საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2025 წლის თებერვლის თვის პროგნოზი

                                                                                                                თებერვლის  მოკლე კლიმატური დახასიათება

                                                                                                                                საქართველოს  ტერიტორიაზე

 

     მრავალწლიური მონაცემებით, იანვართან შედარებით თვის საშუალო ტემპერატურა თებერვალში მხოლოდ 0.5-1°-ით მაღალია. მისი მნიშვნელობა სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +4, +7°--ია. ადგილის სიმაღლის ზრდასთან ერთად ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს მთაში -1, +4°,  მაღალმთიან ზონაში -3, -7°-მდე კლებულობს. 

       თებერვლის საშუალო ტემპერატურა ქვემო ქართლსა და შიდა კახეთში +1, +3°. შიდა ქართლსა და გარე კახეთში 0, -1°, აღმოსავლეთ საქართველოს მთაში 0, -4°, მაღალმთიან ზონაში -4, -8°-ია.

     ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +22, +27°-ს აღწევს. ქართლსა და გარე კახეთში მისი მნისვნელობა 18, +24, ქვეყნის მთიან რაიონებში +15, +20, მაღალმთიან რაიონებში კი +10, +15°-ია.

     ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა სანაპირო ზოლში -8, -12°, კოლხეთის დაბლობზე -12, -16, ქართლსა და  კახეთში -17, -22, ქვეყნის მთიან რაიონებში -19, -24, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან -21, -26, მაღალმთიან ზონაში -26, -31 გრადუსამდე იკლებს.

     თვის განმავლობაში სანაპირო ზოლში საშუალოდ ყინვიანია 4-6, კოლხეთის დაბლობზე 6-8, დასავლეთ საქართველოს მთიან  რაიონებში 10-22, ქვემო ქართლსა და კახეთში 12-15, შიდა ქართლში 20-25, აღმოსავლეთ საქართველოს მთასა და მაღალმთაში 22-27 დღე.

     ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თებერვალში საშუალოდ 6-16 დღეა ნალექიანი.

   ყველაზე მეტი ნალექიანობით ამ თვეში აჭარის სანაპირო ზოლი,  გურია და აფხაზეთის მთიანეთი ხასიათდება (200-250 მმ). კოლხეთის დაბლობზე 115-150 მმ, დასავლეთ საქართველოს მთებში 90-170 მმ, ქართლ-კახეთსა და სამხრეთ საქართველოს მთიანეთში 20-50 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს  კავკასიონის  ფერდობებზე 50-100 მმ ნალექი მოდის.

     ნალექების დღეღამური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე 40-90 მმ და  აღმოსავლეთ საქართველოში 20-70 მმ-ს შეადგენს.

      ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობისაგან. Aასე მაგალითად, აჭარის სანაპირო ზოლში იგი შეიძლება აღწევდეს 350-500 მმ-ს წვიმიან და      10-40 მმ-ს გვალვიან წლებში, ქართლის ვაკეზე შესაბამისად 50-150 მმ-ს წვიმიან და 0-10 მმ-ს გვალვიან წლებში.

 

                                                                                                                                                                         2025 წლის თებერვლის პროგნოზი

                                                                                                                                                                    დასავლეთ საქართველო

 

                                                                                                                                                                                   შავი ზღვის სანაპირო რაიონები

                ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +7, +8, რაც 1 გრადუსით მაღალია  საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  0,   -3 -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +19, +22 - მდე.

              ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე ნაკლები.                   

 

კოლხეთის დაბლობი

        ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +7, +8 , რაც 1 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით   -2,   -5 -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +19, +22- მდე.

                 ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე ნაკლები. 

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები

         ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +3, +4 (მაღალმთიან რაიონებში  -1, +1  რაც 1 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -9, -120 -მდე (მაღალმთიან რაიონებში  -13, -160 -მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +15, +18 - მდე,(მაღალმთიან რაიონებში  +12, +15 -მდე. ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე ნაკლები. 

 

 

                                                                                                                                                               2025  წლის  თებერვლის  პროგნოზი

აღმოსავლეთ საქართველო

ქართლის ვაკე

              ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +2, +50 , რაც 1 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -5,-8-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +16, +19 - მდე. ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე ნაკლები. 

 

                                                                                                                                                         გარე და შიდა კახეთი

               ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +2, +50 , რაც 1 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -4,    -70 -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +16, +190 - მდე.

              ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე ნაკლები. 

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები

 

        ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  0, +მაღალმთიან რაიონებში  -5, -2  რაც 1 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -12, -140 -მდე (მაღალმთიან რაიონებში  -17, -200 -მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +13, +16 - მდე (მაღალმთიან რაიონებში  +10, +13-მდე

           ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე ნაკლები. 

 

 

 

search form
ღამე

უნალექოდ

სუსტი ქარი სუსტი ქარი მ/წმ

დღე

უნალექოდ 10°

სუსტი ქარი სუსტი ქარი მ/წმ