საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2023 წლის მარტის თვის პროგნოზი

                                                                                                  მარტის თვის მოკლე კლიმატური დახასიათება

 

                                                                                                             საქართველოს ტერიტორიაზე

 

 

მარტში ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა თებერვალთან შედარებით საშუალოდ 2-5°-  მაღალია. მისი მნიშვნელობა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +8, +9°, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +4, +7°ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე 0, +4° და მაღალმთიან ზონაში -5, 0°- შეადგენს.

ტემპერატურის მრავალწლიური რეჟიმიდან გამომდინარე, ნორმიდან გადახრები ორივე მიმართულებით ერთნაირად ალბათურია და თვის საშუალო ტემპერატურა, უმეტესად, საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობის 2-3-ის ფარგლებში მერყეობს. ჰაერის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში +12, +14 და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9,+13°ის ფარგლებშია. დასავლეთ საქართველოს მთიან ზოლში მისი მნიშვნელობა +8, +13° და აღმოსავლეთ საქართველოს მთაში +8, +11°-ია, მაღალმთაში კი 0, +4°-მდე იკლებს.

მარტში ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოს დაბლობში +28, +33°, ქართლსა და კახეთში +24, +28°- აღწევსსაქართველოს მთიან რეგიონებში მისი მნიშვნელობა თებერვალთან შედარებით 3-5°-ით მაღალია და +23, +28°- შეადგენს, ხოლო მაღალმთაში +10, +19°-ის ფარგლებში იცვლება.

ჰაერის საშუალო მინიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +3, +6, ქართლ-კახეთში და მთისწინეთში -2, +3, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე -6, -2, მაღალმთიან ზონაში -9, -6-ის ფარგლებში მერყეობს.

ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში -13, -7°-ის ფარგლებში იცვლებაქართლ-კახეთში -21, -13°- შეადგენსსაქართველოს მთიან რაიონებში აბსოლუტური მინიმუმი -21, -16°- შეადგენსმაღალ მთაში ყინვამ შეიძლება -31, -25°- მიაღწიოსგანსაკუთრებით დაბალი ტემპერატურით გამოირჩევა სამხრეთ საქართველოს მთიანეთში.

თებერვალთან შედარებით მარტში ნალექების რაოდენობა აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე იმატებს, ხოლო დასავლეთში - იკლებს. ყველაზე მეტი ნალექიანობით კვლავ აჭარის სანაპირო ზოლი (140-200მმ), გამოირჩევა. გურია-აჭარის მთებში მისი მნიშვნელობა 90-120მმ-მდე მცირდება. შედარებით ნაკლებ ნალექიანია აფხაზეთის სანაპირო ზოლი (120-140მმ), თუმცა სამეგრელო-აფხაზეთის მთებში ნალექიანობა 140-200მმ-მდე იზრდება. კოლხეთის დაბლობზე ნალექების თვის რაოდენობა 100-150მმ-ის ფარგლებში იცვლება, ზემო იმერეთში, სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში თვეში 60-100მმ ნალექი მოდის. საქართველოს დანარჩენი ტერიტორია გაცილებით მცირენალექიანია და თებერვალში მოსული ნალექების თვის ჯამი საშუალოდ 20-60მმ- შეადგენს. აღმოსავლეთში, როგორც ყოველთვის, ყველაზე ნალექიანია აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთ ფერდობი (70-80მმ). 

თებერვალთან შედარებით ნალექიან დღეთა რიცხვი საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე მარტის განმავლობაში 1-2 დღით იმატებს. ნალექების რეჟიმის შესაბამისად, ნალექიან დღეთა რაოდენობა მაქსიმალურია დასავლეთ საქართველოს სანაპირო ზოლში, დაბლობსა და მიმდებარე მთიან რაიონებში (13-17), ტერიტორიის დანარჩენ მთიან და მაღალმთიან რაიონებში თვის განმავლობაში 10-15 და ქართლ-კახეთში კი 9-13 დღეს შეადგენს.

მარტში მოსული ნალექების მაქსიმალური დღეღამური რაოდენობა საშუალოდ 30-60მმ- შეადგენს. ყველაზე უხვნალექიანი დღეები (70-130მმ) აღნიშნულია აჭარისა და აფხაზეთის  სანაპირო ზოლსა და მიმდებარე მთისწინეთში, აგრეთვე,  კოლხეთის დაბლობზე,  სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის მთიან რაიონებში, ხოლო მტკვრის ხეობის გასწვრივ, სამხრეთ საქართველოს მთიანეთის  თითქმის მთელ ტერიტორიაზე და შირაქის ველზე ნალექების დღეღამური მაქსიმუმი შედარებით დაბალია და 20-30მმ- შადგენს.

ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური რაოდენობისაგან. ასე მაგალითად, აჭარის სანაპირო ზოლში იგი შეიძლება აღწევდეს 300-340მმ- წვიმიან და 60-70მმ- გვალვიან წლებში, ქართლსა და კახეთში 150-170 მმ- წვიმიან და 0-10მმ- გვალვიან წლებში.

დასავლეთ საქართველო

შავი ზღვის სანაპირო რაიონები:  ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +10, +12°, რაც 1-2 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -1, -3°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +25, +28° - მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი. 

 

კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +10, +12°, რაც 1-2 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -1, -4° -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +25, +28°- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი.

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +8, +9° (მაღალმთიან რაიონებში +1, +3° )  რაც 1-2 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -4, -6°-მდე (მაღალმთიან რაიონებში  -8, -11°-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +23, +26°- მდე, (მაღალმთიან რაიონებში  +15, +18°-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი. 

აღმოსავლეთ საქართველო

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +7, +9°, რაც 2 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება შიდა ქართლში ღამით -4, -7° -მდე,  ქვემო ქართლში -2, -5°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +24, +28°- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი.

 

გარე და შიდა კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +7, +9°, რაც 2 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -3,  -6°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +24, +27°- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი.

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +5, +7° (მაღალმთიან რაიონებში  +1, +3°)  რაც 2 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -7, -10°-მდე (მაღალმთიან რაიონებში  -12, -15°-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +21, +24°- მდე (მაღალმთიან რაიონებში  +15, +18°-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი.
search form
ღამე

შესაძლებელია მცირე წვიმა -1°

სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი 7-12 მ/წმ

დღე

შესაძლებელია მცირე წვიმა

სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი 7-12 მ/წმ