საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2025 წლის ივლისის თვის პროგნოზი

ივლისის მოკლე კლიმატური დახასიათება

საქართველოს  ტერიტორიაზე

კლიმატური მონაცემებით ივლისის საშუალო ტემპერატურა ივნისთან შედარებით 2-3-ით მაღალია. ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქვემო ქართლში, ივრის ზეგანისა და ალაზნის ველის სამხრეთ ნაწილში +25, კახეთის დანარჩენ ნაწილში, კოლხეთის დაბლობსა და შავი ზღვის სანაპირო ზოლში +22, +24, მთიან ზონაში ზღვის დონიდან 1400 მ სიმაღლემდე +17, +22, უფრო მაღლა კი +12, +17-ს შეადგენს. ზღვის დონიდან 1700 მ-ზე მაღალ ზონაში ჰაერის ტემპერატურამ მზის ამოსვლის წინ იშვიათად, მხოლოდ ცალკეულ წლებში შეიძლება დაიწიოს 2 გრადუს ყინვამდე.

ივლისი საქართველოს დიდ ნაწილში წლის ყველაზე ცხელი თვეა. ჰაერის აბსოლიტური მაქსიმალური ტემპერატურა ქვეყნის დაბლობსა და ბარში +38, +43, მთაში +30, +35, მაღალმთიან ზონაში +26, +33-ს აღწევს.

ივნისთან შედარებით ივლისი დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად ნაკლები ნალექიანობით ხასიათდება. დასავლეთ საქართველოში ყველაზე მეტი ნალექი აჭარა-გურიის სანაპირო ზოლში, აფხაზეთსა და სამეგრელოს მთიან ზონაში მოდის. მოსული ნალექების რაოდენობა 200-300 მმ-ს შორის მერყეობს. შედარებით მცირე ნალექიანობით გამოირჩევა შიდა აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი, ზემო იმერეთი და სვანეთი, სადაც ნალექების რაოდენობა თვის განმავლობაში  100 მმ-ზე ნაკლებია. დასავლეთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მოსული ნალექების რაოდენობა 100-200 მმ-ის ფარგლებშია.

ქართლში, შირაქსა და ელდარში ივლისში მოსული ნალექების საშუალო რაოდენობა 50 მმ-ს არ აღემატება. კახეთში, სამხრეთ საქართველოს მთიანეთში საშუალოდ 50-100 მმ, აღმოსავლეთ კავკასიონის ფერდობებზე კი 100-150 მმ ნალექი მოდის.

კოლხეთის დაბლობის გამოკლებით ნალექიან დღეთა რიცხვი საქართველოში ივნისთან შედარებით ყველგან მცირდება.  მისი მნიშვნელობა კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში საშუალოდ 8-14, ქართლსა და კახეთში   8-10, მთაში 10-17 დღეს შორის მერყეობს.

ივნისთან შედარებით ივლისში ქვეყნის დასავლეთ ნაწილში საგრძნობლად მატულობს ნალექების ინტენსივობა. Aამ თვეში საშუალოდ შესაძლებელია აღინიშნოს 2-3 ისეთი დღე, როდესაც დღე-ღამეში მოსული ნალექების რაოდენობა 30 მმ-ს აღემატება. ასეთი დღეები აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით იშვიათია. იგი საშუალოდ  2 წელიწადში ერთხელ აღინიშნება. ნალექების დღეღამური მაქსიმუმი სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მერყეობს 100-340, ქართლში 30-80 და საქართველოს დანარჩენ რაიონებში 40-100 მმ-ს შორის.

ნალექების რაოდენობა ცალკეულ წლებში შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური რაოდენობისაგან. ასე მაგ. შიდა კახეთში იგი შეიძლება აღწევდეს 120-140  მმ-ს წვიმიან და 0-10 მმ-ს გვალვიან წლებში.  

 

დასავლეთ საქართველო

შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +24, +25, რაც 1-2-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  +19, +16-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +34, +37- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები. 

 

კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +24, +26, რაც 1-2-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით   +19, +16-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +37, +40-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები. 

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +23, +24 (მაღალმთიან რაიონებში  +18, +19),  რაც 1-2-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +15, +12-მდე (მაღალმთიან რაიონებში  +10, +7-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +33, +38-მდე, (მაღალმთიან რაიონებში  +30, +33-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები. 

 

 

აღმოსავლეთ საქართველო

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +23 +27, რაც 1-2-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება შიდა ქართლში ღამით +16, +13-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +38, +41-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები. 

 

გარე და შიდა კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +25, +26, რაც 1-2-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +17, +14-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +38, +41- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები. 

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები:  ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +22, +24(მაღალმთიან რაიონებში  +18, +19)  რაც 1-2-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +12, +9-მდე (მაღალმთიან რაიონებში  +9, +6-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +35, +38- მდე (მაღალმთიან რაიონებში  +31, +34-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები.

 

 

search form
ღამე

ხანმოკლე წვიმა და ელჭექი 15°

ჩრდილო–დასავლეთის ქარი ჩრდილო–დასავლეთის ქარი 10-15/17-22 მ/წმ

დღე

ხანმოკლე წვიმა და ელჭექი 23°

ჩრდილო–დასავლეთის ქარი ჩრდილო–დასავლეთის ქარი 10-15/17-22 მ/წმ