საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2024 წლის ზაფხულის სეზონის პროგნოზი

საქართველოში 2024 წლის ზაფხულის სეზონის კლიმატური პროგნოზი

 

 

საქართველოს ტერიტორიისთვის  2024 წლის ზაფხულის სეზონის კლიმატური პროგნოზი მომზადებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-31), რომელიც ეფუძნება დინამიური და სტატისტიკური მოდელირების შედეგებს და ოკეანესა და ატმოსფეროში მიმდინარე პროცესების ურთიერთკავშირებს.

პროგნოზის მიხედვით,  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ზაფხულის სეზონზე  ჰაერის საშუალო ტემპერატურა კლიმატურ ნორმაზე 1-2˚ მაღალი, ხოლო ატმოსფერული ნალექები ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი*.

სეზონის ცალკეულ დღეებში შეიძლება ჰაერის ტემპერატურის კლიმატური ნორმიდან მნიშვნელოვანი გადახრები აღინიშნოს. კერძოდ, შესაძლებელია ქვეყნის დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურამ  +39, +42, მთიან რაიონებში +37, +40, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +32, +35 გრადუსს მიაღწიოს. შესაძლებელია აგრეთვე, სეზონის ცალკეულ პერიოდებში, ზაფხულისთვის დამახასიათებელი ექსტრემალური ამინდი - თბურ ტალღები, გვალვა ან ძლიერი ნალექები აღინიშნოს.

* საქართველოს ტერიტორიაზე ზაფხულის სეზონის ჰაერის მრავალწლიური საშუალო ტემპერატურა (კლიმატური ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +21, +23, მთაში +19, +21, მაღალ მთაში +15, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +21, +23, მთაში +17, +19, მაღალ მთაში +14, +16 გრადუსს შეადგენს.

ზაფხულის სეზონის ნალექების ნორმა დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 250-600 მმ, მთასა და მაღალ მთაში 200-300 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 120-180 მმ, მთასა და მაღალ მთაში 120-200 მმ-ის ფარგლებშია.

 

ნახ.1. ზაფხულის სეზონის ჰაერის ტემპერატურის საშუალო მრავალწლიური                                                                     ნახ.2. ზაფხულის სეზონის ატმოსფერული ნალექების საშუალო მრავალწლიური

მნიშვნელობები   (კლიმატური ნორმა)  საქართველოს ტერიტორიისთვის.                                                                            მნიშვნელობები (კლიმატური ნორმა)  საქართველოს ტერიტორიისთვის.

  

search form
ღამე

წვიმა

ჩრდილო–დასავლეთის ქარი ჩრდილო–დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ

დღე

წვიმა 12°

ცვალებადი მიმართულების ქარი ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ