პოლონეთის რესპუბლიკის ,,კრიზისული ინფრომაციის ცენტრ’’-სა და გარემოს ეროვნულ სააგენტოს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 10.04.2014
სამუშაო შეხვედრაზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ წარადგინა პროგნოზირების და ადრეული გაფრთხილების სისტემის ფუნქციონირება, ხოლო პოლონეთის მხარემ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. პროექტის მიზანია სადამკვირვებლო პუნქტების დამონტაჟების შემდგომ კახეთის რეგიონში მდინარე კაბალასა და დურუჯზე ადრეული გაფრთხილების სისტემის ჩამოყალიბება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საველე გასვლები, რის საფუძველზეც უნდა შეირჩეს 12 მდინარე, რომელზეც დისტანციური ზონდირების მეშვეობით ჩატარდება მოდელირება და დატბორვის ზონები გამოვლინდება.
22 მარტს მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 2014 წლის თემაა „წყალი და ენერგია"". საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურების მონიტორინგს. წყალზე მონიტორინგის მიზანია შეიქმნას ინფორმაცია გარემოს დაბინძურების შესახებ.
ქუთაისში მეტეოროლოგიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ახალი ავტომატურ რეჟიმში მომუშავე მეტეოროლოგიური სადგური გაიხსნა, რომელიც ადაპტაციის ფონდის დაფინანსებით და INDP (გაეროს განვითარების პროგრამა) მხარდაჭერით განხორციელდა. სადგურის გახსნას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნოზაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ნიკოლოზ ალხაზაშვილი და ქუთაისის სადგურის უფროსი ავთანდილ ქვაჩაკიძე დაესწრნენ
გარემოსდაცვითი საქმიანობის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად საქართველოს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ექსპერტებმა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ ხათუნა გოგალაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.