2025 წლის იანვრის თვის პროგნოზი
იანვრის მოკლე კლიმატური დახასიათება
საქართველოს ტერიტორიაზე
კლიმატური მონაცემებით ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა იანვარში დეკემბერთან შედარებით 1-4°-ით დაბალია. მისი მნიშვნელობა სანაპირო ზოლში +3, +5°, დასავლეთ საქართველოს მთაში -1, +3°, მაღალმთიან ზონაში -3, -7°, ქვემო ქართლსა და შიდა კახეთში 0, +1°, შიდა ქართლსა და გარე კახეთში -1, -3°, აღმოსავლეთ საქართველოს მთაში -1, -6° და მაღალმთიან ზონაში -5, -10°-ია.
ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +20, +25°, ქართლის ვაკესა და კახეთში +16, +21, ქვეყნის მთიან რაიონებში +14, +19, მაღალმთიან რაიონებში კი +6, +11° სითბოს აღწევს.
ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა სანაპირო ზოლში -9, -14°, კოლხეთის დაბლობზე -15, -19, ქართლსა და კახეთში -23, -28, ( შირაქის ველზე -32), ქვეყნის მთიან რაიონებში -17, -22, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან -25, -30, მაღალმთიან ზონაში -30, -35 გრადუსამდე იკლებს.
ყინვიანი დღეები სანაპირო ზოლში საშუალოდ 1-დან 3-მდე, კოლხეთის დაბლობზე 4-დან 8-მდე,დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში 15-დან 28-მდე, ქართლსა და კახეთში 20-დან 30-მდე, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე 28-დან 31 დღემდეა.
თვის განმავლობაში ნალექიან დღეთა საშუალო რაოდენობა დასავლეთ საქართველოში 10-15, აღმოსავლეთ საქართველოში 4-12-ია.
იანვარში ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ყველაზე მეტი ნალექი მოდის აჭარის სანაპირო ზოლში 200-250მმ, ყველაზე ნაკლები სვანეთსა და რაჭაში 60-დან 90 მმ-მდე. დასავლეთ საქართველოს დანარჩენ რაიონებში მოსული ნალექების რაოდენობა 100-დან 180 მმ-მდე. აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთიან რაიონებში მისი მნიშვნელობა 10-40 მმ-ს, ჩრდილო მთიან ზონაში კი ზოგან 90 მმ-ს შეადგენს.
ნალექების დღეღამური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე 50-დან 100 მმ-მდეა, აღმოსავლეთ საქართველოში 10-50 მმ-ს შეადგენს.
ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობისაგან. ასე მაგალითად, აჭარის სანაპირო ზოლში იგი შეიძლება აღწევდეს 400-500 მმ-ს წვიმიან, ხოლო 50-100 მმ-ს გვალვიან წლებში, ქართლის ვაკეზე 80-100 მმ-ს წვიმიან და 0-10 მმ-ს გვალვიან წლებში.
დასავლეთ საქართველო
შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +6, +7°, რაც 1°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -1, -4°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +14, +17°- მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასთან ახლოს.
კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +6, +7°, რაც 1°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -4, -7°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +14, +17°- მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასთან ახლოს.
მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +1, +3° (მაღალმთიან რაიონებში -1, 0°), რაც 1°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -10, -13°-მდე (მაღალმთიან რაიონებში -14, -17°-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +9, +13°- მდე,(მაღალმთიან რაიონებში +7, +10°-მდე).
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასთან ახლოს.
აღმოსავლეთ საქართველო
ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია შიდა ქართლში 0, +1, ქვემო ქართლში +3, +4°, რაც 1°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით შიდა ქართლში -10, -13°-მდე, ქვემო ქართლში -6, -9°-მდე. თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +13, +16°- მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასთან ახლოს.
გარე და შიდა კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +1, +3°, რაც 1°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -6, -9°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +13, +16°- მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასთან ახლოს.
მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია -1, +1° (მაღალმთიან რაიონებში -3, -5°), 1°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -12, -15°-მდე (მაღალმთიან რაიონებში -17, -20°-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +8, +13°- მდე (მაღალმთიან რაიონებში +6, +9°-მდე).
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასთან ახლოს.