საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2023/24 წლის ზამთრის სეზონის კლიმატური პროგნოზი

 

საქართველოში 2023/24 წლის ზამთრის სეზონის კლიმატური პროგნოზი

 

 

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, კლიმატური პროგნოზების ფორუმზე (SEECOF-30) მომზადდა 2023/24 წლების ზამთრის სეზონის პროგნოზი.

 

პროგნოზი დაეფუძნა დინამიური და სტატისტიკური მოდელირების შედეგებს და ოკეანესა და ატმოსფეროში მიმდინარე პროცესების დადგენილ ურთიერთკავშირებს. აღნიშნული პროცესები ხელს შეუწყობს ცალკეულ პერიოდებში ციკლონების განვითარებას ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე და ანტიციკლონების განვითარებას ხმელთაშუა ზღვაზე. ზამთრის ბოლოს ხშირი იქნება ქვეყნის ტერიტორიაზე მაღალი წნევის არის გავლენა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის მხრიდან.

 

პროგნოზის მიხედვით,  ზამთრის სეზონზე  ჰაერის საშუალო ტემპერატურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კლიმატური ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი, ხოლო ატმოსფერული ნალექები კლიმატურ ნორმაზე მეტი ან ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი*.

 

სეზონის განმავლობაში შესაძლებელია დროდადრო ადგილი ქონდეს ზამთრისთვის დამახასიათებელ ამინდის მკაცრ პირობებს (მაგალითად: შტორმები, ძალიან ცივი ან ძლიერნალექიანი ეპიზოდები), რასაც მნიშვნელოვანი უარყოფითი სოციალ-ეკონომიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

 

ცალკეულ დღეებში შესაძლებელია კლიმატური ნორმიდან ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი გადახრები და ქვეყნის დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურის  -5, -10, მთიან რაიონებში -12, -17, ხოლო მაღალმთიან რაიონებში -19, -24 გრადუსამდე დაცემა აღინიშნოს. სეზონის კონკრეტულ დღეებში  მოსალოდნელი ამინდი მოკლევადიანი პროგნოზებით დაზუსტდება.

 

 

* საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ჰაერის მრავალწლიური საშუალო ტემპერატურა (კლიმატური ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +5, +7, მთაში 0, +2, მაღალ მთაში -4, -2, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0, +2, მთაში -2, 0, მაღალ მთაში -5, -3 გრადუსს  შეადგენს.

ზამთრის სეზონის ნალექების ნორმა დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 500-700 მმ, მთასა და მაღალ მთაში 200-450 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 70-120 მმ, მთასა და მაღალ მთაში 70-150 მმ-ის ფარგლებშია.

 

ნახ.1. ზამთრის სეზონის ჰაერის ტემპერატურის საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობები (კლიმატური ნორმა)  საქართველოს ტერიტორიისთვის

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნახ.2. ზამთრის სეზონის ატმ. ნალექების საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობები (კლიმატური ნორმა)  საქართველოს ტერიტორიისთვის


search form
ღამე

უნალექოდ

სუსტი ქარი სუსტი ქარი მ/წმ

დღე

უნალექოდ 18°

სუსტი ქარი სუსტი ქარი მ/წმ