პირველი წერილობითი ცნობები საქართველოს კლიმატის შესახებ
პირველი წერილობითი ცნობები საქართველოს კლიმატის შესახებ გვხვდება ბერძენი ისტორიკოსის ჰეროდოტეს შრომებში. იგი ბერძენთა ლაშქართან ერთად იმყოფებოდა კოლხეთში და შენიშნავს, რომ კოლხეთი ცხელი, ნოტიო, უხვნალექიანი და არაჯანმრთელი ქვეყანაა. მეორე ანალოგიური ცნობა მიეკუთვნება მედიცინის ფუძემდებელს ჰიპოკრატეს, რომელიც კვლავ კოლხეთს შეეხება. მისი გადმოცემით კოლხეთი თბილი, წყლიანი, ტყიანი და ჭაობიანი ქვეყანაა. წლის სეზონები ერთმანეთისაგან დიდად არ განსხვავდება. ზოგჯერ უბერავს ძლიერი და ცხელი ქარი. ჩრდილოეთის ქარი აქამდე ვერ აღწევს.
ღამე
6°
სუსტი ქარი მ/წმ
დღე