2026 წლის თებერვლის პროგნოზი
თებერვლის მოკლე კლიმატური დახასიათება საქართველოს ტერიტორიაზე
მრავალწლიური მონაცემებით, იანვართან შედარებით თვის საშუალო ტემპერატურა თებერვალში მხოლოდ 0.5-1°-ით მაღალია. მისი მნიშვნელობა სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +4, +7°--ია. ადგილის სიმაღლის ზრდასთან ერთად ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს მთაში -1, +4°, მაღალმთიან ზონაში -3, -7°-მდე კლებულობს.
თებერვლის საშუალო ტემპერატურა ქვემო ქართლსა და შიდა კახეთში +1, +3°. შიდა ქართლსა და გარე კახეთში 0, -1°, აღმოსავლეთ საქართველოს მთაში 0, -4°, მაღალმთიან ზონაში -4, -8°-ია.
ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +22, +27°-ს აღწევს. ქართლსა და გარე კახეთში მისი მნისვნელობა 18, +24, ქვეყნის მთიან რაიონებში +15, +20, მაღალმთიან რაიონებში კი +10, +15°-ია.
ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა სანაპირო ზოლში -8, -12°, კოლხეთის დაბლობზე -12, -16, ქართლსა და კახეთში -17, -22, ქვეყნის მთიან რაიონებში -19, -24, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან -21, -26, მაღალმთიან ზონაში -26, -31 გრადუსამდე იკლებს.
თვის განმავლობაში სანაპირო ზოლში საშუალოდ ყინვიანია 4-6, კოლხეთის დაბლობზე 6-8, დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში 10-22, ქვემო ქართლსა და კახეთში 12-15, შიდა ქართლში 20-25, აღმოსავლეთ საქართველოს მთასა და მაღალმთაში 22-27 დღე.
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თებერვალში საშუალოდ 6-16 დღეა ნალექიანი.
ყველაზე მეტი ნალექიანობით ამ თვეში აჭარის სანაპირო ზოლი, გურია და აფხაზეთის მთიანეთი ხასიათდება (200-250 მმ). კოლხეთის დაბლობზე 115-150 მმ, დასავლეთ საქართველოს მთებში 90-170 მმ, ქართლ-კახეთსა და სამხრეთ საქართველოს მთიანეთში 20-50 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს კავკასიონის ფერდობებზე 50-100 მმ ნალექი მოდის.
ნალექების დღეღამური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე 40-90 მმ და აღმოსავლეთ საქართველოში 20-70 მმ-ს შეადგენს.
ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობისაგან. Aასე მაგალითად, აჭარის სანაპირო ზოლში იგი შეიძლება აღწევდეს 350-500 მმ-ს წვიმიან და 10-40 მმ-ს გვალვიან წლებში, ქართლის ვაკეზე შესაბამისად 50-150 მმ-ს წვიმიან და 0-10 მმ-ს გვალვიან წლებში.
დასავლეთ საქართველო
შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +7, +80C , რაც 1-20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით 0, -30 -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +20, +230 - მდე. ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.
კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +6, +70C , რაც 1-20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -1, -40 -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +20, +230 - მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.
მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +4, +50C (მაღალმთიან რაიონებში -1, +10 ) რაც 1-20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -4, -80 -მდე (მაღალმთიან რაიონებში -13, -160 -მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +16, +190 - მდე,(მაღალმთიან რაიონებში +11, +140 -მდე).
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.
აღმოსავლეთ საქართველო
ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +2, +50C , რაც 1-20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -5, -80 -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +16, +190 - მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.
გარე და შიდა კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +2, +40C, რაც 1-20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -5, -80 -მე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +16, +190 - მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.
მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია -1, +10C (მაღალმთიან რაიონებში -5, -20 ) რაც 1-20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -12, -140 -მდე (მაღალმთიან რაიონებში -17, -200 -მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +14, +170 - მდე (მაღალმთიან რაიონებში +10, +130 -მდე).
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.