საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2026 წლის ნოემბრის თვის პროგნოზი

 

ნოემბრის თვის მოკლე კლიმატური დახასიათება

კლიმატური მონაცემებით ნოემბრის თვის ჰაერის საშუალო ტემპერატურა ოქტომბერთან შედარებით 5-6°C-ით ნაკლებია აღმოსავლეთ საქართველოში და 4-5°C-ით ნაკლები ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სადაც კლიმატს საგრძნობლად არბილებს შავი ზღვის სიახლოვე. ნოემბრის თვის ჰაერის საშუალო ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და შავი ზღვის სანაპირო ზოლში +12, +13°C, ქართლში, კახეთსა და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +6, +9°C, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონასა და აღმოსავლეთ საქართველოს მთაში +4, +6°C, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში კი +2, +3 გრადუსს შეადგენს.

ჰაერის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და სანაპიროზე +16, +17°C-ს შეადგენს, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა ქვეყნის ტერიტორიის მთიან რაიონებში მისი მნიშვნელობაა +10, +14°C, მაღალმთიან ზონაში კი  +5, +10°C.

ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში  +27, +30°C-ს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარის რაიონებში +23, +27°C-ს შეადგენს. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა +24, +28°C-ს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მთაში +22, +28 °C-ს შეადგენს. რაც შეეხება მაღალმთიან რაიონებს, დასავლეთ საქართველოში მისი მნიშვნელობა +22, +27 °C-ს, ხოლო აღმოსავლეთში +18-,+21°C-ს აღწევს.

ჰაერის საშუალო მინიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +6, +10°C, ქართლ-კახეთში 0, +5°C, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე +3, -1, ხოლო მაღალმთიან ზონაში +1, -4°C -ს შეადგენს. 

ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა თითქმის ყველგან უარყოფითია. მისი მნიშვნელობა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე 0, -2°C-ია, ქართლ-კახეთში  -6°C-დან -13°C-მდე ჩამოდის, დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში -7°C-დან -10°C-მდე, ხოლო  აღმოსავლეთ საქართველოს მთაში -11°C-დან -19°C-მდე იკლებს; დასავლეთ საქართველოს მაღალმთაში -9°C, -17°C, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში -17°C-დან -21°C-მდე ჩამოდის,

სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე წაყინვები საშუალოდ 3 დღეს აღინიშნება.

ატმოსფერული ნალექების რაოდენობა ოქტომბერთან შედარებით ნოემბერში საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე მცირდება. ამ თვეში ყველაზე ნალექიანი შავი ზღვის სანაპირო ზოლი და კოლხეთის დაბლობია, სადაც თვის განმავლობაში საშუალოდ 170-260მმ ნალექი მოდის. ნოემბერში შედარებით მცირე ნალექიანია ქვეყნის მთიანი და მაღალმთიანი რაიონები, სადაც ნალექების რაოდენობა 30-120მმ-ის ფარგლებშია, ხოლო მცირე ნალექიანობით გამოირჩევა ქართლ-კახეთი, სადაც ნალექების რაოდენობა 50-60მმ-ს შეადგენს.

ნოემბრის თვეში ნალექიან დღეთა რიცხვი დასავლეთ საქართველოში მერყეობს საშუალოდ 9-12, აღმოსავლეთ საქართველოში კი 5-დან 10 დღემდე.

ნალექების დღეღამური მაქსიმუმი  დასვლეთ საქართველოში  70-140მმ-ია, აღმოსავლეთ საქართველოში კი  30-80მმ.

ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობისაგან. მაგალითად, დასავლეთ  საქართველოს ტერიტორიაზე ეს მაჩვენებელი შეიძლება აღწევდეს 70-950მმ-ს წვიმიან წლებში, 0-40მმ-ს გვალვიან წლებში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 80-200მმ-ს წვიმიან წლებში და  0-150მმ-ს გვალვიან წლებში.

 

დ ა ს ა ვ ლ ე თ   ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო

შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +12, +14°C, რაც 1°C -ით  მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +6, +3°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +22, +25°C- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მეტი.

 

კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +12, +14°C, რაც 1°C -ით  მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან და მასთან ახლოსაა. თვის მესამე დეკადაში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  +5, +2°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +22, +25°C- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მეტი.

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მთიან რაიონებში მოსალოდნელია +9, +10°C, ხოლო მაღალმთიან რაიონებში  +4, +5°C,  რაც 1°C -ით  მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით მთიან რაიონებში -1, -4°C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში  -4, -7°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  მთიან რაიონებში  +20, +23°C- მდე, მაღალმთიან რაიონებში კი  +15, +18°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მეტი.                                                                 

 

ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ   ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +7, +10°C, რაც 1°C -ით  მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით შიდა ქართლში -3, -6°C-მდე, ქვემო ქართლში  0, -30-მდე. თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +21, +24°C- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.

 

გარე და შიდა კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +8, +90, რაც 1°C -ით  მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  0, -3°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +20, +23°C- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია მთიან რაიონებში +4, +7°C, ხოლო მაღალმთიან რაიონებში  +3, +4°C,  რაც 1°C -ით  მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით მთიან რაიონებში -6, -9°C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში  -11, -14°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით მთიან რაიონებში +17, +20°C- მდე, მაღალმთიან რაიონებში კი +14, +17°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.

 

search form
ღამე

წვიმა და ნისლი 13°

სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ

დღე

წვიმა და ნისლი 16°

სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ