2026 წლის ივლისის თვის პროგნოზი
ივლისის მოკლე კლიმატური დახასიათება
საქართველოს ტერიტორიაზე
კლიმატური მონაცემებით ივლისის საშუალო ტემპერატურა ივნისთან შედარებით 2-3°C -ით მაღალია. ამ თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობში, ბარში და დასავლეთ საქართველოს მთაში +23, +25°C, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +20, +22°C , მაღალმთიან ზონაში +17, +19°C -ის ფარგლებშია.
ივლისი საქართველოს დიდ ნაწილში წლის ყველაზე ცხელი თვეა. ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმები შავი ზღვის სანაპიროსა და კოლხეთის დაბლობზე +42, +45°C, ქართლსა და კახეთში +37, +41°C, მთაში +36, +42°C, მაღალმთიან ზონაში +31, +38°C-ს აღწევს.
ჰაერის ტემპერატურა აბსოლუტური მინიმუმები სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +12, +14°C-ს შეადგენს, ქართლსა და კახეთში +6, +13°C-ს, მთიან რაიონებში +5, +8°C-ს შეადგენს, ქვეყნის მაღალმთიან ზონაში კი +4°C-დან -3°C-მდე იკლებს.
წაყინვები შესაძლებელია 1-2 დღეს აღინიშნოს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში. ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე ივლისის თვეში წაყინვები არ დაიკვირვება.
ივლისის თვეში დასავლეთ საქართველოში ყველაზე მეტი ნალექი მოდის შავი ზღვის სანაპირო ზოლში, რაც 190-230 მმ-ს შეადგენს. კოლხეთის დაბლობზე თვეში მოსული ნალექების რაოდენობა დაახლოებით 60-150 მმ-ის ფარგლებში მერყეობს. შედარებით მცირე ნალექიანობით გამოირჩევა ქვეყნის მთიანი და მაღალმთიანი ზონა, სადაც მოსული ნალექების რაოდენობა 50-100 მმ-ს შეადგენს. ივლისის თვეში მოსული ნალექების რაოდენობა უმცირესია აღმოსავლეთ საქართველოში – ქართლის და კახეთის ვაკე ტერიტორიაზე და 40-70 მმ-ს არ აღემატება.
კოლხეთის დაბლობის გამოკლებით, ნალექიან დღეთა რიცხვი საქართველოში ივნისთან შედარებით ყველგან მცირდება. მისი მნიშვნელობა კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში საშუალოდ 8-10, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე 6-11 დღეს შორის მერყეობს.
ნალექების დღეღამური მაქსიმუმი სანაპირო ზოლში და მიმდებარე დაბლობ რაიონებში 100-200 მმ-ს აღწევს, ხოლო კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში 50-90 მმ-ის ფარგლებში მერყეობს. დანარჩენ ტერიტორიაზე, ძირითადად, 30-100 მმ-ის ფარგლებში აღინიშნება.
ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური რაოდენობისაგან. ასე მაგალითად, უხვნალექიან წლებში დასავლეთ საქართველოში 150-600 მმ-ს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 80-270 მმ-ს შეიძლება აღწევდეს, მშრალ წლებში კი დასავლეთ საქართველოში 5-50 მმ-ს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 0-10 მმ-ს შეიძლება არ აღემატებოდეს.
დასავლეთ საქართველო
შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +25, +26°C, რაც 1°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +19, +16° -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +33, +36°C-მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.
კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +24, +26°C, რაც 1°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +19, +16° -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +35, +38°C-მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.
მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +24, +25°C, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +18, +19°C, რაც 1°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება მთაში ღამით +17, +14°C -მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +12, +9°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება მთაში დღისით +34, +37°C-მდე, მაღალმთიან რაიონებში +30, +33°C -მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.
აღმოსავლეთ საქართველო
ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +24 +27°C, რაც 1°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება შიდა ქართლში ღამით +16, +13°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +36, +39°C-მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.
კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +24, +26°C, რაც 1°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +17, +14°C -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +33, +38°C-მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.
მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მთაში მოსალოდნელია +21, +23°C, მაღალმთიან რაიონებში +17, +18°C, რაც 10-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +13, +10°C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +9, +6°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +34, +37°C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +29, +32°C-მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.