საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2024 წლის ივნისის თვის პროგნოზი

 

2024 წლის ივნისის თვის მოკლე კლიმატური დახასიათება საქართველოში

 

კლიმატური მონაცემებით საქართველოში  ივნისი მაისთან შედარებით საშუალოდ 2-4°-ით თბილია. ამ თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობსა და ბარში +17, +220, მთიან რაიონებში +15, +200, მაღალმთიან ზონაში  +10, +120-ის ფარგლებშია. 

მეტეოროლოგიური დაკვირვებით ივნისში ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური  ტემპერატურა ქვეყნის დაბლობსა და ბარში +35, +410-, მთიან რაიონებში +31, +360, მაღალმთიან ზონაში +25, +300  (დასავლეთ საქართველოში ზოგან 330-)  აღწევს; ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +10, +60, ქართლის ვაკეზე, კახეთსა და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +6, +2 (აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მისი მნიშვნელობა 40 სითბოდან -20 ყინვამდე) იცვლება. მაღალმთიან ზონაში ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა 0, -50 ყინვამდე იკლებს.

ქვეყნის დაბლობ რაიონებში, ბარში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში 1400 -ზე დაბალ ზონაში წაყინვები არ აღინიშნება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ყინვიანი დღეები იშვიათადაა, ისიც ცალკეულ წლებში. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში წაყინვები საშუალოდ 1-2 დღეს აღინიშნება.

თვის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში ნალექიან დღეთა რიცხვი საშუალოდ 10-17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 9-13, მთიანეთში 10-20 დღეს შეადგენს.

დასავლეთ საქართველოში ყველაზე მეტი (საშუალოდ  160-180 მმ) ნალექი გურია-აჭარის სანაპირო ზოლსა და სამეგრელოს ქედის სამხრეთ ფერდობებზე მოდის. ტერიტორიის დანარჩენ ნაწილზე მისი მნიშვნელობა 80-დან 140 მმ-მდე მერყეობს.

აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე მცირე ნალექიანობით ქართლი გამოირჩევა, სადაც ნალექების რაოდენობა საშუალოდ 50-80 მმ- შეადგენს. აღმოსავლეთ კავკასიონის მაღალმთიან ზონაში მისი მნიშვნელობა საშუალოდ  150-დან 170 მმ-მდე მერყეობს, დანარჩენ რაიონებში კი 80-დან 150 მმ-მდეა. ივნისი, ისევე როგორც მაისი აღმოსავლეთ საქართველოში ნალექების და სეტყვიანობის მაქსიმუმით ხასიათდება.

ნალექების დღეღამური მაქსიმუმი გურია-აჭარის სანაპირო ზოლში საშუალოდ 50-100, დასავლეთ საქართველოს დანარჩენ რაიონებში 70-200, აღმოსავლეთ საქართველოში 40-100, ქართლში ზოგან 120 მმ- შეადგენს.

ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა მკვეთრად განსხვავდება საშუალო მრავალწლიური რაოდენობისგან. ასე მაგალითად, აჭარის სანაპირო ზოლში მისი მნიშვნელობა წვიმიან წლებში შეიძლება აღწევდეს 300-500 მმ-,   გვალვიან წლებში 30-50 მმ-, შიდა კახეთში 150-300 მმ- წვიმიან და 10-40 მმ- გვალვიან წლებში.

 

დასავლეთ საქართველო

შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +21 +230, რაც 1-20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +15, +120-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +33, +360- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.

 

კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +21, +240, რაც 1-20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  +16, +130-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +35, +380- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი და მასთან ახოლოს.

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +19, +210(მაღალმთიან რაიონებში  +15, +170 )  რაც 1-20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +12, +90-მდე (მაღალმთიან რაიონებში  +8, +50-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +32, +350- მდე,(მაღალმთიან რაიონებში  +28, +310-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი და მასთან ახლოს.

 

 

აღმოსავლეთ საქართველო

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +20, +230, რაც 1-20-ით მაალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება  ღამით +12, +90-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +32 ,+370- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი და მასთან ახლოს. 

 

გარე და შიდა კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +21, +23, რაც 1-20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +14, +110-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +35, +380- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები.        

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +18, +200 (მაღალმთიან რაიონებში  +15, +160 ) რაც 1-20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +9, +60-მდე (მაღალმთიან რაიონებში  +6, +30-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +31, +340- მდე (მაღალმთიან რაიონებში  +27, +300-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი და მასთან ახლოს.  

search form
ღამე

ღრუბლიანი, შესაძლებელია ნისლი

სუსტი ქარი სუსტი ქარი მ/წმ

დღე

ღრუბლიანი,  შესაძლებელია ნისლი 10°

სუსტი ქარი სუსტი ქარი მ/წმ