საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2024 წლის ნოემბრის თვის პროგნოზი

 

 

ნოემბრის თვის მოკლე კლიმატური დახასიათება

 

 

კლიმატური მონაცემებით ნოემბრის თვის საშუალო ტემპერატურა ოქტომბერთან შედარებით 5-8˚-ით ნაკლებია აღმოსავლეთ საქართველოში და 4-6˚-ით ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სადაც კლიმატს საგრძნობლად არბილებს შავი ზღვის სიახლოვე. თვის საშულო ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და შავი ზღვის სანაპირო ზოლში მერყეობს +10, +13˚, ქართლში, კახეთში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +5, +9˚, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში და აღმოსავლეთ საქართველოს მთაში +1, +6˚, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში 2 გრადუს ყინვასა და 2 გრადუს სითბოს შორის.


ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30˚, მთაში +21, +26˚, მაღალმთიან რაიონებში +15, +20˚-ს აღწევს. ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა ყველგან უარყოფითია. მისი მნიშვნელობა სუბტროპიკულ ზონაში -4, -9, შიდა ქართლში -18, -21, შირაქისა და ელდარის ზამთრის საძოვრებზე და აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში -20, -25, ქვემო ქართლსა და კახეთში -8, -12, მთიან ზონაში -10, -15 გრადუსია. სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე წაყინვები საშუალოდ 3 დღეს აღინიშნება. ქართლსა და კახეთში ყინვიანია 8-13 დღე.

 

ოქტომბერთან შედარებით ატმოსფერული ნალექების რაოდენობა ნოემბერში საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე მცირდება. ამ თვეშიც ყველაზე ნალექიანი აჭარის სანაპირო ზოლია, სადაც თვის განმავლობაში საშუალოდ 250-300 მმ ნალექი მოდის. ნოემბერში დასავლეთ   საქართველოში ყველაზე მცირე ნალექიანობით ზემო სვანეთი,  ზემო იმერეთი და რაჭა გამოირჩევა, სადაც ნალექების რაოდენობა 70-110 მმ-ს არ აღემატება. დასავლეთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე კი ნოემბერში 130-230 მმ ნალექი მოდის.

 

აღმოსავლეთ საქართველოში ნალექები 100 მმ-ის ფარგლებში მხოლოდ კავკასიონის მაღალმთიან  ნაწილში მოდის. სხვაგან მოსული ნალექების რაოდენობა 30-60 მმ-ს შეადგენს.

 

ნალექების დღეღამური მაქსიმუმი აჭარის სანაპირო ზოლში 140-190 მმ-ია, კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლის დანარჩენ ნაწილში 60-130, დანარჩენ ტერიტორიაზე 30-90 მმ.

 

დასავლეთ საქართველოში ყველაზე მეტი ნალექი მოდის აჭარის სანაპირო ზოლში - 140-190 მმ, კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლის დანარჩენ ნაწილში 60-130, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე 30-90 მმ.

 

ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობისაგან. ასე მაგალითად, აჭარის სანაპირო რაიონებში იგი შეიძლება აღწევდეს 500-600 მმ-ს წვიმიან და 15-20 მმ-ს გვალვიან წლებში. ქართლის ვაკეზე წვიმიან წლებში მოსული ნალექების რაოდენობა 100-200, გვალვიან წლებში 1-5 მმ-ია.

 

 

                                                დასავლეთ საქართველო

შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +13, +14˚, რაც 1˚-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის მესამე დეკადაში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +4, +1˚-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +23, +26˚- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი. 

 

კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +12, +13˚, რაც 1˚-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის მესამე დეკადაში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +2, -1˚-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +23, +26 ˚- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი და მასთან ახლოს.

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +8, +9˚(მაღალმთიან რაიონებში  +4, +5˚) რაც 1˚-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის მესამე დეკადაში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -1, -4˚-მდე (მაღალმთიან რაიონებში -7, -10˚-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +20, +23˚- მდე,(მაღალმთიან რაიონებში  +15, +18˚-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი და მასთან ახლოს.

                                                                                                                                                                          აღმოსავლეთ საქართველო

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +7, +10, რაც 1˚-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის მესამე დეკადაში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით შიდა ქართლში -1, -4˚-მდე, ქვემო ქართლში  +1, -2˚-მდე. თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +21, +24˚- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს. 

 

გარე და შიდა კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +9, +10˚, რაც 1˚-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის მესამე დეკადაში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  0, -3 ˚ -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +21, +24 ˚- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს. 

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +5, +7˚(მაღალმთიან რაიონებში +1, +4˚)რაც 1˚-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის მესამე დეკადაში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -4, -7˚-მდე (მაღალმთიან რაიონებში  -11, -14˚-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +19, +22˚-მდე (მაღალმთიან რაიონებში +14, +17˚-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი და მასთან ახლოს.
search form
ღამე

უმეტესად უნალექოდ

აღმოსავლეთის ქარი აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ

დღე

უმეტესად უნალექოდ 15°

აღმოსავლეთის ქარი აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ