ჰოლანდიელი სპეციალისტების ვიზიტი 10.02.2014
მიმდინარე წლის იანვრის თვეში გარემოს ეროვნულ სააგენტოში ჰოლანდიელი ექსპერტები იმყოფებოდნენ. ვიზიტი განხორციელდა ჰოლანდიის საპილოტე პროექტის „ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა თბილისში“ ფარგლებში. ექსპერტებმა ჩაატარეს პროფილაქტიკური სამუშაოები ქ.თბილისში ვაშლიჯვრის მეტეოროლოგიური სადგურის ტერიტორიაზე განლაგებული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატურ სადგურში. გარდა ამისა, უცხოელმა სპეციალისტებმა სააგენტოს თანამშრომლებს ჩაუტარეს სწავლება ტექნიკურ საკითხებსა და მონაცემთა ხარისხის კონტროლის შესახებ. მომავალში სადგურის გამართული მუშაობა უზრუნველყოფილი იქნება სააგენტოს სპეციალისტების მიერ.
ვაკანსიები 25.02.2014
სსიპ. გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს კონკურს შემდეგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად
ვრცლად
შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება (EMBLAS) 05.02.2014
გარემოს ეროვნული სააგენტო მონაწილეობს პროექტში „შავ ზღვაში გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება“ (EMBLAS). აღნიშნულ პროექტს ახორციელებენ გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი. პროექტი მიმდინარეობს შემდეგ ქვეყნებში: საქართველო, რუსეთი და უკრაინა.
ვრცლად
საქართველო დედამიწაზე დაკვირვების ჯგუფის წევრი გახდა 22.01.2014
მინისტრთა სამიტის მაღალი რანგის მე-10 პლენარული სესიის შეხვდრა ჟენევაში, 2014 წლის იანვარში შედგა და საქართველო 90-ე ქვეყნად გაწევრიანდა. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მინისტრის პირველი მოადგილე ქალბატონი ნინო შარაშიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსი ბატონი რამაზ ჭითანავა და ქალბატონ ნინო ცხადაძე ვრცლად