2026 წლის სექტემბრის თვის პროგნოზი
სექტემბრის თვის მოკლე კლიმატური დახასიათება
საქართველოს ტერიტორიაზე სექტემბერში ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა აგვისტოსთან შედარებით საშუალოდ 3-5°C-ით დაბალია. მისი მნიშვნელობა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +21, +22°C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +21°C, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე +16, +20°C და მაღალმთიან ზონაში +13, +15°C-ს შეადგენს. ტემპერატურის მრავალწლიური რეჟიმიდან გამომდინარე, თვის საშუალო ტემპერატურა უმეტესად საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობის ±1-1.5°C-ის ფარგლებში მერყეობს.
ჰაერის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში, აგრეთვე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +22°C-ის ფარგლებშია. ქვეყნის ტერიტორიის მთიან ზოლში მისი მნიშვნელობაა +16, +20°C, მაღალმთაში კი იკლებს და +10, +15°C -ს შეადგენს.
სექტემბერში ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოს დაბლობში +35, +41°C, ხოლო ქართლსა და კახეთში +35, +39 °C-ს აღწევს. საქართველოს მთიან რაიონებში მისი მნიშვნელობა +34, +40°C-ის ფარგლებში მერყეობს, დასავლეთ საქართველოს მაღალმთაში +31, +36°C, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში +26, +31°C-მდეა დაკვირვებული.
ჰაერის საშუალო მინიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +16, +18°C, ქართლ-კახეთში +10, +16°C, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე +10, +14°C, ხოლო მაღალმთიან ზონაში +5, +11°C-ს შეადგენს.
ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +5, +9°C-ის ფარგლებში იცვლება. ქართლში +7-დან -2°C-მდე ჩამოდის, ხოლო კახეთში +3, +7°C-ს შეადგენს, საქართველოს მთიან რაიონებში ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა შეადგენს +1, +6°C, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +3-დან -6°C-მდე ეცემა.
აგვისტოსთან შედარებით ნალექების რაოდენობა მატულობს კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში და მიმდებარე კავკასიონის მთიანეთში, ხოლო საქართველოს მაღალმთიან ზონაში, პირიქით – იკლებს. ტერიტორიის დანარჩენ რაიონებში ცვლილებები უმნიშვნელოა.
სექტემბერში ყველაზე მეტი ნალექი მოდის საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში და საშუალოდ 270-310 მმ-ს შეადგენს, ხოლო კოლხეთის დაბლობზე თვეში მოსული ნალექების რაოდენობა დაახლოებით 80-150 მმ-ის ფარგლებსი მერყეობს. შედარებით მცირე ნალექიანობით გამოირჩევა დასავლეთ საქართველოს მთიანი და მაღალმთიანი ზონა, სადაც მოსული ნალექების რაოდენობა 70-90 მმ-ს შორის მერყეობს. აღმოსავლეთ საქართველოში – ქართლის ვაკესა და კახეთის რეგიონში სექტემბრის თვეში მოსული ნალექების რაოდენობა 35-70 მმ-ის ხოლო მთასა და მაღალმთაში 40-70 მმ-ის ფარგლებში იცვლება.
ნალექიან დღეთა რიცხვი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე 8-11 დღემდე, ხოლო აღმოსავლეთში 5-დან 10 დღემდე მერყეობს.
ნალექების დღეღამური მაქსიმუმი შავი ზღვის სანაპირო ზოლში საშუალოდ 150-200 მმ-ია, კოლხეთის დაბლობზე 70-90 მმ, ხოლო ქართლსა და კახეთში 30-110 მმ-ია. საქართველოს დასავლეთის მთიან ზონაში ნალექების დღეღამური მაქსიმალური რაოდენობა 55–120 მმ-ს აღწევს, მაღალმთაში დაახლოებით 30-55 მმ-მდე დაიკვირვება, აღმოსავლეთ საქართელოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში კი 20-70 მმ-ს შეადგენს.
ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობისაგან. ასე მაგალითად, უხვნალექიან წლებში დასავლეთ საქართველოში 90-700 მმ-ს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 80-320 მმ-ს შეიძლება აღწევდეს, მშრალ წლებში კი 0-110 მმ-ს არ აღემატებოდეს.
დასავლეთ საქართველო
შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +21 +23°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და 1°C-ით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +14, +11°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +32, +35°C-მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.
კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +21, +23°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და 1°C-ით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +15, +12°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +36, +39°C-მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.
მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია მთაში +20, +21°C, მაღალმთიან რაიონებში +14, +15°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და 1°C-ით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით მთაში +10, +7°C-მდე, მაღალმთიან რაიონებში +6, +3°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით მთაში +31, +34°C- მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +27, +30°C-მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.
აღმოსავლეთ საქართველო
ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +19, +22°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და 1°C-ით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +9, +6°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +35,+38°C-მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.
კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +19, +22°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და 1°C-ით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით 9,+6°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +35, +38°C-მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.
მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია მთაში +16, +18°C, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +13, +14°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და 1°C-ით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით მთაში +4, +1°C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +1, -2°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით მთაში +33,+36°C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +29, +32°C-მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.