2023 წლის ივნისის თვის პროგნოზი
ივნისის თვის მოკლე კლიმატური დახასიათება
კლიმატური მონაცემებით საქართველოში ივნისი მაისთან შედარებით საშუალოდ2-4°-ით თბილია. ამ თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობსა და ბარში+17, +22°, მთიან რაიონებში+15, +20°, მაღალმთიან ზონაში+10, +12°-ის ფარგლებშია.
მეტეოროლოგიური დაკვირვებით ივნისში ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა ქვეყნის დაბლობსა და ბარში+35, +41°-ს, მთიან რაიონებში+31, +36°, მაღალმთიან ზონაში+25, +30° (დასავლეთ საქართველოში ზოგან33°-ს) აღწევს; ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე+10, +6°, ქართლის ვაკეზე, კახეთსა და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში+6, +2 (აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მისი მნიშვნელობა4° სითბოდან -2°ყინვამდე) იცვლება. მაღალმთიან ზონაში ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა0, -5° ყინვამდე იკლებს.
ქვეყნის დაბლობ რაიონებში, ბარში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში1400 მ-ზე დაბალ ზონაში წაყინვები არ აღინიშნება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ყინვიანი დღეები იშვიათადაა, ისიც ცალკეულ წლებში. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში წაყინვები საშუალოდ1-2 დღეს აღინიშნება.
თვის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში ნალექიან დღეთა რიცხვი საშუალოდ10-17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში9-13, მთიანეთში10-20 დღეს შეადგენს.
დასავლეთ საქართველოში ყველაზე მეტი(საშუალოდ 160-180 მმ) ნალექი გურია-აჭარის სანაპირო ზოლსა და სამეგრელოს ქედის სამხრეთ ფერდობებზე მოდის. ტერიტორიის დანარჩენ ნაწილზე მისი მნიშვნელობა80-დან140 მმ-მდე მერყეობს.
აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე მცირე ნალექიანობით ქართლი გამოირჩევა, სადაც ნალექების რაოდენობა საშუალოდ50-80 მმ-ს შეადგენს. აღმოსავლეთ კავკასიონის მაღალმთიან ზონაში მისი მნიშვნელობა საშუალოდ 150-დან170 მმ-მდე მერყეობს, დანარჩენ რაიონებში კი80-დან150 მმ-მდეა. ივნისი, ისევე როგორც მაისი აღმოსავლეთ საქართველოში ნალექების და სეტყვიანობის მაქსიმუმით ხასიათდება.
ნალექების დღეღამური მაქსიმუმი გურია-აჭარის სანაპირო ზოლში საშუალოდ50-100, დასავლეთ საქართველოს დანარჩენ რაიონებში70-200, აღმოსავლეთ საქართველოში40-100, ქართლში ზოგან120 მმ-ს შეადგენს.
ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა მკვეთრად განსხვავდება საშუალო მრავალწლიური რაოდენობისგან. ასე მაგალითად, აჭარის სანაპირო ზოლში მისი მნიშვნელობა წვიმიან წლებში შეიძლება აღწევდეს300-500 მმ-ს, გვალვიან წლებში30-50 მმ-ს, შიდა კახეთში150-300 მმ-ს წვიმიან და10-40 მმ-ს გვალვიან წლებში.
დასავლეთ საქართველო
შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +21 +22°, რაც 1°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +15,+12°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +32, +35°- მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი და მასთან ახლოს.
კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +21, +24°, რაც 1-2°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +16, +13°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +35, +38°- მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი და მასთან ახლოს.
მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +19, +21° (მაღალმთიან რაიონებში +15, +17°) რაც 1-2°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +12, +9°-მდე (მაღალმთიან რაიონებში +8, +5°-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +32, +35°- მდე,(მაღალმთიან რაიონებში +29, +33°-მდე).
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი და მასთან ახლოს.
აღმოსავლეთ საქართველო
ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +21, +24°, რაც 2°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +12, +9°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +35 ,+38°- მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი და მასთან ახოლოს
გარე და შიდა კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +23, +24, რაც 2°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +14, +11°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +35, +38°- მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი და მასთან ახლოს
მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +19, +20° (მაღალმთიან რაიონებში +15, +17°) რაც 2°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +9, +6°-მდე (მაღალმთიან რაიონებში +6, +3°-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +30, +33°- მდე (მაღალმთიან რაიონებში +27, +30°-მდე).
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი და მასთან ახლოს