2026 წლის მარტის თვის პროგნოზი
მარტის თვის მოკლე კლიმატური დახასიათება
საქართველოს ტერიტორიაზე მარტში ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა თებერვალთან შედარებით საშუალოდ 2-5◦-ით მაღალია. მისი მნიშვნელობა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +9, +11◦, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +6, +9◦, დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +6, +9◦, აღმოსავლეთ საქართველოს მთაში +4, +6◦, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში +4, +6◦, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში -2, +4◦-ს შეადგენს.
ჰაერის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში +14, +15 და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +11, +14◦–ის ფარგლებშია. დასავლეთ საქართველოს მთიან ზოლში მისი მნიშვნელობა +13, +10 და აღმოსავლეთ საქართველოს მთაში +12, +9◦-ია, დასავლეთ საქართველოს მაღალმთაში +9, +5, აღმოსავლეთ საქართვე-ლოს მაღალმთიან ზონაში კი +7, +3◦-მდე იკლებს.
მარტში ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +32, ქართლსა და კახეთში +25, +29◦-ს აღწევს. საქართვე-ლოს მთიან რაიონებში მისი მნიშვნელობა +21, +27◦-ს შეადგენს, ხოლო მაღალმთაში +16, 24◦-ის ფარგლებში იცვლება.
ჰაერის საშუალო მინიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +5, +6, ქართლ-კახეთში +1, +6◦, ქვეყნის მთიან რაიონებში -2, +2◦, მაღალმთიან ზონაში 0, -6◦-ის ფარგლებში მერყეობს.
ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში -2, -7 გრადუსია. ქართლ-კახეთში -12, -5◦-ს შეადგენს. საქართველოს მთიან რაიონებში აბსოლუტური მინიმუმი -10,-19◦-ს შეადგენს. მაღალ მთაში ყინვამ შეიძლება -13, -23◦-ს მიაღწიოს. განსაკუთრე-ბით დაბალი ტემპერატურით გამოირჩევა სამხრეთ საქართველოს მთიანეთი.
მარტში ნალექების რაოდენობა სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე 130-180 მმ, ქართლსა და კახეთში 30-90 მმ, საქართველოს მთიან რაიონებში 40-90 მმ, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან ზონაში 40-120 მმ-ს აღწევს.
თებერვალთან შედარებით ნალექიან დღეთა რიცხვი საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე მარტის განმავლობაში 1-2 დღით იმატებს. ნალექების რეჟიმის შესაბამისად, დასავლეთ საქართველოში 11-15, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 5-10 დღეს შეადგენს.
მარტში მოსული ნალექების მაქსიმალური დღეღამური რაოდენობა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე 50-90 მმ, ქართლსა და კახეთში 30, 60 მმ, ქვეყნის მთიან რაიონებში 20- 60 მმ, მაღალმთიან ზონაში 25-100 მმ შეადგენს.
ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური რაოდენობისაგან. ასე მაგალითად, დასავლეთ საქართველოში იგი შეიძლება აღწევდეს 150-300 მმ-ს წვიმიან და 12-70 მმ-ს გვალვიან წლებში, ქართლსა და კახეთში 90-150 მმ-ს წვიმიან და 1-30 მმ-ს გვალვიან წლებში.
დასავლეთ საქართველო
შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +11, +12◦, რაც 1-2◦C - ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით 0, -2◦-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +24, +27◦- მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.
კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +11, +12◦, რაც 1-2◦-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -2, -5◦-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +24, +27◦- მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.
მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +8, +10◦(მაღალმთიან რაიონებში +2, +3◦, რაც 1-2◦-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -8, -11◦-მდე (მაღალმთიან რაიონებში -13, -15◦-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +20, +23◦- მდე, (მაღალმთიან რაიონებში +17, +20◦-მდე).
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.
აღმოსავლეთ საქართველო
ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +7, +10◦, რაც 1-2◦-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება შიდა ქართლში ღამით -7, -10◦-მდე, ქვემო ქართლში -5, -8◦-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +21, +24◦- მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.
კახეთი (გარე და შიდა): ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +7, +9◦, რაც 1-2◦-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -4, -7◦-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +22, +25◦- მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.
მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +5, +7◦ (მაღალმთიან რაიონებში +1, +2◦, რაც 1-2◦-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -10, -13◦-მდე (მაღალმთიან რაიონებში -17, -20◦-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +20, +23◦- მდე (მაღალმთიან რაიონებში +14, +17◦-მდე).
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.