საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2026 წლის ოქტომბრის თვის პროგნოზი

 

 

ოქტომბრის თვის მოკლე კლიმატური დახასიათება

 

კლიმატური მონაცემებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ოქტომბერში ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა სექტემბერთან შედარებით 2-5°C-ით დაბალია. შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე მისი მნიშვნელობა +16, +18°C, ქართლსა და კახეთში +13, +15°C, მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მ სიმაღლემდე +11, +15°C,  უფრო მაღალ ზონაში კი +8, +10°C-ს აღწევს.

ჰაერის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და სანაპიროზე, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +18, +22°C-ის ფარგლებშია. ქვეყნის ტერიტორიის მთიან ზოლში მისი მნიშვნელობაა +16, +21°C, მაღალმთაში კი +12, +17°C-ს შეადგენს.

ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +34, +37°C, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +33°C-ს შეადგენს. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მისი მნიშვნელობა +30, +35°C, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში 29, +34°C-ის ფარგლებში მერყეობს. დასავლეთ საქართველოს  მაღალმთიან ზონაში +26, +32°C, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში +23, +28°C-მდეა დაკვირვებული. 

ჰაერის საშუალო მინიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +11, +14°C, ქართლ-კახეთში +5, +10°C, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე +5, +8°C, ხოლო მაღალმთიან ზონაში +1, +6°C-ს შეადგენს. 

ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +4, 0°C-მდე იკლებს, ხოლო ქართლსა და კახეთში +1, -5°C-მდე ჩამოდის. დასავლეთ საქართველოს მთებში ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა -3, -4°C, აღმოსავლეთ საქართველოს მთებში -3, -8°C, დასავლეთ საქართველოს  მაღალმთიან ზონაში -5, -8 °C, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში -8, -11°C –მდე ჩამოდის.

სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე წაყინვები იშვიათობაა. დასავლეთ საქართველოს მთაში წაყინვები საშუალოდ 1-2 და მაღლმთიან ზონაში 6-12 დღეა. თვის განმავლობაში ქართლსა და კახეთში წაყინვები საშუალოდ 1-4, აღმოსავლეთ საქართველოს მთაში 2-8 და მაღალმთიან რაიონებში 8-დან 16 დღემდე აღინიშნება.

ოქტომბერში ყველაზე მეტი ნალექი (290-320 მმ-ის ფარგლებში) შავი ზღვის სანაპირო რაიონებში მოდის, ხოლო კოლხეთის დაბლობზე დაახლოებით 130-185 მმ-ს შეადგენს. შედარებით მცირე ნალექიანობით გამოირჩევა დასავლეთ საქართველოს მთიანი და მაღალმთიანი ზონა, სადაც მოსული ნალექების რაოდენობა 80-110 მმ-ს შორის მერყეობს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 40-130 მმ-ს არ აღემატება.

ოქტომბრის თვეში ნალექიან დღეთა რიცხვი დასავლეთ საქართველოში საშუალოდ 9-დან 15, აღმოსავლეთ საქართველოში კი 6-დან 12 დღემდე მერყეობს.

ნალექების დღეღამური მაქსიმუმი შავი ზღვის სანაპირო ზოლში 150-210 მმ-ს აღწევს, კოლხეთის დაბლობზე 65-85 მმ, ხოლო ქართლსა და კახეთში 30-100 მმ-ია. საქართველოს დასავლეთ მთიან ზონაში ნალექების დღეღამური მაქსიმალური რაოდენობა 65–150 მმ-მდე, ხოლო მაღალმთაში დაახლოებით 40-50 მმ-მდე დაიკვირვება, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში კი 25-85 მმ-ს შეადგენს.

ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური რაოდენობისაგან. მაგალითად, აჭარის სანაპირო ზოლში თვის ჯამები უხვნალექიან წლებში შესაძლოა 680-730 მმ-ს აღწევდეს, ხოლო მშრალ წლებში 60-110 მმ-ს არ აღემატებოდეს, მაშინ როდესაც ქართლსა და კახეთში 105-360 მმ-ის და 1-25 მმ-ის ფარგლებში დაიკვირვება, შესაბამისად.

 

 

დასავლეთ საქართველო

შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +17, +19°C, რაც 1°C-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +7, +4°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +24, +27°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.

 

კოლხეთის დაბლობი:  ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +17, +19°C, რაც 1°C-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  +7, +4°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +24, +27°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მთიან რაიონებში მოსალოდნელია +14, +16°C, ხოლო  მაღალმთიან რაიონებში +10, +11°C,  რაც 1°C-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით მთიან რაიონებში +3, 0°C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში -1, -4°C-მდე. თვის ცალკეულ დღეებში მთიან რაიონებში შესაძლებელია ტემპერატურის მომატება დღისით +19, +22°C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +15, +18°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.

 

აღმოსავლეთ საქართველო

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +14, +16°C, რაც 1°C-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით შიდა ქართლში +5, +2°C-მდე, ქვემო ქართლში +8, +5°C-მდე. თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +23, +26°C- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

 

კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +14, +15°C, რაც 1°C-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +7, +4°C-მდე. თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +23, +26°C- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  მთიან რაიონებში +12, +14°C,  ხოლო მაღალმთიან რაიონებში +9, +10°C, რაც 1°C-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში მთიან რაიონებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით 0, -3°C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში -3, -6°C-მდე. თვის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის მომატება მთიან რაიონებში დღისით +18, +22°C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +15, +18°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

 

 

search form
ღამე

ხანმოკლე წვიმა და ელჭექი 15°

სამხრეთ-დასავლეთის ქარი სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ

დღე

ხანმოკლე წვიმა და ელჭექი 20°

სამხრეთ-დასავლეთის ქარი სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15/17-22 მ/წმ