საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2025 წლის მაისის თვის პროგნოზი

 

 

მაისის თვის მოკლე კლიმატური დახასიათება

 

 

საქართველოს ტერიტორიაზე მაისში ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა აპრილთან შედარებით საშუალოდ 3-5°-ით მაღალია. მისი მნიშვნელობა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +16, +18°, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +14, +18°, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე +10, +16 და მაღალმთიან ზონაში +6, +11°- შეადგენს.

 

ტემპერატურის მრავალწლიური რეჟიმიდან გამომდინარე, ნორმიდან გადახრები ორივე მიმართულებით დაახლოებით ერთნაირად ალბათურია და თვის საშუალო ტემპერატურა, უმეტესად, საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობის 1.0-2.00-ის ფარგლებში მერყეობს.

 

ჰაერის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში +20, +25 და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +21, +24°ის ფარგლებშია. საქართველოს მთიან ზოლში მისი მნიშვნელობა +16, +23°-ია, მაღალმთაში კი +12, +18°-მდე იკლებს.

 

მაისში ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმის მნიშვნელობა აპრილთან შედარებით 1-4°-ით მაღალია და დასავლეთ საქართველოს დაბლობში +34, +38, ქართლსა და კახეთში +31, +36°- აღწევს. საქართველოს მთიან რაიონებში +30, +35°-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო მაღალმთაში +23, +29°-ის შეადგენს.

 

ჰაერის საშუალო მინიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +11, +13, ქართლ-კახეთსა და მთისწინეთში +9, +12, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე +5, +9, მაღალმთიან ზონაში +3, +5°-ის ფარგლებში იცვლება.


ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +2, +5 გრადუსის ფარგლებში იცვლება. ქართლ-კახეთში -4, +4°- შეადგენსსაქართველოს მთიან რაიონებში აბსოლუტური მინიმუმი -8, -2°- შეადგენს. მაღალ მთაში ყინვამ შეიძლება -10, -5°- მიაღწიოსგანსაკუთრებით დაბალი ტემპერატურით გამოირჩევა სამხრეთ საქართველოს მთიანეთი. 

 

აპრილთან შედარებით მაისში ნალექების რაოდენობა აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე იმატებს, ხოლო დასავლეთში _ იკლებს. აღსანიშნავია, რომ მაისი აღმოსავლეთში წლის განმავლობაში ყველაზე ნალექიანი თვეა, ხოლო ზღვისპირა რაიონებში _ პირიქით, წლიური მსვლელობის მრუდზე ამ დროს აღინიშნება მინიმუმი. ყველაზე მეტი ნალექიანობით გამოირჩევა სამხრეთ საქართველოს მაღალმთიანი (130-200 მმ), სამეგრელო-აფხაზეთის სანაპირო და მთიანი (100-190 მმ), აგრეთვე, არაგვისა და ალაზნის აუზში შემავალი რაიონები (90-140 მმ). აჭარის სანაპირო ზოლის გასწვრივ ნალექების თვის ჯამები 90-110 მმ- შეადგენს, ხოლო გურია-აჭარის მთებში მისი მნიშვნელობა 80-90 მმ-მდე მცირდება. კოლხეთის დაბლობზე ნალექების თვის რაოდენობა 60-120 მმ-ის ფარგლებში ადგილის სიმაღლის შესაბამისად იცვლება. ზემო იმერეთში, სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში თვეში 90-100 მმ ნალექი მოდის. შედარებით მცირენალექიანი ისევ შიდა და ქვემო ქართლია და მაისში მოსული ნალექების თვის ჯამი საშუალოდ 60-90 მმ- არ აღემატება.

 

ნალექების წლიური რეჟიმის შესაბამისად, აპრილთან შედარებით ნალექიან დღეთა რიცხვი მხოლოდ შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე  იკლებს 1-2 დღით, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე ყველგან იმატებს, განსაკუთრებით კი _ სამხრეთ საქართველოს მთიან რეგიონში (4-5 დღე) და ნალექიან დღეთა რაოდენობა თვის განმავლობაში აქ 18-20 დღეს აღწევს. დაახლოებით 14-18 დღეა წვიმიანი ტერიტორიის მთიან ნაწილში, ხოლო მინიმალურია ბარში, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში და 10-14 დღეს არ აღემატება. 

 

ყველაზე უხვნალექიანი დღეები (90-100 მმ) აღნიშნულია ქვემო ქართლისა და საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში, ხოლო ტერიტორიის დანარჩენ ნაწილში 40-80 მმ- შადგენს.

 

ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური რაოდენობისაგან. Aასე მაგალითად, აფხაზეთის მთებში იგი შეიძლება აღწევდეს 300-350 მმ- წვიმიან და 40-80 მმ- გვალვიან წლებში, კოლხეთის დაბლობის ზღვისპირა ზოლში 220-250 მმ- წვიმიან და 5-20 მმ- გვალვიან წლებში. ქართლსა და კახეთში 350-480 მმ- წვიმიან და 10-20 მმ- გვალვიან წლებში.

 

                                                    დასავლეთ საქართველო

 

შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +17, +18°, რაც 1°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +11, +8°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +31, +34°- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს. 

 

 

კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +17, +19°, რაც 1°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  +11, +8°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +31, +34°- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს. 

 

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +16, +17° (მაღალმთიან რაიონებში  +11, +12°)  რაც 1°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +4, +1°-მდე (მაღალმთიან რაიონებში  +2, -1°-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +29, +32°- მდე,(მაღალმთიან რაიონებში  +25, +28°-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობათან ახლოს. 

                                                                                                                                   აღმოსავლეთ საქართველო

 

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +15, +18°, რაც 1°-ით მაალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება შიდა ქართლში ღამით +7, +4°-მდე, ქვემო ქართლში +12, +9°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +30,+33°- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს. 

 

გარე და შიდა კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +16, +17°, რაც 1°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +9, +6°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +29, +32°- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს. 

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +14, +15° (მაღალმთიან რაიონებში  +10, +12°) რაც 1°ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +3, 0°-მდე (მაღალმთიან რაიონებში  -1, -4°-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +27,+30°- მდე (მაღალმთიან რაიონებში  +23, +26°-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს. 

search form
ღამე

ხანმოკლე წვიმა და ელჭექი 11°

ჩრდილო–დასავლეთის ქარი ჩრდილო–დასავლეთის ქარი 6-11 მ/წმ

დღე

ხანმოკლე წვიმა და ელჭექი 18°

სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ