საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2021/22 წლის ზამთრის სეზონის ამინდის პროგნოზი

საქართველოში 2021/22 წლის ზამთრის სეზონის ამინდის პროგნოზი

 

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების ექსპერტების  კლიმატური პროგნოზების მიმდინარე წლის 26-ე ფორუმზე (SEECOF-26) მომზადებული პროგნოზის თანახმად, 2021/22 წლების ზამთარში ამინდის ფორმირებაში დომინანტური იქნება კლიმატური ფენომენი La Niña-ს და  ჩრდილო-ატლანტიკური ოსცილაციის NAO-ს როლი. მაღალი წნევის არე გავრცელებული იქნება ცენტრალურ ევროპაზე და ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო ნაწილზე, ხოლო სამხრეთიდან ადგილი ექნება დაბალი წნევის ზემოქმედებას.

ზემოთ ხსენებული პირობების გათვალისწინებით, 2021/22 წლის ზამთრის სეზონის ჰაერის საშუალო ტემპერატურა საქართველოში მაღალი ალბათობით (80%-მდე) მოსალოდნელია კლიმატური ნორმის ფარგლებში ან ნორმაზე მაღალი იყოს. 

სეზონის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია აღინიშნოს კლიმატური ნორმიდან ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი გადახრები.

ატმოსფერული ნალექების რაოდენობა ქვეყნის ტერიტორიაზე კლიმატური ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ტემპერატურის და ნალექების კლიმატური ნორმების განაწილება იხ. ნახ.-ზე 1-2.

 

ნახ.1. ზამთრის სეზონის ჰაერის ტემპერატურის საშუალო მრავალწლიური  მნიშვნელობები (კლიმატური ნორმა)  საქართველოს ტერიტორიისთვის.                                                                                                                                                                                                                                          

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

   ნახ.2. ზამთრის სეზონის ატმ. ნალექების საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობები   (კლიმატური ნორმა)  საქართველოს ტერიტორიისთვის

 

search form
ღამე

ხანმოკლე წვიმა და ელჭექი 22°

ცვალებადი მიმართულების ქარი ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მ/წმ

დღე

ხანმოკლე წვიმა და ელჭექი 29°

ცვალებადი მიმართულების ქარი ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ