საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2026 წლის თებერვლის პროგნოზი

 

                                              თებერვლის  მოკლე კლიმატური დახასიათება  საქართველოს  ტერიტორიაზე

 

მრავალწლიური მონაცემებით, იანვართან შედარებით თვის საშუალო ტემპერატურა თებერვალში მხოლოდ 0.5-1°-ით მაღალია. მისი მნიშვნელობა სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +4, +7°--ია. ადგილის სიმაღლის ზრდასთან ერთად ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს მთაში -1, +4°,  მაღალმთიან ზონაში -3, -7°-მდე კლებულობს. 

თებერვლის საშუალო ტემპერატურა ქვემო ქართლსა და შიდა კახეთში +1, +3°. შიდა ქართლსა და გარე კახეთში 0, -1°, აღმოსავლეთ საქართველოს მთაში 0, -4°, მაღალმთიან ზონაში -4, -8°-ია.

 ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +22, +27°-ს აღწევს. ქართლსა და გარე კახეთში მისი მნისვნელობა 18, +24, ქვეყნის მთიან რაიონებში +15, +20, მაღალმთიან რაიონებში კი +10, +15°-ია.

 ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა სანაპირო ზოლში -8, -12°, კოლხეთის დაბლობზე -12, -16, ქართლსა და  კახეთში -17, -22, ქვეყნის მთიან რაიონებში -19, -24, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან -21, -26, მაღალმთიან ზონაში -26, -31 გრადუსამდე იკლებს.

თვის განმავლობაში სანაპირო ზოლში საშუალოდ ყინვიანია 4-6, კოლხეთის დაბლობზე 6-8, დასავლეთ საქართველოს მთიან  რაიონებში 10-22, ქვემო ქართლსა და კახეთში 12-15, შიდა ქართლში 20-25, აღმოსავლეთ საქართველოს მთასა და მაღალმთაში 22-27 დღე.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თებერვალში საშუალოდ 6-16 დღეა ნალექიანი.

ყველაზე მეტი ნალექიანობით ამ თვეში აჭარის სანაპირო ზოლი,  გურია და აფხაზეთის მთიანეთი ხასიათდება (200-250 მმ). კოლხეთის დაბლობზე 115-150 მმ, დასავლეთ საქართველოს მთებში 90-170 მმ, ქართლ-კახეთსა და სამხრეთ საქართველოს მთიანეთში 20-50 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს  კავკასიონის  ფერდობებზე 50-100 მმ ნალექი მოდის.

ნალექების დღეღამური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე 40-90 მმ და  აღმოსავლეთ საქართველოში 20-70 მმ-ს შეადგენს.

ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობისაგან. Aასე მაგალითად, აჭარის სანაპირო ზოლში იგი შეიძლება აღწევდეს 350-500 მმ-ს წვიმიან და      10-40 მმ-ს გვალვიან წლებში, ქართლის ვაკეზე შესაბამისად 50-150 მმ-ს წვიმიან და 0-10 მმ-ს გვალვიან წლებში.

 

   დასავლეთ საქართველო

                        შავი ზღვის სანაპირო რაიონები:  ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +7, +80C , რაც 1-20-ით მაღალია  საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  0,  -30 -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +20, +230 - მდე.   ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.       

                       კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +6, +70C , რაც 1-20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით   -1,       -40 -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +20, +230 - მდე.

 ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს. 

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები:  ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +4, +50C (მაღალმთიან რაიონებში  -1, +10 )  რაც 1-20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -4, -80 -მდე (მაღალმთიან რაიონებში  -13, -160 -მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +16, +190 - მდე,(მაღალმთიან რაიონებში  +11, +140 -მდე).

 ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.

 

აღმოსავლეთ საქართველო

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +2, +50C , რაც 1-20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -5, -80 -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +16, +190 - მდე.

 ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს. 

 გარე და შიდა კახეთი:  ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +2, +40C, რაც 1-20-ით  მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -5,  -80 -მე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +16, +190 - მდე.

 ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს. 

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები:  ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  -1, +10C (მაღალმთიან რაიონებში  -5, -20 )  რაც 1-20-ით   მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -12, -140 -მდე (მაღალმთიან რაიონებში  -17, -200 -მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +14, +170 - მდე (მაღალმთიან რაიონებში  +10, +130 -მდე).

 ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს. 

 

 

 

 

 

search form
ღამე

შესაძლებელია მცირე თოვლი -1°

ჩრდილო–დასავლეთის ქარი ჩრდილო–დასავლეთის ქარი 10-15/17-22 მ/წმ

დღე

 დილის საათებში თოვლი

ჩრდილო–დასავლეთის ქარი ჩრდილო–დასავლეთის ქარი 10-15/17-22 მ/წმ