საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2022 წლის ზაფხულის სეზონური პროგნოზი

2022 წლის ზაფხულის სეზონის ამინდის პროგნოზი

 

 

საქართველოს ტერიტორიისთვის 2022 წლის ზაფხულის სეზონის პროგნოზი მომზადებულია  სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების კლიმატური პროგნოზების ფორუმზე (SEECOF-27).

პროგნოზის თანახმად, ატლანტის ოკეანეში მოსალოდნელი პროცესები, და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის  ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ნიადაგის სიმშრალე,  ხელს შეუწყობს ქვეყნის  ტერიტორიაზე თბური ტალღების წარმოშობას და გავრცელებას.

2022 წლის ზაფხულის სეზონზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია იყოს კლიმატურ ნორმაზე 1-3 გრადუსით მაღალი.

ამასთან, სეზონის ცალკეულ დღეებში შეიძლება ჰაერის ტემპერატურის კლიმატური ნორმიდან მნიშვნელოვანი გადახრები აღინიშნოს. კერძოდ, შესაძლებელია ქვეყნის დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურამ  +38, +41, მთიან რაიონებში +37, +40, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +32, +35 გრადუსს მიაღწიოს.

ატმოსფერული ნალექების რაოდენობა ზაფხულის სეზონზე ასევე მაღალი ალბათობით,  მოსალოდნელია კლიმატურ ნორმაზე ნაკლები იყოს.

საქართველოს ტერიტორიაზე ზაფხულის სეზონის ჰაერის მრავალწლიური საშუალო ტემპერატურა (კლიმატური ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +21, +23; მთაში +19, +21; მაღალ მთაში +15, +17; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +21 +23; მთაში +17, +19; მაღალ მთაში +14, +16 გრადუსს  შეადგენს.

ზაფხულის სეზონის ნალექების ნორმა დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 250-600 მმ, მთასა და მაღალ მთაში 200-300 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 120-180 მმ, მთასა და მაღალ მთაში 120-200 მმ-ის ფარგლებშია.

შენიშვნა: - პროგნოზი მომზადებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების (მათ შორის საქართველოს) კლიმატური პროგნოზების ფორუმზე;

 - სეზონის კონკრეტულ დღეებში  მოსალოდნელი ამინდი მოკლევადიანი პროგნოზებით  განისაზღვრება.

search form
ღამე

უმეტესად უნალექოდ

სუსტი ქარი სუსტი ქარი მ/წმ

დღე

უმეტესად უნალექოდ 17°

დასავლეთის ქარი დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ