2026 წლის მარტის თვის პროგნოზი
მარტის თვის მოკლე კლიმატური დახასიათება
საქართველოს ტერიტორიაზე მარტში ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა თებერვალთან შედარებით საშუალოდ 2-5◦C-ით მაღალია. მისი მნიშვნელობა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +9, +11◦, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +6, +8◦, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე +4, +7◦ და მაღალმთიან ზონაში 0, 2◦-ს შეადგენს.
ჰაერის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში +13, +15 და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +11, +14◦–ის ფარგლებშია. დასავლეთ საქართველოს მთიან ზოლში მისი მნიშვნელობა +10, +13 და აღმოსავლეთ საქართველოს მთაში +9, +12◦-ია, ქვეყნის მაღალმთიან ზონაში კი +3, +9◦.
მარტში ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +32, ქართლსა და კახეთში +25, +28◦-ს აღწევს. საქართველოს მთიან რაიონებში მისი მნიშვნელობა თებერვალთან შედარებით 3-5◦- ით მაღალია და +23, +28◦-ს შეადგენს, ხოლო მაღალმთაში +16, +24◦-ის ფარგლებში იცვლება.
ჰაერის საშუალო მინიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +4, +6, ქართლ-კახეთში და მთისწინეთში 0, +6, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე -3, +2, მაღალმთიან ზონაში -6, 0◦-ის ფარგლებში მერყეობს.
ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში -7, -2 გრადუსის ფარგლებში იცვლება. ქართლ-კახეთში -12, -5◦-ს შეადგენს. საქართველოს მთიან რაიონებში აბსოლუტური მინიმუმი -19, -10◦-ს შეადგენს. მაღალ მთაში ყინვამ შეიძლება -23, -13◦-ს მიაღწიოს. განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურით გამოირჩევა სამხრეთ საქართველოს მთიანეთი.
მარტში ნალექების რაოდენობა საშუალოდ დასავლეთ საქართველოს დაბლობში 150-200 მმ, დასავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში 80-120 მმ, აღმოსავლეთ საქართველოში კი 30-60 მმ-ს შეადგენს.
თებერვალთან შედარებით ნალექიან დღეთა რიცხვი საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე მარტის განმავლობაში 1-2 დღით იმატებს. ნალექიან დღეთა რაოდენობა დასავლეთ საქართველოს სანაპირო ზოლში, დაბლობსა და მიმდებარე მთიან რაიონებში 13-17, ტერიტორიის დანარჩენ მთიან და მაღალმთიან რაიონებში თვის განმავლობაში 10-15 და ქართლ-კახეთში კი 9-13 დღეს შეადგენს.
მარტში მოსული ნალექების მაქსიმალური დღეღამური რაოდენობა საშუალოდ დასავლეთ საქართველოს დაბლობში 50-90 მმ, მთიან და მაღალმთიან რაიონებში 30-70 მმ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 30-50 მმ-ს შეადგენს.
ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური რაოდენობისაგან. ასე მაგალითად, აჭარის სანაპირო ზოლში იგი შეიძლება აღწევდეს 300-340 მმ-ს წვიმიან და 60-70 მმ-ს გვალვიან წლებში, ქართლსა და კახეთში 150-170 მმ-ს წვიმიან და 0-10 მმ-ს გვალვიან წლებში.
დასავლეთ საქართველო
შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +10, +12◦, რაც 1◦C - ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით 0, -3◦-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +24, +27◦- მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.
კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +10, +11◦, რაც 1◦-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -1, -4◦ -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +23, +26◦- მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახლოს..
მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +8, +9◦(მაღალმთიან რაიონებში +2, +3◦), რაც 1◦-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -9, -12◦ -მდე (მაღალმთიან რაიონებში -13, -15◦-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +19, +22◦-მდე, (მაღალმთიან რაიონებში +17, +20◦-მდე).
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.
აღმოსავლეთ საქართველო
ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +7, +9◦, რაც 1◦-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება შიდა ქართლში ღამით -7, -10◦-მდე, ქვემო ქართლში -4, -7◦-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +21, +24◦- მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.
კახეთი (გარე და შიდა): ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +7, +9◦, რაც 1◦-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -3, -6◦-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +22, +25◦- მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.
მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +4, +7◦(მაღალმთიან რაიონებში +1, +2◦), რაც 1◦-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -10, -13◦-მდე (მაღალმთიან რაიონებში -17, -20◦-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +18, +21◦- მდე (მაღალმთიან რაიონებში +13, +16◦-მდე).
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.