საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2026 წლის მაისის თვის პროგნოზი

 

 

მაისის თვის მოკლე კლიმატური დახასიათება

საქართველოს ტერიტორიაზე მაისში ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა აპრილთან შედარებით საშუალოდ 4-5°C -ით მაღალია. მისი მნიშვნელობა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +17, +19°C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +16, +19°C, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე +13, +17°C, დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში +12, +14°C, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში +7, +11°C - შეადგენს.

ჰაერის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში და საქართველოს მთიან ზოლში +21, +24°Cის ფარგლებშია. დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში +16, +20°C, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში +12, +17°C- შეადგენს.

მაისში ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოს დაბლობში +37, +42C, მთიან რაიონებში +36, +400C, ქართლსა და კახეთში +34, +38C-, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში +29, +33°C-ს აღწევს; დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში +27, +32°C-ის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალ მთიან ზონაში +21, +28°C-ის ფარგლებში იცვლება.

ჰაერის საშუალო მინიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე, ასევე, აღმოსავლეთის ბარში +11, +15°C, დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +9, +12°C, აღმოსავლეთ საქათველოს მთაში კი +7 +9°C-ს შეადგენს; დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში +5, +9°C-ის, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთის მაღალმთიან ზონაში +3, +5°C-ის ფარგლებში მერყეობს.

ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი დასავლეთ საქართველოს დაბლობში +1, +6°C- ის ფარგლებშია. ქართლ-კახეთში -1, +4C - შეადგენს. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში აბსოლუტური მინიმუმი +1, -2°C-ს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში -3, 0°C- შეადგენს. დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში +1, -4°C, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალ მთაში ტემპერატურა შეიძლება -6, -11°C -მდე  დაეცეს.

მაისის თვეში საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე ნალექების თვის ჯამური რაოდენობა 80-150მმ-, ხოლო ქართლის ვაკეზე 60-80 მმ-ს შეადგენს.

დასავლეთ საქართველოში ნალექიან დღეთა რაოდენობა საშუალოდ 9-13 დღეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 10-15 დღეს შეადგენს. 

მაისში მოსული ნალექების მაქსიმალური დღეღამური რაოდენობა სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე 70-150 მმ-ს შეადგენს, მთიან და მაღალმთიანი რაიონებში შედარებით დაბალია და 30-80 მმ-ფარგლებშია, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან 80-120 მმ-ს აღწევს.

ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური რაოდენობისაგან. ასე მაგალითად, უხვნალექიან წლებში დასავლეთ საქართველოში 180-350მმ-ს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 130-250 მმ-ს შეიძლება აღწევდეს, ხოლო მშრალ წლებში 10-50მმ არ აღემატებოდეს.

                                                             

დასავლეთ საქართველო

შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +17, +19°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 1°C-ით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +9, +6°C -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +29, +32°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს. 

კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +18, +20°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 1°C-ით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +10, +7°C -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +29, +32°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს. 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია მთაში +15, +17°C, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +10, +12°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 1°C-ით დაბალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +3, 0°C-მდე, (მაღალმთიან რაიონებში -1, -4°C-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +26, +29°C-მდე (მაღალმთიან რაიონებში +24, +27°C -მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობათან ახლოს. 

 

აღმოსავლეთ საქართველო

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +17, +18°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 1°C-ით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება შიდა ქართლში ღამით +6, +3°C-მდე, ქვემო ქართლში +7, +4°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +29,+32°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს. 

კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +16, +18°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 1°C-ით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +7, +°მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +29, +32°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს. 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია მთაში +13, +14°C, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +9, +11°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 1°C-ით დაბალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +3, 0°C-მდე (მაღალმთიან რაიონებში -1, -4°C-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +26,+29°C- მდე (მაღალმთიან რაიონებში +23, +26°C-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს. 

 

search form
ღამე

ხანმოკლე წვიმა

ჩრდილო–დასავლეთის ქარი ჩრდილო–დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ

დღე

ხანმოკლე წვიმა 12°

აღმოსავლეთის ქარი აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ