საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2024 წლის აგვისტოს თვის პროგნოზი

 

 

 

 

აგვისტოს მოკლე კლიმატური დახასიათება საქართველოს  ტერიტორიაზე

კლიმატური მონაცემებით ივლისთან შედარებით აგვისტოს საშუალო ტემპერატურა საქართველოში მნიშვნელოვან ცვლილებას არ განიცდის. ამ თვის საშუალო ტემპერტურა სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +21, +240, შიდა ქართლში +20, +220-ის ფარგლებშია, ქვემო ქართლსა და კახეთში +22, +25, მთიან რაიონებში 1400  სიმაღლემდე +17, +22, მასზე უფრო მაღალ ზონაში +12, +170- შეადგენს.

 

ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში  +37, +420, ზოგან +430, მთიან რაიონებში +33, +380, მაღალმთიან ზონაში +30, +350-ს აღწევს.  ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლში  +10, +12, კოლხეთის დაბლობზე +7, +11, ქართლსა და კახეთში +4, +90-ს შეადგენს.

წაყინვები ამ თვეში მაღალმთიან ზოლში იშვიათად აღინიშნება, ისიც ცალკეულ წლებში.

 

ნალექიან დღეთა რიცხვი დასავლეთ საქართველოში და ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილის მთიან რაიონებში მერყეობს საშულოდ 8-დან 15-მდე, ქართლსა და კახეთში 5-დან 8-მდე. ყველაზე მეტი ნალექი აგვისტოში მოდის აჭარის სანაპირო ზოლში – 200-300 მმ, სამეგრელოსა და აფხაზეთის მთებში – 150-200 მმ, სანაპირო ზოლის დანარჩენ ნაწილში, კოლხეთის დაბლობზე, აღმოსავლეთ საქართველოს კავკასიონის მთებში მოსული ნალექების რაოდენობა 100-150 მმ-ია.

ყველაზე ნაკლები ნალექიანობით ხასიათდება ქართლი და გარე კახეთი. აქ მოსული ნალექების რაოდენობა საშუალოდ 30-40 მმ- შორის მერყეობს. საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე საშუალოდ 50-100 მმ ნალექი მოდის. ინტენსიური ნალექები (დღე-ღამეში 10 მმ და მეტი) საქართველოში შეიძლება მოვიდეს თვეში 2-3-ჯერ. ასევე ძლიერი წვიმა (დღე-ღამეში 30 მმ-ზე მეტი)  დასავლეთ საქართველოში აღინიშნება ყოველ წელს, შიდა კახეთში  3-5 წელიწადში, ქართლსა და გარე კახეთში 5-10 წელიწადში ერთხელ.

ნალექების დღეღამური მაქსიმუმი შავი ზღვის სანაპირო ზოლში საშუალოდ 200-230 მმ-ია, კოლხეთის დაბლობზე  და თბილისის მიდამოებში   100-150,  შიდა ქართლში და სამცხე-ჯავახეთში 40-70,  ტერიტორიის დანარჩენ ნაწილზე 60-100 მმ. ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობისაგან. ასე მაგალითად, სანაპირო რაიონების სამხრეთ ნაწილში იგი შეიძლება აღწევდეს 500-600 მმ-ს წვიმიან, 50-80  მმ-ს გვალვიან წლებში, ქართლის ვაკეზე 100-200 მმ-ს წვიმიან და 0-5 მმ-ს გვალვიან წლებში.

 

დასავლეთ საქართველო

შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +24, +250, რაც 1-20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +20, +170-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +34, +370- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები.

 

კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +26, +270, რაც 1-20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  +20, +170-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +36, +390- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები.

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +24, +250  (მაღალმთიან რაიონებში  +18, +190)  რაც 1-20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +17, +140-მდე (მაღალმთიან რაიონებში  +12, +90-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +34, +370- მდე,(მაღალმთიან რაიონებში  +30, +330-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები.

 

აღმოსავლეთ  საქართველო

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +23, +270, რაც რაც 1-20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება  ღამით +18, +210-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +36,+390- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები.

 

გარე და შიდა კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +25, +2601-20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +21,+180-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +36, +390- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები.

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +21, +230  (მაღალმთიან რაიონებში  +18, +190)  რაც 1-20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +14, +110-მდე (მაღალმთიან რაიონებში  +11, +80-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +34,+370- მდე (მაღალმთიან რაიონებში  +28, +310-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე  ნაკლები.


search form
ღამე

უმეტესად უნალექოდ

სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ

დღე

უმეტესად უნალექოდ

სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ