|
|
|
04 ივლისი 2024 |
|
|
|
|
|
დღის ხანგრძლივობა: |
15სთ 7წთ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე
24.03.2014
22 მარტს მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 2014 წლის თემაა „წყალი და ენერგია"". საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურების მონიტორინგს. წყალზე მონიტორინგის მიზანია შეიქმნას ინფორმაცია გარემოს დაბინძურების შესახებ. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეიძინა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დანადგარი - პლაზმურ-ემისიური სპექტროფოტომეტრი ICP-OES, რომელიც იძლევა საშუალებას უმოკლეს დროში მაღალი სიზუსტით განსაზღვროს წყლის, ჰაერისა და ნიადაგის სინჯებში მძიმე ლითონების ფართო სპექტრი. აპარატის შეძენამდე ვერ ხერხდებოდა ამ სინჯების მაღალი ხარისხით გამოკვლევა. დღეს, წყლის სინჯების აღება მოხდა თბილისის ზღვიდან, რომელიც შემდგომი გამოკვლევისათვის გადაიგზავნა გარემოს ეროვნულ სააგენტოში. წყლის სინჯები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ პირადად აიღო. ახალი დანადგარის მეშვეობით პირველადი შედეგები რამდენიმე წუთში გახდა ცნობილი, საბოლოო დასკვნა კი, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო წყლის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებებს რეგულარულად ატარებს. წელს წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოწყობილ აქციაში სოლიკო ვირსალაძის სამხატრო ხელოვნების სკოლის 20-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეებს დასახატად მიეცათ თემა ,,წყლის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში"" , ნახატების შესაქმნელად განსაზღვრული ჰქონდათ 35 წუთი. მოხალისეობრივ აქციაში მონაწილეთა ნამუშევრები ორშაბათს, 24 მარტს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ facebook გვერდებზე აიტვირთება. 10 დღის განმავლობაში დაგროვილი „მოწონებების" რაოდენობის მიხედვით გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებსაც მინისტრი ხათუნა გოგალაძე სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს და სამინისტროში, ნახატების გამოფენა მოეწყობა. |
იხილეთ დამატებითი ფტოები |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ვაკანსიები
25.02.2014
სსიპ. გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს კონკურს შემდეგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად
ვრცლად |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ჰოლანდიელი სპეციალისტების ვიზიტი
10.02.2014
მიმდინარე წლის იანვრის თვეში გარემოს ეროვნულ სააგენტოში ჰოლანდიელი ექსპერტები იმყოფებოდნენ. ვიზიტი განხორციელდა ჰოლანდიის საპილოტე პროექტის „ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა თბილისში“ ფარგლებში
ვრცლად |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება (EMBLAS)
05.02.2014
გარემოს ეროვნული სააგენტო მონაწილეობს პროექტში „შავ ზღვაში გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება“ (EMBLAS). აღნიშნულ პროექტს ახორციელებენ გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი. პროექტი მიმდინარეობს შემდეგ ქვეყნებში: საქართველო, რუსეთი და უკრაინა.
ვრცლად |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
საქართველო დედამიწაზე დაკვირვების ჯგუფის წევრი გახდა
22.01.2014
მინისტრთა სამიტის მაღალი რანგის მე-10 პლენარული სესიის შეხვდრა ჟენევაში, 2014 წლის იანვარში შედგა და საქართველო 90-ე ქვეყნად გაწევრიანდა. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მინისტრის პირველი მოადგილე ქალბატონი ნინო შარაშიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსი ბატონი რამაზ ჭითანავა და ქალბატონ ნინო ცხადაძე
ვრცლად |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|