან ზონაში -5, -2°-ია.
ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +24, +28° აღწევს. ქვემო ქართლსა და კახეთში მისი მნიშვნელობა 19, +24, ქვეყნის მთიან რაიონებში +16,+23, მაღალმთიან რაიონებში კი +12,+16°-ია.
ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა სანაპირო ზოლში -6, -11°, კოლხეთის დაბლობზე -10,-12, ქართლსა და კახეთში -14, -20, ქვეყნის მთიან რაიონებში -17, -22, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან -21, -26, დასავლეთ საქართველოს მაღალმთაში-18, -24, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში -29, -33 გრადუსამდე იკლებს.
თვის განმავლობაში სანაპირო ზოლში საშუალოდ ყინვიანია 3-6, კოლხეთის დაბლობზე 5-8, დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში 10-18, დასავლეთ საქართველოს მაღალმთაში 20-25, ქართლსა და კახეთში 12-20, აღმოსავლეთ საქართველოს მთასა და მაღალმთაში 23-27 დღე.
დასავლეთ საქართველოში თებერვალში საშუალოდ 9-14, აღმოსავლეთ საქართველოში 4-10 დღეა ნალექიანი.
შავი ზღვის სანაპირო რაიონებში 122-176 მმ, კოლხეთის დაბლობზე, დასავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონები 84-119 მმ, ქართლის ვაკეზე - 18-41 მმ, კახეთში - 28-32 მმ, მთიან და მაღალმთიან რაიონები 25-43 მმ ნალექი მოდის.
ნალექების დღეღამური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე 40-90 მმ და აღმოსავლეთ საქართველოში 20-70 მმ-ს შეადგენს.
ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობისაგან. ასე მაგალითად, აჭარის სანაპირო ზოლში იგი შეიძლება აღწევდეს 350-500 მმ-ს წვიმიან და 10-40 მმ-ს გვალვიან წლებში, ქართლის ვაკეზე შესაბამისად 50-150 მმ-ს წვიმიან და 0-10 მმ-ს გვალვიან წლებში.
დასავლეთ საქართველო
შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +8, +90C , რაც 1-20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -2, -50 -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +21, +240 - მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.
კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +7, +80C , რაც 1-20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -3, -60 -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +20, +230 - მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.
მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +4, +50C (მაღალმთიან რაიონებში -1, +20 ) რაც 1-20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -10, -130 -მდე (მაღალმთიან რაიონებში -14, -170 -მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +15, +180 - მდე (მაღალმთიან რაიონებში +12, +150 -მდე).
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.
აღმოსავლეთ საქართველო
ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +4, +60C , რაც 1-20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ქვემო ქართლში ღამით -2, -50, შიდა ქართლში -7, -100 -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +15, +180 - მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.
გარე და შიდა კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +3, +60C, რაც 1-20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -3, -60 -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +15, +180 - მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.
მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია 0, +30C (მაღალმთიან რაიონებში -3, 00 ) რაც 1-20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -14, -170 -მდე (მაღალმთიან რაიონებში -16, -190 -მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +12, +150 - მდე (მაღალმთიან რაიონებში +9, +120 -მდე).
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.