საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2023 წლის აპრილის თვის პროგნოზი

 

აპრილის თვის მოკლე კლიმატური დახასიათება

საქართველოს ტერიტორიაზე აპრილში ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მარტთან შედარებით საშუალოდ 4-6º-ით მაღალია. მისი მნიშვნელობა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +12, +14º, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +13º, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე +6, +12ºდა მაღალმთიან ზონაში +1, +6º-ს შეადგენს.

ტემპერატურის მრავალწლიური რეჟიმიდან გამომდინარე, ნორმიდან გადახრები ორივე მიმართულებით დაახლოებით ერთნაირად ალბათურია და თვის საშუალო ტემპერატურა, უმეტესად, საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობის 1.5-2.0º-ის ფარგლებში მერყეობს.

ჰაერის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში +16, +21 და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +16, +19º–ის ფარგლებშია. საქართველოს მთიან ზოლში მისი მნიშვნელობა +12, +17º-ია, მაღალმთაში კი +7, +13º-მდე იკლებს.

აპრილში ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოს დაბლობში +33, +37, ქართლსა და კახეთში +29, +36º-ს აღწევს. საქართველოს მთიან რაიონებში მისი მნიშვნელობა მარტთან შედარებით 5-6º-ით მაღალია და +25, +30º-ს შეადგენს, ხოლო მაღალმთაში +19, +25º-ის ფარგლებში იცვლება.

ჰაერის საშუალო მინიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +6, +8, ქართლ-კახეთში და მთისწინეთში +3, +8, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე +1, +5, მაღალმთიან ზონაში -3, +10-ის ფარგლებში მერყეობს.

ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -1 გრადუსის ფარგლებში იცვლება. ქართლ-კახეთში -11, -4º-ს შეადგენს. საქართველოს მთიან რაიონებში აბსოლუტური მინიმუმი -14, -9º-ს შეადგენს. მაღალ მთაში ყინვამ შეიძლება -26, -15º-ს მიაღწიოს. განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურით გამოირჩევა სამხრეთ საქართველოს მთიანეთი. 

მარტთან შედარებით აპრილში ნალექების რაოდენობა აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე იმატებს, ხოლო დასავლეთში - იკლებს. ყველაზე მეტი ნალექიანობით გამოირჩევა სამეგრელო-აფხაზეთის მთიანი რაიონები (130-170 მმ) შავი ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ ნალექების თვის ჯამები 100-130 მმ-ს შეადგენს, ხოლო გურია-აჭარის მთებში მისი მნიშვნელობა 80-90 მმ-მდე მცირდება. კოლხეთის დაბლობზე ნალექების თვის რაოდენობა 80-140 მმ-ის ფარგლებში იცვლება, ზემო იმერეთში, სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში თვეში, დაბლობთან შედარებით მცირედ ნაკლები -  80-110 მმ ნალექი მოდის. საქართველოს დანარჩენი ტერიტორია უფრო მცირენალექიანია და აპრილში მოსული ნალექების თვის ჯამი საშუალოდ 40-90 მმ-ს შეადგენს. ხოლო აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე 100მმ-მდე მატულობს. 

ნალექების წლიური რეჟიმის შესაბამისად, მარტთან შედარებით ნალექიან დღეთა რიცხვი დასავლეთ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე აპრილის განმავლობაში 1-2 დღით იკლებს, აღმოსავლეთში კი - იმატებს. ნალექიან დღეთა რაოდენობა მაქსიმალურია (15-16) სამეგრელო-აფხაზეთის და გურია-აჭარის მთიან რაიონებში, მინიმალურია (10-12) შიდა და ქვემო ქართლისა და საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში, ხოლო აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე 13-14 დღემდე იმატებს. 

ყველაზე უხვნალექიანი დღეები (80-100 მმ) აღნიშნულია აჭარისა და აფხაზეთის  სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე,  აგრეთვე, ზემო იმერეთში, ხოლო ტერიტორიის დანარჩენ მთიან და მაღალმთიანი ზონაში ნალექების დღეღამური მაქსიმუმი შედარებით დაბალია და 40-60 მმ-ს შადგენს.

ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური რაოდენობისაგან. ასე მაგალითად, აფხაზეთის მთებში იგი შეიძლება აღწევდეს 320-380 მმ-ს წვიმიან და 40-60 მმ-ს გვალვიან წლებში, ქართლსა და კახეთში 180-210 მმ-ს წვიმიან და 2-5 მმ-ს გვალვიან წლებში.

დასავლეთ საქართველო

შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +13, +15º, რაც 1 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზედა მასთან ახლოსაა. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +1,  -2º-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +28, +31º- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს. 

 

კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +14, +15º, რაც 1 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზედა მასთან ახლოსაა. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +1, -2º-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +28, +31º- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს. 

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +12, +14º(მაღალმთიან რაიონებში  +5, +7º) რაც 1 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზედა მასთან ახლოსაა. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -4, -7º-მდე (მაღალმთიან რაიონებში -9, -11º-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +26, +29º-მდე, (მაღალმთიან რაიონებში  +23, +26º-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს. 

 

აღმოსავლეთ საქართველო

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +12, +15º, რაც 1 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  0, -3º-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +26, +29º- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.

 

გარე და შიდა კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +12, +15º, რაც 1-2 გრადუსით მარალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +1, -2º-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +27, +30º- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს. 

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +10,+11º(მაღალმთიან რაიონებში +7, +9º) რაც 1 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -5, -8º-მდე (მაღალმთიან რაიონებში -9, -12º-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +23, +26º- მდე (მაღალმთიან რაიონებში  +17, +23º-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს. 
search form
ღამე

უმეტესად უნალექოდ

ჩრდილო–დასავლეთის ქარი ჩრდილო–დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ

დღე

უმეტესად უნალექოდ 17°

ჩრდილო–დასავლეთის ქარი ჩრდილო–დასავლეთის ქარი 10-15/20-25 მ/წმ