საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2026 წლის აპრილის თვის პროგნოზი

აპრილის თვის  მოკლე კლიმატური დახასიათება

 

 

საქართველოს ტერიტორიაზე აპრილში ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მარტთან შედარებით საშუალოდ 4-6°C-ით მაღალია. მისი მნიშვნელობა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +13, +15C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +11, +14°C, ქვეყნის მთიან რაიონებში, ზღვის დონიდან 1,400 მეტრ სიმაღლემდე, +9, +12°C, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში +7, +9°C, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალ მთაში +3, +6°C-ს შეადგენს.

ჰაერის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში +17, +20°C და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +16, +19°C–ის ფარგლებშია. საქართველოს მთიან ზოლში მისი მნიშვნელობა +14, +19°C, დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში +11, +14°C, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში +7, +12°C-ს შეადგენს.

აპრილში ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოს დაბლობში +34, +37°C, ქართლსა და კახეთში +30, +36°C -ს აღწევს. საქართველოს მთიან რაიონებში მისი მნიშვნელობა +29, +34°C-ს შეადგენს, დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში +28, +32C-ის, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში +20, +26°C-ის ფარგლებში იცვლება.

ჰაერის საშუალო მინიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +8, +10°C, ქართლ-კახეთში +5, +11°C, ქვეყნის მთიან რაიონებში, ზღვის დონიდან 1,400 მეტრ სიმაღლემდე, +3, +7°C, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში 0, +5°C-ის, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში -2, +1C-ის ფარგლებში მერყეობს.

ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -1°C-ის ფარგლებში იცვლება. შიდა ქართლში -11, -9°C-ს, ხოლო ქვემო ქართლსა და კახეთში -7, -4°C-ს შეადგენს. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში აბსოლუტური მინიმუმი -8, -6°C-ს შეადგენს, აღმოსავლეთ საქართველოში -14, -10°C-ს. დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში ტემპერატურა შეიძლება -11, -17°C,  ხოლო  ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში -13, -21°C-მდე დაეცეს.

აპრილის თვეში საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე ნალექების თვის ჯამური რაოდენობა 70-125 მმ-ის ფარგლებში იცვლება. ქართლში 40–70 მმ-ს, კახეთში, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში 50–140 მმ-ს, ხოლო დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებსა და მაღალ მთაში 70–90 მმ-ს შეადგენს.

დასავლეთ საქართველოში ნალექიან დღეთა რაოდენობა საშუალოდ 9-14 დღეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 8-16 დღეს შეადგენს. 

აპრილში მოსული ნალექების მაქსიმალური დღეღამური რაოდენობა სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე 40-70 მმ-ს აღწევს, მთიან და მაღალმთიანი რაიონებში შედარებით დაბალია და 30-50 მმ-ფარგლებში დაიკვირვება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 20-60 მმ-ს შეადგენს.

ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური რაოდენობისაგან. ასე მაგალითად, ცალკეულ უხვნალექიან წლებში დასავლეთ საქართველოში 250-500 მმ-ს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 150-250 მმ-ს შეიძლება აღწევდეს, ხოლო მშრალ წლებში 10-50 მმ არ აღემატებოდეს.

 

.

დასავლეთ საქართველო

შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +14, +16°C-ის ფარგლებში, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 1°C-ით მაღალია. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +5, +2°C -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +24, +27°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე მეტი. 

 

კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +15, +17°C-ის ფარგლებში, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 1°C-ით მაღალია. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  +4, +1°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +24, +27° - მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე მეტი. 

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია მთაში +13, +15°C-ის ფარგლებში, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +7, +9°C-ის ფარგლებში, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 1°C-ით მაღალია. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით მთაში -2, -5°C-მდე. ხოლო მაღალმთიან რაიონებში -5, -80C -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  მთაში  +21, +24°- მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +18, +21°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე მეტი.

 

 

აღმოსავლეთ საქართველო

ქართლის ვაკეჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +12, +15°C-ის ფარგლებში, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 1°C-ით მაღალია. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  შიდა ქართლში -1, -4°C, ხოლო ქვემო ქართლში +2, -1°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  ქართლის ვაკეზე  +24, +27°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.

კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +12, +15°C-ის ფარგლებში, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 1°C-ით მაღალია. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +2, -1°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +23, +26°C -მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს. 

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია მთაში +10, +13°C-ის ფარგლებში, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +7, +8°C -ის ფარგლებში, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 1°C-ით მაღალია. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით მთაში -4, -7°C -მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში -7, -10°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით მთაში  +23, +25°C- მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +19, +22°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.

 

  

 

search form
ღამე

წვიმა

ჩრდილო–დასავლეთის ქარი ჩრდილო–დასავლეთის ქარი 10-15/17-22 მ/წმ

დღე

უმეტესად უნალექოდ 17°

ჩრდილო–დასავლეთის ქარი ჩრდილო–დასავლეთის ქარი 10-15/17-22 მ/წმ