2025 წლის ივნისის თვის პროგნოზი
ივნისის თვის მოკლე კლიმატური დახასიათება
საქართველოს ტერიტორიაზე
კლიმატური მონაცემებით საქართველოში ივნისი მაისთან შედარებით საშუალოდ 2-4°-ით თბილია. ამ თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობსა და ბარში +17, +22◦, მთიან რაიონებში +15, +20◦, მაღალმთიან ზონაში +10, +12◦-ის ფარგლებშია.
მეტეოროლოგიური დაკვირვებით ივნისში ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა ქვეყნის დაბლობსა და ბარში +35, +41◦-ს, მთიან რაიონებში +31, +36◦, მაღალმთიან ზონაში +25, +30◦ (დასავლეთ საქართველოში ზოგან 33◦-ს) აღწევს; ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +10, +6◦, ქართლის ვაკეზე, კახეთსა და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +6, +2 (აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მისი მნიშვნელობა 4◦ სითბოდან -2◦ ყინვამდე) იცვლება. მაღალმთიან ზონაში ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა 0, -5◦ ყინვამდე იკლებს.
ქვეყნის დაბლობ რაიონებში, ბარში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში 1400 მ-ზე დაბალ ზონაში წაყინვები არ აღინიშნება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ყინვიანი დღეები იშვიათადაა, ისიც ცალკეულ წლებში. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში წაყინვები საშუალოდ 1-2 დღეს აღინიშნება.
თვის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში ნალექიან დღეთა რიცხვი საშუალოდ 10-17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 9-13, მთიანეთში 10-20 დღეს შეადგენს.
დასავლეთ საქართველოში ყველაზე მეტი (საშუალოდ 160-180 მმ) ნალექი გურია-აჭარის სანაპირო ზოლსა და სამეგრელოს ქედის სამხრეთ ფერდობებზე მოდის. ტერიტორიის დანარჩენ ნაწილზე მისი მნიშვნელობა 80-დან 140 მმ-მდე მერყეობს.
აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე მცირე ნალექიანობით ქართლი გამოირჩევა, სადაც ნალექების რაოდენობა საშუალოდ 50-80 მმ-ს შეადგენს. აღმოსავლეთ კავკასიონის მაღალმთიან ზონაში მისი მნიშვნელობა საშუალოდ 150-დან 170 მმ-მდე მერყეობს, დანარჩენ რაიონებში კი 80-დან 150 მმ-მდეა. ივნისი, ისევე როგორც მაისი აღმოსავლეთ საქართველოში ნალექების და სეტყვიანობის მაქსიმუმით ხასიათდება.
ნალექების დღეღამური მაქსიმუმი გურია-აჭარის სანაპირო ზოლში საშუალოდ 50-100, დასავლეთ საქართველოს დანარჩენ რაიონებში 70-200, აღმოსავლეთ საქართველოში 40-100, ქართლში ზოგან 120 მმ-ს შეადგენს.
ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა მკვეთრად განსხვავდება საშუალო მრავალწლიური რაოდენობისგან. ასე მაგალითად, აჭარის სანაპირო ზოლში მისი მნიშვნელობა წვიმიან წლებში შეიძლება აღწევდეს 300-500 მმ-ს, გვალვიან წლებში 30-50 მმ-ს, შიდა კახეთში 150-300 მმ-ს წვიმიან და 10-40 მმ-ს გვალვიან წლებში.
დასავლეთ საქართველო
შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +21 +23◦, რაც 1-2◦-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +15, +12◦-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +33, +36◦- მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახოლოს.
კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +21, +240, რაც 1-2◦-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +16, +13◦-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +35, +38◦- მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახოლოს.
მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +19, +21◦ (მაღალმთიან რაიონებში +15, +17◦) რაც 1-2◦-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +12, +9◦-მდე (მაღალმთიან რაიონებში +8, +5◦-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +32, +35◦- მდე,(მაღალმთიან რაიონებში +28, +31◦-მდე).
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახოლოს.
აღმოსავლეთ საქართველო
ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +20, +23◦, რაც 1-2◦-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +12, +9◦-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +32, +37◦- მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახოლოს.
გარე და შიდა კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +21, +23◦, რაც 1-2◦-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +14, +11◦-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +35, +38◦- მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახოლოს.
მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +18, +20◦ (მაღალმთიან რაიონებში +15, +16◦ ) რაც 1-2◦-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +9, +6◦-მდე (მაღალმთიან რაიონებში +6, +3◦-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +31, +34◦- მდე (მაღალმთიან რაიონებში +27, +30◦-მდე).
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახოლოს.