საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2023 წლის ივნისის თვის პროგნოზი

ივნისის თვის მოკლე კლიმატური დახასიათება

 

კლიმატური მონაცემებით საქართველოში  ივნისი მაისთან შედარებით საშუალოდ2-4°-ით თბილია. ამ თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობსა და ბარში+17, +22°, მთიან რაიონებში+15, +20°, მაღალმთიან ზონაში+10, +12°-ის ფარგლებშია. 

 

მეტეოროლოგიური დაკვირვებით ივნისში ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური  ტემპერატურა ქვეყნის დაბლობსა და ბარში+35, +41°-, მთიან რაიონებში+31, +36°, მაღალმთიან ზონაში+25, +30°  (დასავლეთ საქართველოში ზოგან33°-)  აღწევს; ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე+10, +6°, ქართლის ვაკეზე, კახეთსა და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში+6, +2 (აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მისი მნიშვნელობასითბოდან -ყინვამდე) იცვლება. მაღალმთიან ზონაში ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა0, -5° ყინვამდე იკლებს.

 

ქვეყნის დაბლობ რაიონებში, ბარში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში1400 -ზე დაბალ ზონაში წაყინვები არ აღინიშნება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ყინვიანი დღეები იშვიათადაა, ისიც ცალკეულ წლებში. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში წაყინვები საშუალოდ1-2 დღეს აღინიშნება.

 

თვის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში ნალექიან დღეთა რიცხვი საშუალოდ10-17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში9-13, მთიანეთში10-20 დღეს შეადგენს.

 

დასავლეთ საქართველოში ყველაზე მეტი(საშუალოდ  160-180 მმ) ნალექი გურია-აჭარის სანაპირო ზოლსა და სამეგრელოს ქედის სამხრეთ ფერდობებზე მოდის. ტერიტორიის დანარჩენ ნაწილზე მისი მნიშვნელობა80-დან140 მმ-მდე მერყეობს.

 

აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე მცირე ნალექიანობით ქართლი გამოირჩევა, სადაც ნალექების რაოდენობა საშუალოდ50-80 მმ- შეადგენს. აღმოსავლეთ კავკასიონის მაღალმთიან ზონაში მისი მნიშვნელობა საშუალოდ  150-დან170 მმ-მდე მერყეობს, დანარჩენ რაიონებში კი80-დან150 მმ-მდეა. ივნისი, ისევე როგორც მაისი აღმოსავლეთ საქართველოში ნალექების და სეტყვიანობის მაქსიმუმით ხასიათდება.

 

ნალექების დღეღამური მაქსიმუმი გურია-აჭარის სანაპირო ზოლში საშუალოდ50-100, დასავლეთ საქართველოს დანარჩენ რაიონებში70-200, აღმოსავლეთ საქართველოში40-100, ქართლში ზოგან120 მმ- შეადგენს.

 

ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა მკვეთრად განსხვავდება საშუალო მრავალწლიური რაოდენობისგან. ასე მაგალითად, აჭარის სანაპირო ზოლში მისი მნიშვნელობა წვიმიან წლებში შეიძლება აღწევდეს300-500 მმ-,   გვალვიან წლებში30-50 მმ-, შიდა კახეთში150-300 მმ- წვიმიან და10-40 მმ- გვალვიან წლებში.

 

დასავლეთ საქართველო

 

შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +21 +22°, რაც 1°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +15,+12°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +32, +35°- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი და მასთან ახლოს.

 

კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +21, +24°, რაც 1-2°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +16, +13°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +35, +38°- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი და მასთან ახლოს.

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +19, +21° (მაღალმთიან რაიონებში  +15, +17°) რაც 1-2°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +12, +9°-მდე (მაღალმთიან რაიონებში  +8, +5°-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +32, +35°- მდე,(მაღალმთიან რაიონებში  +29, +33°-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი და მასთან ახლოს.

 

 

აღმოსავლეთ საქართველო

 

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +21, +24°, რაც 2°-ით მაალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება  ღამით +12, +9°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +35 ,+38°- მდე.

 ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი და მასთან ახოლოს

 

გარე და შიდა კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +23, +24, რაც 2°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +14, +11°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +35, +38°- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი და მასთან ახლოს

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +19, +20° (მაღალმთიან რაიონებში  +15, +17°) რაც 2°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +9, +6°-მდე (მაღალმთიან რაიონებში +6, +3°-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +30, +33°- მდე (მაღალმთიან რაიონებში  +27, +30°-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი და მასთან ახლოს

search form
ღამე

უმეტესად უნალექოდ

ჩრდილო–დასავლეთის ქარი ჩრდილო–დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ

დღე

უმეტესად უნალექოდ 17°

ჩრდილო–დასავლეთის ქარი ჩრდილო–დასავლეთის ქარი 10-15/20-25 მ/წმ