საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2026 წლის აგვისტოს თვის პროგნოზი

 

 

აგვისტოსთვის მოკლე კლიმატური დახასიათება

კლიმატური მონაცემებით ივლისთან შედარებით აგვისტოს საშუალო ტემპერატურა საქართველოში მნიშვნელოვან ცვლილებას არ განიცდის. ამ თვის საშუალო ტემპერტურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +24, +26°C-ს შეადგენს, ქართლის ვაკეზე +23, +26°C-ის, კახეთში კი +24, +25°C-ის ფარგლებშია; ქვეყნის მთიან რაიონებში +20, +25°C-ს, ხოლო მაღალმთიან ზონაში +17, +19°C - შეადგენს.

ჰაერის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში +24, +26°C და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +26°Cის ფარგლებშია. საქართველოს მთიან ზოლში მისი მნიშვნელობა +20, +250C-ია, დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში +18, +19°C, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში +14, +17°C - შეადგენს.

ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპიროსა და კოლხეთის დაბლობზე +34, +42°C, ხოლო ქართლსა და კახეთში +38, +44°C-ს აღწევს; ქვეყნის მთიან რაიონებში +37, +42°C-ის ფარგლებშია, დასავლეთ საქართველოს მაღალმთაში +34, +40°C-ს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს  მაღალმთიან ზონაში +29, +35°C -ს აღწევს. 

ჰაერის საშუალო მინიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +20, +21°C, ქართლსა და კახეთში +14, +20°C, დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +15, +180C, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +14 +15°C-ს შეადგენს; დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში +11, +14°C-ის, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთის მაღალმთიან ზონაში +9, +11°C-ის ფარგლებში მერყეობს.

ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +10, +15°C-ის, ხოლო ქართლსა და კახეთში +7, +11°C-ფარგლებშია. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +6, +10°C-ს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მისი მნიშვნელობა +2, +8°C-ს შეადგენს. ქვეყნის მაღალმთიან ზონაში ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა +7°C-დან  -1°C -მდე იკლებს. 

წაყინვები ამ თვეში მაღალმთიან ზოლში იშვიათად აღინიშნება, ისიც ცალკეულ წლებში.

ყველაზე მეტი ნალექი აგვისტოში მოდის  შავი ზღვის  სანაპირო ზოლში, რაც  240-260 მმ-ს შეადგენს, ხოლო  კოლხეთის დაბლობზე თვეში მოსული ნალექების რაოდენობა დაახლოებით 60-150 მმ-ს შორის მერყეობს. შედარებით მცირე ნალექიანობით გამოირჩევა დასავლეთ საქართველოს მთიანი და მაღალმთიანი ზონა, სადაც მოსული ნალექების რაოდენობა 50-80მმ-ს შორის მერყეობს. აღმოსავლეთ საქართველოში – ქართლის ვაკესა და კახეთის რეგიონში აგვისტოს თვეში მოსული ნალექების რაოდენობა 40-70 მმ-ის  ხოლო მთასა და მაღალმთაში 40-90 მმ-ის ფარგლებშია.

ნალექიან დღეთა რიცხვი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე 7-11 დღემდე, ხოლო  აღმოსავლეთ  5-დან 8 დღემდე მერყეობს.

ნალექების დღეღამური მაქსიმუმი შავი ზღვის სანაპირო ზოლში საშუალოდ 150-260 მმ-ია, კოლხეთის დაბლობზე  80-130 მმ,  ქვემო ქართლში   35-60 მმ,  შიდა ქართლში  45-80 მმ, კახეთში 80-200 მმ-ია. საქართველოს მთიან ზონაში ნალექების დღეღამური მაქსიმალური რაოდენობა 30–70მმ-ს, ხოლო მაღალმთაში 30-100 მმ-ს შორის მერყეობს.

ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობისაგან. ასე მაგალითად, უხვნალექიან წლებში დასავლეთ საქართველოში 90-670 მმ-ს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 90-400 მმ-ს შეიძლება აღწევდეს, მშრალ წლებში კი დასავლეთ საქართველოში 0-50მმ-ს ხოლო, აღმოსავლეთ საქართველოში 0-90მმ-ს შეიძლება არ აღემატებოდეს.

                  

დასავლეთ საქართველო

შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +25, +26°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და 1°C-ით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +19, +16°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +32, +35°C- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

 

კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +27, +28°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე 1–2°C-ით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  +20, +17°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +37, +40°C- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია მთაში +24, +25°C, მაღალმთიან რაიონებში  +19, +200,  რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და 1°C-ით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით მთაში +16, +13°C-მდე, მაღალმთიან რაიონებში +13, +10°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით მთაში  +34, +37°- მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში  +29, +32°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

 

 

აღმოსავლეთ საქართველო

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +24, +26°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე 1–2°C-ით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება  ღამით +20, +17°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +37,+40°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

 

კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +24, +25°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და 1°C-ით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +19, +16°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +35, +38°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია მთაში +20, +23°C, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +17, +18°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და 1°C-ით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით მთაში +14, +11°C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +10, +7°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით მთაში +34,+37°C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +30, +33°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

 

 

     

 

search form
ღამე

უმეტესად უნალექოდ 21°

სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ

დღე

უმეტესად უნალექოდ 34°

ცვალებადი მიმართულების ქარი ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ