საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

ზამთრის სეზონის პროგნოზი

საქართველოში 2022/23 წლის ზამთრის სეზონის კლიმატური პროგნოზი

 

 

 სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, კლიმატური პროგნოზების ფორუმზე (SEECOF-28) მომზადდა 2022/23 წლების ზამთრის სეზონის პროგნოზი.

პროგნოზი დაეფუძნა დინამიური და სტატისტიკური მოდელირების შედეგებს და ოკეანესა და ატმოსფეროში მიმდინარე პროცესების დადგენილ ურთიერთკავშირებს. აღნიშნული პროცესები ხელს შეუწყობს ცალკეულ პერიოდებში ქვეყნის ტერიტორიაზე მაღალი წნევის არის გავლენას ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის მხრიდან, ზამთრის მეორე ნახევარში კი უპირატესი იქნება სამხრეთიდან გავრცელებული დაბალი წნევის არის ზემოქმედება.

პროგნოზის მიხედვით,  ზამთრის სეზონზე  ჰაერის საშუალო ტემპერატურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კლიმატური ნორმის ფარგლებში ან ნორმაზე 1 გრადუსით მაღალი, ხოლო ატმოსფერული ნალექები შავი ზღვის სანაპირო ზოლში კლიმატურ ნორმაზე ნაკლები, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე კი, ძირითადად, ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი*.

სეზონის განმავლობაში შესაძლებელია დროდადრო ადგილი ქონდეს ზამთრისთვის დამახასიათებელ ამინდის მკაცრ პირობებს (შტორმები, ცივი ტალღები ან ძლიერი ნალექები).

ცალკეულ დღეებში შესაძლებელია კლიმატური ნორმიდან ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი გადახრები და ქვეყნის დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურის  -8, -13, მთიან რაიონებში -13, -18, ხოლო მაღალმთიან რაიონებში -22, -27 გრადუსამდე დაცემა აღინიშნოს. სეზონის კონკრეტულ დღეებში  მოსალოდნელი ამინდი მოკლევადიანი პროგნოზებით დაზუსტდება.

 

* საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ჰაერის მრავალწლიური საშუალო ტემპერატურა (კლიმატური ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +5, +7, მთაში 0, +2, მაღალ მთაში -4, -2, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0, +2, მთაში -2, 0, მაღალ მთაში -5, -3 გრადუსს  შეადგენს.

ზამთრის სეზონის ნალექების ნორმა დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 500-700 მმ, მთასა და მაღალ მთაში 200-450 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 70-120 მმ, მთასა და მაღალ მთაში 70-150 მმ-ის ფარგლებშია.

 

ნახ.1. ზამთრის სეზონის ჰაერის ტემპერატურის საშუალო მრავალწლიური

მნიშვნელობები (კლიმატური ნორმა)  საქართველოს ტერიტორიისთვის.

 

 

 

 

ნახ.2. ზამთრის სეზონის ატმ. ნალექების საშუალო მრავალწლიური

მნიშვნელობები (კლიმატური ნორმა)  საქართველოს ტერიტორიისთვის

 

 

 

 

 

 

 

search form
ღამე

უმეტესად უნალექოდ -1°

სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ

დღე

უმეტესად უნალექოდ 11°

სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ