საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2023 წლის მაისის თვის პროგნოზი

მაისის თვის მოკლე კლიმატური დახასიათება

საქართველოს ტერიტორიაზე მაისში ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა აპრილთან შედარებით საშუალოდ3-5◦-ით მაღალია. მისი მნიშვნელობა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +16, +18◦, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +14, +18◦, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე+10, +16 და მაღალმთიან ზონაში +6, +11◦-ს შეადგენს.

ტემპერატურის მრავალწლიური რეჟიმიდან გამომდინარე, ნორმიდან გადახრები ორივე მიმართულებით დაახლოებით ერთნაირად ალბათურია და თვის საშუალო ტემპერატურა, უმეტესად, საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობის1.0-2.00-ის ფარგლებში მერყეობს.

 

ჰაერის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში +20, +25 და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +21, +24◦–ის ფარგლებშია. საქართველოს მთიან 

ზოლში მისი მნიშვნელობა +16, +23◦-ია, მაღალმთაში კი +12, +18◦-მდე იკლებს.


მაისში ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმის მნიშვნელობა აპრილთან შედარებით 1-4◦-ით მაღალია და დასავლეთ საქართველოს დაბლობში+34, +38, ქართლსა და კახეთში +31, +36◦-ს აღწევს. საქართველოს მთიან რაიონებში +30, +35◦-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო მაღალმთაში +23, +29◦-ის შეადგენს.

 

ჰაერის საშუალო მინიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +11, +13, ქართლ-კახეთსა და მთისწინეთში +9, +12, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე +5, +9, მაღალმთიან ზონაში +3, +5◦-ის ფარგლებში იცვლება.

 

ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +2, +5 გრადუსის ფარგლებში იცვლება, ქართლ-კახეთში -4, +4◦-ს შეადგენს. საქართველოს მთიან რაიონებში აბსოლუტური მინიმუმი -8, -2◦-ს შეადგენს. მაღალ მთაში ყინვამ შეიძლება -10, -5◦-ს მიაღწიოს. განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურით გამოირჩევა სამხრეთ საქართველოს მთიანეთი.

 

აპრილთან შედარებით მაისში ნალექების რაოდენობა აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე იმატებს, ხოლო დასავლეთში- იკლებს. აღსანიშნავია, რომ მაისი აღმოსავლეთში წლის განმავლობაში ყველაზე ნალექიანი თვეა, ხოლო ზღვისპირა რაიონებში- პირიქით, წლიური მსვლელობის მრუდზე ამ დროს აღინიშნება მინიმუმი. ყველაზე მეტი ნალექიანობით გამოირჩევა სამხრეთ საქართველოს მაღალმთიანი(130-200 მმ), სამეგრელო-აფხაზეთის სანაპირო და მთიანი(100-190 მმ), აგრეთვე, არაგვისა და ალაზნის აუზში შემავალი რაიონები (90-140 მმ). აჭარის სანაპირო ზოლის გასწვრივ ნალექების თვის ჯამები 90-110 მმ-ს შეადგენს, ხოლო გურია-აჭარის მთებში მისი მნიშვნელობა80-90 მმ-მდე მცირდება. კოლხეთის დაბლობზე ნალექების თვის რაოდენობა60-120 მმ-ის ფარგლებში ადგილის სიმაღლის შესაბამისად იცვლება. ზემო იმერეთში, სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში თვეში 90-100მმ ნალექი მოდის.

შედარებით მცირენალექიანი ისევ შიდა და ქვემო ქართლია და მაისში მოსული ნალექების თვის ჯამი საშუალოდ 60-90 მმ-ს არ აღემატება.

 

ნალექების წლიური რეჟიმის შესაბამისად, აპრილთან შედარებით ნალექიან დღეთა რიცხვი მხოლოდ შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე  იკლებს 1-2 დღით, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე ყველგან იმატებს, განსაკუთრებით კი - სამხრეთ საქართველოს მთიან რეგიონში (4-5 დღე) და ნალექიან დღეთა რაოდენობა თვის განმავლობაში აქ 18-20 დღეს აღწევს. დაახლოებით 14-18 დღეა წვიმიანი ტერიტორიის მთიან ნაწილში, ხოლო მინიმალურია ბარში, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში და 10-14 დღეს არ აღემატება.


ყველაზე უხვნალექიანი დღეები (90-100 მმ) აღნიშნულია ქვემო ქართლისა და საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში, ხოლო ტერიტორიის დანარჩენ ნაწილში 40-80 მმ-ს შადგენს.

 

ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური რაოდენობისაგან. ასე მაგალითად, აფხაზეთის მთებში იგი შეიძლება აღწევდეს 300-350მმ-ს წვიმიან და 40-80მმ-ს გვალვიან წლებში, კოლხეთის დაბლობის ზღვისპირა ზოლში 220-250მმ-ს წვიმიან და 5-20მმ-ს გვალვიან წლებში. ქართლსა და კახეთში 350-480მმ-ს წვიმიან და 10-20მმ-ს გვალვიან წლებში.

 



დასავლეთ საქართველო

შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +17, +19◦, რაც 1-2◦-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +12, +9◦-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +29, +32◦- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე მეტი. 

კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +20, +21◦, რაც 1-2◦-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  +11, +8◦-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +31, +34◦- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე მეტი და მასთან ახლოს. 

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +17, +19◦ (მაღალმთიან რაიონებში  +12, +13◦ )  რაც 1-2◦-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +8, +5◦-მდე (მაღალმთიან რაიონებში  +6, +3◦-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +31, +34◦- მდე,(მაღალმთიან რაიონებში  +28, +31◦-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობათან ახლოს.

 

 

აღმოსავლეთ საქართველო

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +18, +19◦, რაც 1-2◦-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება შიდა ქართლში ღამით +7, +4◦-მდე, ქვემო ქართლში +12, +9◦-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +30, +33◦- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.  

გარე და შიდა კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +16, +18◦, რაც 1-2◦-ითმაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +12,+9◦-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +30, +33◦- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს. 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +15, +16◦(მაღალმთიან რაიონებში  +11, +12◦ )  რაც 1-2◦ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +3, 0◦-მდე (მაღალმთიან რაიონებში  +1, -2◦-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +28,+31◦- მდე (მაღალმთიან რაიონებში  +21, +24◦-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე მეტი და მასთან ახლოს. 
search form
ღამე

უმეტესად უნალექოდ 18°

ჩრდილო–დასავლეთის ქარი ჩრდილო–დასავლეთის ქარი 10-15/17-22 მ/წმ

დღე

შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა 26°

ჩრდილო–დასავლეთის ქარი ჩრდილო–დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ